იდენტიფიკატორების მიმოხილვა

იდენტიფიკატორების მეშვეობით შეგიძლიათ იპოვოთ და დაუკავშირდეთ შემქმნელებს YouTube-ზე. იდენტიფიკატორები უნიკალურია და არხის მოკლე იდენტიფიკატორები განსხვავდება არხის სახელისგან, ისინი იწყება „@“ სიმბოლოთი. მაგალითად, @youtubecreators.

ყველა არხს ექნება დაკავშირებული იდენტიფიკატორი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მომხმარებლების (როგორც შემქმნელების, ისე მნახველების) საპოვნელად და მათთან ინტერაქციისთვის. თქვენი იდენტიფიკატორი ავტომატურად გახდება თქვენი არხის YouTube URL, რითაც ადამიანებს გაუმარტივდებათ თქვენი აღმოჩენა. For example, youtube.com/@youtubecreators. თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ეს URL ხალხის თქვენს არხზე გადასამისამართებლად, როცა ისინი არ არიან YouTube-ზე. ერთ არხს მხოლოდ ერთი იდენტიფიკატორი შეიძლება, ჰქონდეს.

მომდევნო თვეებში შეგიძლიათ, გამოიყენოთ თქვენი იდენტიფიკატორები ისეთ ადგილებში, როგორიცაა კომენტარები, ხსენებები და Shorts. თქვენი იდენტიფიკატორი დროთა განმავლობაში მეტ ადგილას გამოჩნდება. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი იდენტიფიკატორი YouTube-ის გარეთ მისი რეკლამირებისთვის.

ნებისმიერი მოძველებული პერსონალიზებული URL, რომელიც გაქვთ, გააგრძელებს მუშაობას.

YouTube იდენტიფიკატორები

იდენტიფიკატორისთვის სახელის დარქმევის მითითებები

ჩანიშვნა: YouTube იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს, უკან მოითხოვოს ან ამოშალოს იდენტიფიკატორი.

თქვენმა იდენტიფიკატორმა უნდა დაიცვას შემდეგი მითითებები:

  • უნდა შედგებოდეს 3-დან 30-მდე სიმბოლოსგან
  • უნდა იყოს შედგენილი ანბანურ-ციფრული სიმბოლოებისგან (A–Z, a–z, 0–9)
    • თქვენი იდენტიფიკატორი, ასევე, შეიძლება, შეიცავდეს: ქვედახაზებს (_), დეფისებს (-), წერტილებს (.)
  • არ უნდა იყოს URL-ის ან ტელეფონის ნომრის მსგავსი
  • უკვე არ უნდა გამოიყენებოდეს
  • უნდა შეესაბამებოდეს YouTube-ის საზოგადოების წესდებას

საუკეთესო პრაქტიკა იდენტიფიკატორის ასარჩევად

აირჩიეთ იდენტიფიკატორი, რომელიც საუკეთესოდ წარმოადგენს თქვენს საჯარო იდენტობას YouTube-ზე. გაითვალისწინეთ, რომ სახელურები არ არის რეგისტრირებული.

ჩვენ ვკრძალავთ:

  • ძალადობრივ, შეურაცხმყოფელ, სექსუალურ და სპამ იდენტიფიკატორებს
  • იდენტიფიკატორების გაყიდვა და გადატანა

თუ აღმოჩნდება, რომ თქვენი სახელური არღვევს ჩვენ საზოგადოების წესდებას, YouTube გააუქმებს სახელურს და გამოიმუშავებს ახალ სახელურს თქვენი არხისთვის.

Note: In certain instances, like when you create a channel through methods like posting a comment on mobile, YouTube may auto assign you a handle based on your chosen channel name. There may be cases where your handle is randomly assigned if the chosen channel name cannot be converted to the handle. You can always view and edit the handle in Studio or by going to youtube.com/handle.

დამალეთ თქვენი იდენტიფიკატორი

თუ გსურთ იდენტიფიკატორის პოდკასტიდან დამალვა, წაშლეთ ან დამალეთ თვენი არხი

 იდენტიფიკატორის ნახვა ან შეცვლა

შენიშვნა: თქვენ შეგიძლიათ, შეცვალოთ იდენტიფიკატორი 14 დღეში ორჯერ. თუ ასე მოიქცევით, ჩვენ დავაკავებთ თქვენს წინა იდენტიფიკატორს 14 დღის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ უკან გადართვას მოისურვებთ. ამ 14 დღის განმავლობაში იმუშავებს როგორც თქვენი იდენტიფიკატორის წინა URL, ისე განახლებული URL. ამის შემდეგ იდენტიფიკატორი გახდება ხელმისაწვდომი სხვა მომხმარებლებისთვის მათ იდენტიფიკატორად ასარჩევად.
  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ მორგება and then ძირითადი ინფორმაცია.
  3. იდენტიფიკატორის სექციაში შეგიძლიათ, იხილოთ ან შეცვალოთ თქვენი იდენტიფიკატორის URL.
  4. ​თუ შეცვლით იდენტიფიკატორს, დააწკაპუნეთ გამოქვეყნებაზე მის დასადასტურებლად.
თუ თქვენი სასურველი იდენტიფიკატორი მიუწვდომელია, შეგიძლიათ, ცადოთ წერტილების, ციფრების ან ქვედა ხაზების დამატება.

თუ თქვენი სასურველი იდენტიფიკატორი არაა ხელმისაწვდომი, ეს იმიტომ ხდება, რომ:

  • სხვა არხმა უკვე აირჩია ეს იდენტიფიკატორი.

ან

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
8853552771494317571
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false