რა არის წესები?

ამ სტატიაში აღწერილი ფუნქციები ვრცელდება YouTube Studio-ს კონტენტის მენეჯერის მომხმარებლებზე. YouTube-ის ზოგადი წესების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეიტყვეთ მეტი აქ.

Studio-ს კონტენტის მენეჯერში წესები არის წესების ნაკრები, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა მოხდეს გასაჩივრებულ ვიდეოებთან მოპყრობა.

როდესაც ვიდეო გასაჩივრებულია, წესები განსაზღვრავს როგორ ვრცელდება ერთი ან რამდენიმე წესი: 

 მონეტიზაცია: დაუშვით ვიდეოს ნახვა რეკლამებით.

 თვალყურის დევნება: დაუშვით ვიდეოს ნახვა რეკლამების გარეშე; შეაგროვეთ ვიდეოს ნახვების სტატისტიკა.

 დაბლოკვა: არ დაუშვათ ვიდეოს ხილვადობა YouTube-ში.

თუ აირჩევთ მონეტიზაციას, გასაჩივრებული ვიდეოები მიმოიხილება, იმაში დასარწმუნებლად, რომ ისინი შეესაბამება ჩვენს რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებს, სანამ რეკლამები ნაჩვენები იქნება.
 
ეს ვარიანტი ნებას რთავს YouTube-ს, აჩვენოს რეკლამები გასაჩივრებული ვიდეოსთან ერთად, მაგრამ არაა დაკონკრეტებული, როგორი ტიპის რეკლამები იქნება ნაჩვენები. რეკლამის ტიპების დაკონკრეტება შეგიძლიათ რეკლამირების პარამეტრების გამოყენებით.

შეგიძლიათ, შეასრულოთ 3 მოქმედება (მონეტიზაცია, თვალყურის დევნება ან დაბლოკვა) წესების 2 განსხვავებული ტიპისთვის:

  • ატვირთვის წესები: წესები, რომლებიც ვრცელდება გასაჩივრებული ვიდეოებზე, რომლებიც ატვირთულია თქვენს კონტენტის მენეჯერთან მიბმული არხების მიერ.
  • შესაბამისობის წესები: წესები, რომლებიც ვრცელდება გასაჩივრებულ ვიდეოებზე, რომლებსაც ატვირთავენ YouTube-ის სხვა მომხმარებლები, როცა ისინი გასაჩივრდება კონტენტის ID-ს მეშვეობით.

შეიტყვეთ მეტი ატვირთვისა და შესაბამისობის წესების შესახებ.

ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ მიმოხილვის გაგზავნის ვარიანტი თქვენი გასაჩივრების წესებისთვის, რაც გულისხმობს ხელით გადახედვის მოთხოვნას, სანამ საჩივრები აქტიურია. შეიტყვეთ მეტი საჩივრის ხელით მიმოხილვისთვის გაგზავნის შესახებ.

როგორ მუშაობს გასაჩივრების წესები

გასაჩივრების წესები შედგება ერთი ან რამდენიმე „თუკი-მაშინ“ ტიპის წესისგან. ეს წესები წყვეტს, რომელი მოქმედება შესრულდეს (მონეტიზაცია, თვალყურის დევნება ან დაბლოკვა), როცა კონკრეტული პირობები დაკმაყოფილებულია. მაგალითად, თუ ვიდეოს მონეტიზაცია მხოლოდ იმ მნახველებისთვის გსურთ, რომლების შეერთებულ შტატებსა და კანადაში იმყოფებიან, წესები იქნება შემდეგი:

პირობა მოქმედება
(1) თუ მომხმარებლის მდებარეობა შეერთებული შტატები ან კანადაა ვიდეოს მონეტიზაცია
(2) თუ მომხმარებლის მდებარეობა განსხვავებულია ვიდეოს დაბლოკვა

 

ერთზე მეტ პარტნიორს შეუძლია, ჰქონდეს ვალიდური საჩივარი იმავე ვიდეოზე, იმავე ტერიტორიის ფარგლებში. მაგალითად, ერთმა პარტნიორმა შეიძლება გაასაჩივროს ვიზუალური ნაწილი და მეორემ — აუდიო.

როცა რამდენიმე პარტნიორს აქვს ვალიდური საჩივარი ვიდეოზე, და შესაბამისად, რამდენიმე ვალიდური წესი, ის წესები გავრცელდება, რომლებიც უფრო მკაცრი მოქმედების წინაპირობაა. შეიტყვეთ მეტი, როგორ ვრცელდება წესები.

საჩივრის წესების არჩევა

მომხმარებლის მდებარეობა ყველაზე გავრცელებული პირობაა საჩივრის წესებისთვის, მაგრამ სხვა პირობების არჩევაც შეიძლება. ზოგადად, უმჯობესია იმ წესების შექმნა, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება. ტერიტორიის წესები მაშინ უნდა დაურთოთ, როცა განსხვავებული მოპყრობა გჭირდებათ მნახველებისთვის იმ ტერიტორიებზე, სადაც ფლობთ უფლებებს.

აი, სამი წინასწარგანსაზღვრული წესი, საიდანაც შეგიძლიათ, ამოირჩიოთ:

  • მონეტიზაცია ყველა ქვეყანაში
  • თვალის დევნება ყველა ქვეყანაში
  • დაბლოკვა ყველა ქვეყანაში

ასევე, შეგიძლიათ, შეიტყოთ, როგორ შექმნათ მორგებული წესები თქვენს კონტენტზე მეტი კონტროლისთვის.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
11085220598567724208
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false