წაშლილი ვიდეოების ხელახლა ატვირთვის პრევენცია

თუ თქვენი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევარი გამოქვეყნდა YouTube-ზე თქვენი ნებართვის გარეშე, შეგიძლიათ გამოგზავნოთ საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს ამოშლის მოთხოვნა. თუ მოთხოვნას ჩვენი ვებფორმით გამოგზავნით, შეგიძლიათ, აირჩიოთ ვიდეოს ასლების ხელახლა ატვირთვის შეზღუდვის პარამეტრი.

ამ პარამეტრის არჩევის შემთხვევაში YouTube ეცდება, რომ ავტომატურად შეზღუდოს თქვენ მიერ გასაჩივრებული კონტენტის ასლების ატვირთვა. გაითვალისწინეთ, რომ ამოშლის მოთხოვნა უნდა ჩაითვალოს სრულყოფილად და ვალიდურად ვიდეოს ამოშლამდე ან მომავალში მისი ასლების ატვირთვის შეზღუდვამდე.

ამ ფუნქციის უმართებულოდ გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენთვის წაშლის მოთხოვნის გამოყენების შესაძლებლობის დაკარგვა. ვებფორმის უმართებულო გამოყენებას, მაგალითად, ცრუ ინფორმაციის მიწოდება, შესაძლოა, თქვენი ანგარიშისთვის მოქმედების შეწყვეტა ან სხვა სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს.
როგორ აიცილოთ თავიდან წაშლილი ვიდეოების ხელახლა ატვირთვა

ასლების ატვირთვის პრევენციის ვარიანტის არჩევა

სანამ ასლების ატვირთვის პრევენციის ვარიანტს აირჩევთ, დარწმუნდით, რომ ვიდეოზე ფლობთ ყველა საჭირო უფლებებს მსოფლიოში. ასლების ატვირთვის პრევენციის ვარიანტის ასარჩევად:

  1. დაიწყეთ საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოთხოვნის ვებფორმის შევსება.
  2. წაშლის ვარიანტების ქვეშ მონიშნეთ ველი: „ამ ვიდეოების ასლების მომავალზე YouTube-ზე გამოჩენის პრევენცია“.
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ გაგზავნა, როცა დაასრულებთ ფორმის შევსებას.
    • გახსოვდეთ: თქვენი წაშლის მოთხოვნა უნდა დამტკიცდეს, სანამ ჩვენი სისტემა დაიწყებს ძიებას და ასლების ატვირთვას შეზღუდავს.
  • ვებფორმის მიღება შეგიძლიათ საავტორო უფლებების გვერდზეც YouTube Studio-ში. ამოშლის მოთხოვნების ჩანართში დაწკაპუნებით აირჩიეთ ამოშლის ახალი მოთხოვნა.
  • ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შევზღუდოთ საავტორო უფლებების დარღვევის გამო წარსულში ამოშლილი ვიდეოს კონტენტის ასლების ატვირთვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასლების ატვირთვის შეზღუდვის პარამეტრი არ აგირჩევიათ.

ინფორმაცია კონტენტის ტიპებზე, რომელთა ხელახლა ატვირთვაც შეიზღუდა

თუ აირჩიეთ ასლების ატვირთვის პრევენცია თქვენს წაშლის მოთხოვნაში და ეს მოთხოვნა დამტკიცდა, ნახავთ რამდენი ასლის ატვირთვა შეიზღუდა:

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუში აირჩიეთ საავტორო უფლებები .
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ წაშლის მოთხოვნების ჩანართი.
  4. დააწკაპუნეთ მწკრივზე. მწკრივი გაიშლება და გამოჩნდება მეტი დეტალი ვიდეოს შესახებ, რომლის წაშლასაც ითხოვთ.
  5. ატვირთვების ავტომატური შეზღუდვის სვეტში ნახავთ ვიდეოების რაოდენობას, რომელთა ხელახლა ატვირთვაც ავტომატურად შეიზღუდა.
    • თუ ამ სვეტის სტატუსი აქტიურია, YouTube აქტიურად ცდილობს, სხვებს ამ ვიდეოების ასლების ხელახლა ატვირთვა შეუზღუდოს.
შეიტყვეთ მეტი იმ ვიდეოების მიმოხილვის შესახებ, რომლებიც ნაჩვენებია სვეტში დამთხვევების პოვნა.

ასლების ატვირთვის პრევენციის გამორთვა

თუ აირჩიეთ ასლების ატვირთვის პრევენციის ვარიანტი თქვენს წაშლის მოთხოვნაში, მისი გამორთვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. მისი გამორთვის შემთხვევაში შეიძლება მომავალში აიტვირთოს წაშლილი ვიდეოს ასლები. ვარიანტის გამოსართავად:

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუში აირჩიეთ საავტორო უფლებები .
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ წაშლის მოთხოვნების ჩანართი.
  4. დააწკაპუნეთ მწკრივზე. მწკრივი გაიშლება და გამოჩნდება მეტი დეტალი ვიდეოს შესახებ, რომლის წაშლასაც ითხოვთ.
  5. გააუქმეთ ველის მონიშვნა ასლების ატვირთვის პრევენციის გვერდით.
შენიშვნები:
  • ასლების ატვირთვის პრევენციის გამორთვა გავლენას მოახდენს ვიდეოებზე, რომლებიც იმ მომენტის შემდეგ აიტვირთება. ვიდეოები, რომლებიც უკვე წაიშალა, არ აღდგება.
  • წაშლის მოთხოვნის გამოხმობაც ავტომატურად გამორთავს ამ ფუნქციას.

ხშირად დასმული შეკითხვები

თუ საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოთხოვნა გაგზავნეთ:

დამავიწყდა, მომენიშნა „ასლების ატვირთვის პრევენცია“, როცა წაშლის მოთხოვნა გავგზავნე. შემიძლია უკან დავბრუნდე და მოვნიშნო?

თუ ასლების ატვირთვის შეზღუდვის პარამეტრი თავიდანვე არ მოგინიშნავთ, ამოშლის მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ მას ვეღარ მონიშნავთ. თუ სხვა, თქვენი საავტორო უფლებების დამრღვევ ვიდეოს ნახავთ, გამოიყენეთ ვებფორმაამოშლის ახალი მოთხოვნის გასაგზავნად. ფორმის გაგზავნამდე დარწმუნდით, რომ ასლების ატვირთვის შეზღუდვის პარამეტრი არჩეული გქონდეთ.

რატომ ვერ ვხედავ ვიდეოებს, რომელთა ხელახლა ატვირთვაც ავტომატურად შეიზღუდა?

ვიდეოების ასლები, რომელთა ხელახლა ატვირთვაც ავტომატურად შეიზღუდა, შესაძლოა ვერ ნახოთ, თუ:

  • თქვენი ამოშლის მოთხოვნა არ დამტკიცდა.
  • ამოშლილი ვიდეოს ასლების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

ავირჩიე „ასლების ატვირთვის შეზღუდვის“ ფუნქცია, მაგრამ აღმოვაჩინე ჩემი ვიდეოს ასლი, რომელიც ავტომატურად არ ამოშლილა. რატომ ვერ მოხერხდა მისი იდენტიფიცირება?

ასლების ატვირთვის შეზღუდვის ფუნქცია გამოიყენება ამოშლილი კონტენტის ასლების ხელახლა ატვირთვის შეზღუდვისთვის. ფუნქცია მოქმედებას იწყებს თქვენი ამოშლის მოთხოვნის დამტკიცების შემდეგ. სავარაუდოდ, თქვენ მიერ ნაპოვნი ვიდეო ატვირთულია მოთხოვნის დამტკიცებამდე.

ვიდეოს კონტენტიდან აღებული მოკლე ამოჭრილი კადრების ატვირთვის შეზღუდვა შეუძლებელია. ჩვენმა სისტემამ შესაძლოა ვერ დაადგინოს, რომ ისინი ამოშლილი კონტენტის ასლია.

თუ ამოშლილი კონტენტის ასლი იპოვეთ, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მოხსენება მის შესახებ ჩვენი ვებფორმის გამოყენებით. ასევე, შეგიძლიათ შეამოწმოთ, ჩანს თუ არა თქვენ მიერ ნაპოვნი ვიდეო დამთხვევების ჩანართში და იქედანვე გააგზავნოთ ამოშლის მოთხოვნა.

რა სხვაობაა შემდეგ სვეტებს შორის: „ავტომატურად შეზღუდული“ და „დამთხვევების პოვნა“?

სვეტში ავტომატურად შეზღუდული მოცემულია ამოშლილი კონტენტის ასლების რაოდენობა. აღნიშნული ვიდეოების გამოჩენა ავტომატურად შეიზღუდა YouTube-ზე, როდესაც მომხმარებლებმა მათი ატვირთვა სცადეს.

თუ ავტომატურად შეზღუდული ვიდეოების სვეტის სტატუსი არის აქტიური, YouTube აქტიურად ცდილობს, სხვებს ამ ასლების ატვირთვა შეუზღუდოს.

დამთხვევების პოვნის სვეტში ნაჩვენებია, ეძებს თუ არა YouTube ამოშლილი აკონტენტის შესაძლო ასლებს.

თუ დამთხვევების პოვნის სვეტის სტატუსი არის აქტიური, YouTube აქტიურად ეძებს ამოშლილი კონტენტის შესაძლო ასლებს. ასეთი სავარაუდო ასლების ატვირთვა ავტომატურად არ შეიზღუდა, ვინაიდან ისინი იდენტიფიცირებულია სავარაუდო ასლებად და არა — ასლებად.

შენიშვნა: ამ სვეტების სტატუსი შეიძლება იყოს არააქტიური, როცა თქვენი წაშლის მოთხოვნა არააქტიური გახდება. ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, როცა თქვენს წაშლის მოთხოვნას გამოიხმობთ, ან აღდგება ვიდეო საპასუხო უწყების საფუძველზე.

რატომ არ შეიზღუდა ასლის ატვირთვა ყველა ვიდეოსთვის, რომელიც იყენებს ჩემს კონტენტს (ასლებად იდენტიფიცირებული ვიდეოების ჩათვლით)?

ყველა თქვენი კონტენტის გამოყენება შეიძლება რა არღვევდეს თქვენს საავტორო უფლებებს. არსებობს საავტორო უფლებების გამონაკლისები, მაგალითად, სამართლიანი გამოყენება, რომელიც შეიძლება ამართლებდეს თქვენი კონტენტის გამოყენებას.

ჩვენი სისტემა გაჩვენებთ ამოშლილი კონტენტის სავარაუდო ასლებს, თუმცა თქვენი გადასაწყევტია, რას მოიმოქმედებთ. თუ ფიქრობთ, რომ სავარაუდო ასლი არღვევს თქვენს საავტორო უფლებებს, წარმოადგინეთ ამ ასლის ამოშლის მოთხოვნა.

რატომ ვერ ვნახულობ, კონკრეტულად რომელი ასლების ატვირთვა შეიზღუდა?

რადგან ეს ვიდეოები არ ატვირთულა, მოქმედება საჭირო არ არის. ავტომატურად შეზღუდული ვიდეოების სვეტში ნაჩვენები რაოდენობიდან გაიგებთ, რამდენი ასლის ხელახლა ატვირთვა შეიზღუდა.

შეიზღუდება თუ არა კონტენტის ასლის ატვირთვა, თუ ის კონფიდენციალურია?

კონფიდენციალურობის პარამეტრების მიუხედავად, ჩვენი სისტემა შეეცდება, გამოავლინოს ამოშლილი კონტენტის ასლები და ავტომატურად შეზღუდოს მათი ხელახლა ატვირთვა.

იმ დამთხვევებიდან, რომლებსაც თქვენ უნდა გადახედოთ, ჩვენ მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომ კონტენტს გამოვაჩენთ.

„ასლების ატვირთვის პრევენციის“ ფუნქცია ავტომატურად შეზღუდავს ვიდეოებს, რომლებიც საავტორო უფლებებით დაცულ, ვიდეოსგან განსხვავებულ, ჩემს კონტენტს, მაგალითად, სურათს, შეიცავს?

დიახ, ასლების ატვირთვის პრევენციის ფუნქცია შეზღუდავს მხოლოდ ასლებს და განათავსებს სავარაუდო ასლებს, თუ საავტორო უფლებებით დაცული თქვენი კონტენტი (ვიდეოსგან განსხვავებული) მონაწილეობს ვიდეოში.

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი სისტემა მხოლოდ YouTube-ზე ატვირთულ ვიდეოებს ამოწმებს. ჩვენი სისტემა ვერ აღმოაჩენს თქვენს ვიდეოსგან განსხვავებულ კონტენტს, თუ ის მონაწილეობს აღწერილობაში ან ესკიზის სურათში, ან სადმე სხვაგან, ოღონდ — არა უშუალოდ ვიდეოში.

რას ნიშნავს, ვფლობდე მსოფლიო ექსკლუზიურ უფლებებს კონტენტზე, რომლის წაშლასაც ვითხოვ? 

მსოფლიოს ექსკლუზიური უფლებების ფლობა ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ თქვენ ან თქვენს კლიენტს, რომელსაც წარმოადგენთ, გაქვთ კონტენტის გლობალურად გავრცელების უფლება.

რატომ ვერ ვიღებ წვდომას კონტენტის ID-ზე?

YouTube-ის საავტორო უფლებების მართვის ხელსაწყო შემუშავებულია სხვადასხვა ტიპის შემქმნელებისთვის, დროდადრო ამტვირთავებისა თუ მედია კომპანიების ჩათვლით. კონტენტის ID ხელმისაწვდომია საავტორო უფლებების მფლობელთათვის, რომლებსაც საავტორო უფლებების მართვის კომპლექსური გამოცდილება სჭირდებათ.

კონტენტის ID-ს მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის საავტორო უფლებების მფლობელი უნდა ფლობდეს ექსკლუზიურ უფლებებს ორიგინალი მასალის არსებით ნაწილზე, რომელიც ხშირად იტვირთება YouTube-ზე. ისინი სრულად უნდა იცნობდნენ საავტორო უფლებებს და რესურსებს, რომლებიც საჭიროა კონტენტის ID-ს მართვისთვის, სხვა კრიტერიუმებთან ერთად. შეიტყვეთ მეტი კონტენტის ID-ს მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.

მე მუსიკოსი ვარ. შემიძლია ეს ფუნქცია ჩემი სიმღერის ასლების ხელახლა ატვირთვის შეზღუდვისთვის გამოვიყენო?

დიახ. ვებფორმის „ორიგინალი სიმღერის“ ტიპის ნამუშევრის საფუძველზე ვიდეოს ამოშლის შემდეგ YouTube შეეცდება, შეზღუდოს იდენტური აუდიო ასლების ხელახლა ატვირთვა. 

გარდა ამისა, Copyright Match Tool მოძებნის ვიდეოებს, რომელთა აუდიოც შესაძლოა თქვენს სიმღერას ან აუდიო კონტენტს ემთხვეოდეს. გაითვალისწინეთ, რომ თუ ვიღაცამ გამოიყენა თქვენი სიმღერის ან აუდიოს ნაწილი თავიანთ ვიდეოში Copyright Match Tool ამის გამოვლენას ვერ შეძლებს.

თუ თქვენი ვიდეოს ატვირთვა შეიზღუდა:

სად მოვიპოვო დამატებითი ინფორმაცია, რატომ შეიზღუდა ჩემი ვიდეოს ატვირთვა?

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია YouTube Studio-ში:

  1. მარცხენა მენიუში აირჩიეთ კონტენტი.
  2. შეზღუდვების სვეტში გადაატარეთ კურსორი მომსახურების პირობებს. ამომხტარ ფანჯარაში ნახავთ, რომ თქვენი ვიდეო ვერ აიტვირთა, ვინაიდან ის საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს ამოშლის მოთხოვნის საფუძველზე ამოშლილი ვიდეოს კონტენტის ასლს წარმოადგენს. ასევე, გამოჩნდება საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს ამოშლის მოთხოვნის ავტორი, მოთხოვნის მიღების დრო და მოსარჩელის საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრის სახელწოდება.

ჩვენ ელფოსტითაც გაცნობებთ, როცა თქვენი ვიდეოს ატვირთვა შეიზღუდება და მას ამ ინფორმაციას დავურთავთ.

თუ შეიზღუდა ჩემი რომელიმე ვიდეოს ატვირთვა, საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ გაფრთხილებას მივიღებ?

არა, თუ ვიდეოს ატვირთვა ავტომატურად შეიზღუდა, ის არ იმოქმედებს თქვენს არხზე და არ დასრულდება საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილებით ან საზოგადოების წესდების დარღვევის გაფრთხილებით.

როგორ მოვიქცე, თუ ვფიქრობ, რომ ჩემი ვიდეო უნდა აიტვირთოს?

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ვიდეო უნდა აიტვირთოს, წარადგინეთ აპელაცია ამომხტარ ფანჯარაში მითითებული ბმულის გამოყენებით.

აპელაციას დაურთეთ შემდეგი ინფორმაცია:

  1. თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია

თუ YouTube მიიღებს თქვენს აპელაციას, ჩვენ, თქვენს საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად, გადავუგზავნით მას მოსარჩელეს, რომელმაც წარმოადგინე საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოთხოვნა. მას შეეძლება ამ ინფორმაციის გამოყენება აპელაციის თაობაზე თქვენთან დასაკავშირებლად. თუ არ გსურთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის მოსარჩელისთვის გაზიარება, დანიშნეთ უფლებამოსილი წარმომადგენელი (მაგ., რწმუნებული), რომ აპელაცია თქვენს სახელზე წარადგინოს. უფლებამოსილმა წარმომადგენელმა საკუთარი YouTube ანგარიშით უნდა გაგზავნოს მოთხოვნა. ამასთან, მან უნდა მიუთითოს თქვენთან კავშირის ტიპი.

  1. იმ ვიდეოს მოქმედი URL, რომლის ატვირთვაც შეიზღუდა

ის უნდა გამოჩნდეს ავტომატურად ამომხტარ ფანჯარაში ბმულზე დაწკაპუნების შემდეგ, რათა აპელაციის წარდგენა შეძლოთ.

  1. რატომ ფიქრობთ, რომ ვიდეოს ატვირთვის სრული უფლება გაქვთ

კერძოდ, ახსენით, რატომ გაქვთ ვიდეოს ატვირთვის უფლება და დაურთეთ შესაბამისი დოკუმენტაცია. ეს მოსარჩელეს გაეგზავნება განსახილველად.

  1. განცხადებები

თქვენ უნდა დაეთანხმოთ შემდეგ 2 განცხადებას:

  • ვაცხადებ, რომ განსახილველი კონტენტის YouTube-ზე ატვირთვის ყველა უფლება მაქვს.
  • ვაცხადებ, რომ ამ აპელაციაში მოცემული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და არის სრული. ვადასტურებ, რომ აპელაციაში არასწორი ინფორმაციის მითითება შეიძლება დასრულდეს ჩემი YouTube ანგარიშის მოქმედების შეწყვეტით.
  1. თქვენი ხელმოწერა

თქვენი ან თქვენი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრული სახელის მითითებას ექნება ციფრული ხელმოწერის ძალა. სრული ოფიციალური სახელი უნდა იყოს სახელი და გვარი და არა კომპანიის ან არხის სახელი.

 

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
true
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
4214263810936291949
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false