ვიდეოთამაშები და მონეტიზაცია

ვიდეოთამაშები YouTube ვიდეოებისთვის პოპულარული თემაა. ეს გვერდი ეხმარება თამაშების ვიდეოების შემქმნელებს, შეიტყონ მეტი მონეტიზაციის სხვადასხვა შესაბამისი სტატუსის შესახებ. აქ წარმოდგენილია არა ახალი წესები, არამედ — არსებული სახელმძღვანელოები, რომლებიც YouTube-ის რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებების საფუძველზეა მომზადებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდი ყურადღებას ამახვილებს თამაშების ვიდეოების საერთო თემებზე, გახსოვდეთ, რომ რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებს თქვენი ყველა ვიდეო ექვემდებარება.

ქვემოთ მოცემული წესების დარღვევამ შეიძლება უბიძგოს რეკლამის დამკვეთებს, თქვენს მონეტიზებულ ვიდეოებზე შეზღუდულად ან საერთოდ არ აჩვენონ რეკლამები. ყოველთვის უმჯობესია, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიდეოები არ არღვევს YouTube-ის საზოგადოების წესდებას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათ მონეტიზაციის სტატუსზე.

თამაშების ვიდეოების მონეტიზაციის მინიშნებები

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ვიდეოთამაშების თემებთან დაკავშირებული მაგალითი ჩვენი რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებიდან. ქვემოთ მოცემული მონეტიზაციის ხატულის ცვლილებები შეიძლება იმ შემთხვევაში შეეხოს ვიდეოებს, რომლებიც ასახავს ნამდვილ თუ კომპიუტერულად გენერირებულ სუბიექტებს, თუ ფიქსირდება დებულების დარღვევა აუდიო ან ვიზუალური (მათ შორის, ტექსტური) სახით. ეს მოიცავს ვიდეოს ესკიზებსა და სათაურებსაც.

უცენზურო ლექსიკა

უხამსი და ვულგარული ლექსიკის შემცველმა კონტენტმა თამაშების ვიდეოების დასაწყისში ან მის უმეტეს მონაკვეთებში შეიძლება გამოიწვიოს მონეტიზაციის სტატუსის ცვლილება. თქვენს კონტენტში არახშირად ან შემთხვევითად გამოყენებული უხამსი ლექსიკა (მაგალითად, მუსიკალურ ვიდეოებში, ფონურ ჩანაწერებში, შესავლის/დასასრულის ან ფონურ მუსიკაში) ავტომატურად არ გამოიწვევს თქვენი ვიდეოს რეკლამებისთვის შეუსაბამობას.

იხილეთ რამდენიმე მაგალითი (არაამომწურავი სია):

მითითებები რეკლამის შესახებ კითხვარის ვარიანტები და დეტალები

ამ კონტენტმა შეიძლება გამოიმუშაოს სარეკლამო შემოსავალი

შემოკლებული ან ცენზურირებული უხამსი ლექსიკა ან სიტყვები, მაგალითად, „ჯანდაბა“ ან „ამის დედაც“ სათაურში, ესკიზში ან ვიდეოში. ვიდეოში ხშირად გამოყენებული საშუალოდ უხამსი ლექსიკა, მაგალითად, „ბოზი“, „ნაბიჭვარი“, „იდიოტი“ და „ჯანდაბა“. მუსიკაში ან სტენდაპ-კომედიურ ვიდეო კონტენტში გამოყენებული უხამსი ლექსიკის დიდი ნაწილი.

განმარტებები:

  • „უხამსი ლექსიკა ცენზურით“ გულისხმობს: სიტყვის ხმოვანი სიგნალით შეცვლას ან დადუმებას, ასევე დაწერილი სიტყვების დაფარვას შავი ზოლებით, სიმბოლოებით ან ტექსტით, რომლებიც წარმოების შემდგომ პერიოდში დაემატა.
  • „შემოკლებული უხამსი ლექსიკა“ გულისხმობს აკრონიმებს, როგორიცაა WTF („what the f*ck“), სადაც ტერმინი შემოკლებულია მისი აკრონიმის გამოყენებით.

ამ კონტენტმა შეიძლება გამოიმუშაოს შეზღუდული სარეკლამო შემოსავალი ან საერთოდ არ გამოიმუშაოს შემოსავალი

ძალიან უხამსი ლექსიკა (მაგალითად, „დედაც მო****ნ“), გამოყენებული პირველი 7 წამის განმავლობაში ან საშუალოდ უხამსი ლექსიკა (მაგალითად, „იდიოტი“) სათაურში ან ესკიზში.

კონტენტის რამდენიმე მაგალითი, რომლებიც იმავე კატეგორიას განეკუთვნება:

  • უხამსი ლექსიკის მიზანმიმართული გამოყენება ვიდეოში (მაგ., უხამსობის გამოყენება წინადადებათა უმეტესობაში).
  • უხამსი ლექსიკა მუსიკალური ან სტენდაპ-კომედიის კონტენტის სათაურში ან ესკიზში.

აღნიშნული კონტენტი არ გამოიმუშავებს სარეკლამო შემოსავალს

ძალიან უხამსი ლექსიკა (მაგალითად, „დედაც მო****ნ“), გამოყენებული ესკიზებში ან სათაურებში. უკიდურესად უხამსი ლექსიკა, რომელიც მოიცავს სიძულვილის ენას ან დამამცირებელ სიტყვებს, როგორიცაა  „ზა**ი“ ან „პი***ი“, გამოყენებული ვიდეოში, ესკიზში ან სათაურში.

სიძულვილის ენისა და დამამცირებელი სიტყვების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ჩვენს დახმარების ცენტრში შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი მითითებები სიძულვილის ენისა და დამამცირებელი სიტყვების შემცველი კონტენტის შესახებ.

ზრდასრულთა კონტენტი

მითითებები რეკლამის შესახებ სექსუალური ხასიათის მქონე სიშიშვლე კითხვარის ვარიანტები და დეტალები

ამ კონტენტმა შეიძლება გამოიმუშაოს სარეკლამო შემოსავალი

სექსუალური თემები, რომლებიც არ არის სიამოვნების მომგვრელი (მაგ., ამბავი გინეკოლოგთან ვიზიტის შესახებ).

სტანდარტული რომანტიკული სცენები (მაგ., მოსიყვარულე კოცნა პერსონაჟებს შორის).

სექსუალური შინაარსის ხუმრობებისა და მინიშნებების გამოყენება (მაგ., სექსუალური აქტის მიბაძვა იუმორისტული მიმიკებით), რომლებშიც არ გვხვდება ვულგარული ან უხამსი ტერმინები.

სრულად ცენზურირებული შიშველი სხეულები, რომელთა დეტალები არ არის გამოკვეთილი.

მსუბუქად ჩაცმულობის არა-აღმგზნები წარმოჩენა შესაფერის სივრცეში, მაგალითად, აუზზე (ბიკინიში ჩაცმული თამაშის პერსონაჟები ცურაობენ, რაც თამაშის სიუჟეტის ნაწილია).

არამიზანმიმართული, სრულად ცენზურირებული სიშიშვლე (მაგ., სრულად ცენზურირებული სხეულის ნაწილები).

რომანტიკული კონტენტი ან კოცნა; რომანტიკული ურთიერთობებისა და სექსუალობის განხილვა სექსუალური აქტის ხსენების გარეშე; სრულად ცენზურირებული სიშიშვლე, რომელიც არ ჩანს ცხადად და აუდიტორიის აღგზნებას არ ისახავს მიზნად; ბავშვის თანდასწრებით ძუძუთი კვებისას სიშიშვლე; არა-გრაფიკული სექსუალური განათლება; ცეკვა, რომელიც მოიცავს რიტმულ მოძრაობებს, სხეულის ხშირად სექსუალიზებული ნაწილების მონაწილეობით, მაყურებელში სექსუალური ლტოლვის აღძვრის მიზნით, ოღონდ სექსუალურად გრაფიკული ელემენტების გარეშე; სექსუალური თვალსაზრისით გრაფიკული ცეკვები პროფესიულ გარემოში, მაგალითად, ქორეოგრაფიული ნომრის შესრულებისას ან მუსიკალურ ვიდეოში.

ამ კონტენტმა შეიძლება გამოიმუშაოს შეზღუდული სარეკლამო შემოსავალი ან საერთოდ არ გამოიმუშაოს შემოსავალი

ვნებიანი ცეკვა (მაგ., ტვერკინგი) მინიმალური სამოსით პროფესიონალურ გარემოში, როგორც საცეკვაო სტუდია ან პირდაპირი ღონისძიებები.

არცერთი.

კლასიკური ხელოვნების ნიმუში, რომელშიც ასახულია ცხადად გამოკვეთილი სექსუალური აქტი (მაგალითად, სექსუალური აქტის ამსახველი ნახატი) ან ესკიზში გენიტალიებზე გამახვილებული ყურადღება; სექსუალური განათლებისთვის განკუთვნილი კონტენტი ანიმაციური სქესობრივი აქტით, რომელიც სექსუალურ აღგზნებაზე არ არის გათვლილი; ხუმრობები სექსუალურ თემებზე; ცეკვა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მსუბუქ ჩაცმულობაზე; ცეკვისას სქესობრივ ორგანოებზე განზრახ შეხება ან საგანგებოდ კონცენტრირებული ყურადღება მათზე.

აღნიშნული კონტენტი არ გამოიმუშავებს სარეკლამო შემოსავალს

ხილვადი სექსუალური აქტი ან სხეულის სექსუალური სითხეები.

თამაშის სიუჟეტი, რომელიც მოიცავს სექსუალურ გართობას (მაგ., სტრიპტიზ კლუბებში ვიზიტს), როგორც სიუჟეტის შემადგენელ ნაწილს (იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ხანმოკლე მოვლენაა/დავალებაა).

ფეტიშის გამოსახვა ან განხილვა.

უხამსი ან ვულგარული სათაურები ან ესკიზები, მაგალითად, „ს3ქსი“ (განზრახ არასწორი მართლწერით) ან „სექსუალური კადრების კომპილაცია.“

შეცდომაში შემყვანი მეტამონაცემები (მაგ., სათაური, რომელიც სექსუალურ აქტზე მიანიშნებს) მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო არ შეიცავს ზრდასრულთა კონტენტს.

ზედმეტად სექსუალიზებული სათაურები ან ესკიზები (მაგ., „18+,“ „მხოლოდ უფროსებისთვის“).

სექსუალური ვიდეო თამაშები, რომელთა სამიზნეც ზრდასრულები არიან ან ვიდეო თამაშების პერსონაჟების სექსუალიზაცია აუდიტორიაში სიამოვნების გამოწვევის ან აღგზნების მიზნით.

უხამსი ენისა და ვულგარული ტერმინების გამოყენება (თამაშის განმავლობაში ხშირად გამოყენებული და მკაფიოდ წარმოთქმული უშვერი სიტყვები).

სექსუალური სათამაშოები ან სიამოვნების მომგვრელი პროდუქტები, რომლებიც არ გამოიყენება (მაგალითად, თამაშის ნივთები ან ვიზუალები ფონზე).

ნაგულისხმები სქესობრივი აქტები (მაგ., მოძრაობა გადასაფარებლის ქვეშ) ან სქესობრივი აქტის ხმები (მაგალითად, კვნესა).

გეიმპლეის დროს ნახსენები გრაფიკული სექსუალური თემები (მაგალითად, მასტურბაცია ან პერსონაჟიდან ან თამაშის სცენიდან გამომდინარე სექსუალური თემის აღწერა).

სხეულის სრულად გაშიშვლებული სექსუალური ნაწილები (ანუ ხილვადი გენიტალიები).

პიქსელაციით ან ცენზურით დაფარული სიშიშვლე, როდესაც სხეულის სექსუალური ნაწილები მაინც ამოცნობადია (მაგ., სცენები, რომლებიც შეიცავს დაფარულ ან გაბუნდოვანებულ შიშველ სხეულებს, რომლებიც მაინც ამოცნობადია სილუეტების მიხედვით).

სხეულის სექსუალური ნაწილების გამოსახულებები, მაგალითად, დეკოლტეს ან ამობურცული ადგილების განმეორებადი ან მიზანმიმართული კადრები, რაც აუდიტორიის სექსუალურად აღგზნებას ისახავს მიზნად (როგორებიცაა თამაშის პერსონაჟის მკერდზე მიახლოებული ან გენიტალიის მოხაზულობის შემცველი კადრები).

სხეულის მოშიშვლებული, მინიმალურად დაფარული სექსუალური ნაწილები ან სრული სიშიშვლე; ძუძუთი ჭმევისას სიშიშვლე, სცენაში ბავშვის მონაწილეობის გარეშე; სქესობრივი აქტები (თუნდაც გაბუნდოვანებული ან ნაგულისხმევი), სექსუალურ თემებზე საუბარი (მაგალითად, ფეტიშებზე, რჩევებზე, გამოცდილებაზე); სექსუალური შინაარსის შემცველი ვიდეო ესკიზი (ტექსტების ან ბმულების ჩათვლით); სექსუალურად აღმგზნები სცენები და ჟესტები; სექს-სათამაშოების ან მოწყობილობების გამოჩენა; კონტენტი, რომელიც უკავშირდება სექს-ინდუსტრიას და მის თანამშრომლებს; ცხოველების სექსუალობა გენიტალიების ან დაწყვილების ამსახველი სცენებით; სექსუალური მოძრაობების ან ქმედებების იმიტაცია ან სტიმულირება ცეკვისას; ეროტიკული ცეკვები, რომლებიც აშკარად გათვლილია აუდიტორიის აღგზნებაზე.

ძალადობა

მითითებები რეკლამის შესახებ ძალადობა ვიდეო თამაშებში კითხვარის ვარიანტები და დეტალები

ამ კონტენტმა შეიძლება გამოიმუშაოს სარეკლამო შემოსავალი

ძალადობის შემცველი არა-გრაფიკული გეიმპლეი. არა-გრაფიკული გეიმპლეი მოიცავს:

  • გრაფიკული სცენები (მაგ., ადამიანზე სისხლიანი თავდასხმა) ვიდეოს პირველი 15 წამის შემდეგ.

გრაფიკული ძალადობის ცენზურირებული კადრები (მაგ., მოკვლის მომენტი ან თავის მოჭრის გაბუნდოვანებული ვიდეო).

სტანდარტული გეიმპლეი, რომელიც არ შეიცავს გრაფიკულ ძალადობას (იხ. „ეს კონტენტი შეიძლება გამოიმუშავებდეს შეზღუდულ სარეკლამო შემოსავალს ან საერთოდ არ გამოიმუშავებდეს შემოსავალს“ განყოფილება, რომელშიც მოცემულია გრაფიკული ძალადობის განმარტება).

ძალადობა, რომელიც არარეალისტურია, სახუმაროა და ზოგადად მისაღებია ყველა ასაკისთვის (მაგ., ოჯახისთვის შესაფერისი ვიდეო თამაშები, სადაც მონსტრებისგან გაქცევაა ნაჩვენები).
სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის, ვალდებულებების შესრულებისას რიგითი მოქმედებების ასახვა (მაგ., ძალისმიერი დაპატიმრება, ხალხის მასის კონტროლი, ოფიცერთან შეკამათება, ძალადობრივი შეჭრა); ძალადობა, რომელიც ხდება, როგორც დაუმუშავებელი ვიდეოთამაშის ნაწილი; მსუბუქი ძალადობა მინიმალური სისხლით; გვამების სრულიად ცენზურირებული, წაშლილი გამოსახულება (რომელიც წარმოდგენილია დაკრძალვის წინ ან საგანმანათლებლო ვიდეოში, ისტორიული მოვლენების, მაგალითად, ომების ჩვენების ფარგლებში).
ამ კონტენტმა შეიძლება გამოიმუშაოს შეზღუდული სარეკლამო შემოსავალი ან საერთოდ არ გამოიმუშაოს შემოსავალი

თამაშში ძალადობის გრაფიკული გამოსახულება ესკიზში ან ვიდეოს პირველი 8-15 წამის განმავლობაში.

  • „ძალადობის გრაფიკული გამოსახულება თამაშში“ მოიცავს სასტიკი მკვლელობების ან მძიმე დაზიანებების სცენებს, რომლებიც კონცენტრირებულია ადამიანების სხეულის სითხეებზე ან ნაწილებზე (მაგ., თავის ან სხეულის სხვა ნაწილის მოკვეთის სცენები).
სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით ხილული დაზიანებების გრაფიკული ასახვა; გვამები ხილული დაზიანებებით ან ტრავმებით საგანმანათლებლო ვიდეოში ან დოკუმენტურ კადრებში (მაგალითად, ისტორიის სწავლების არხზე); სისასტიკის გრაფიკული გამოსახულება თამაშის ესკიზში ან კონტენტის დასაწყისში; შეიარაღებული კონფლიქტის დაუმუშავებელი კადრები დაზარალებულების გარეშე; ტრაგედიების გრაფიკული დეტალების აღწერა; მძიმე და შოკისმომგვრელი დაზიანებების ამსახველი დადგმული კონტენტი.
აღნიშნული კონტენტი არ გამოიმუშავებს სარეკლამო შემოსავალს

კონცენტრირება თამაშის პროცესზე, რომელიც შოკისმომგვრელი გამოცდილების მიწოდებისთვის შეიქმნა. მაგალითად:

  • არა-მოთამაშე პერსონაჟების მოგროვება მასობრივი მკვლელობების ჩადენისთვის.

თამაშში ძალადობის გრაფიკული გამოსახულება ესკიზში ან ვიდეოს პირველი შვიდი წამის განმავლობაში.

  • „გრაფიკული ძალადობა თამაშში“ მოიცავს მძიმე დაზიანებებს (მაგ., თავის ან სხეულის რომელიმე ნაწილის მოკვეთას), რომელიც კონცენტრირებულია ადამიანის სხეულის სითხეებზე და/ან ნაწილებზე, რომლებიც იწვევს ხანგრძლივ ან ძლიერ აგონიას.

ვიდეოთამაში, რომელიც ასახავს სექსუალურ ძალადობას (მაგ., პერსონაჟზე სექსუალურ ძალადობას, სადაც ჩანს აგონია).

ვიდეოთამაში, რომელიც ასახავს სიძულვილით მოტივირებულ ან დაცული ჯგუფების მიმართ ძალადობას (მაგ., კონკრეტული რელიგიური ჯგუფების მოკვლა სიძულვილის ნიადაგზე).

წამების გრაფიკულად ამსახველი ვიდეოთამაში.

ვიდეოთამაში, რომელიც ასახავს არასრულწლოვანების მიმართ გრაფიკულ ძალადობას (მაგ., არასრულწლოვანი პერსონაჟისთვის დარტყმას).

ვიდეოთამაში, რომელიც ასახავს რეალურ, დასახელებულ პერსონაჟებზე გრაფიკულ ძალადობას (მაგ., ნამდვილი საჯარო პირის სახელის მატარებელი პერსონაჟის მკვლელობა).

გვამების გრაფიკული გამოსახულება არასაგანმანათლებლო ვიდეოში; ვიდეოთამაშები აკრძალული თემებით (მაგ., სექსუალური ძალადობა)

ულტრა-გრაფიკული ძალადობრივი ქმედებები (მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით) და დაზიანებები.

ძალადობისკენ მოწოდება ან ძალადობის განდიდება.

საკამათო საკითხები

მითითებები რეკლამის შესახებ საკამათო საკითხები კითხვარის ვარიანტები და დეტალები

ამ კონტენტმა შეიძლება გამოიმუშაოს სარეკლამო შემოსავალი

წამიერი, არა-გრაფიკული და არა-დამახასიათებელი მითითებები „რეკლამების გარეშე“ სვეტში მითითებულ თემებსა და მოვლენებზე.

  • სიტყვა „სუიციდის“ ხსენება ვიდეო თამაშის კონტექსტში (მაგ., პერსონაჟის მოკვლა, თამაშის თავიდან დასაწყებად).
  • პერსონაჟი ან მოთამაშე, რომელიც ამბობს „თავს მოვიკლავ.“

საკამათო საკითხების თავიდან აცილებასთან დაკავშირებული კონტენტი. კონტენტი, რომელშიც საკამათო საკითხები გაელვებით არის ნახსენები ვიდეოში და არც ნატურალისტურია და არც აღწერილობითი. არა-გრაფიკული, არა-დამახასიათებელი კონტენტი, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ძალადობას, თვითდაზიანებას, ზრდასრულების მიმართ სექსუალურ ძალადობას, აბორტსა და სექსუალურ შევიწროებას.

ამ კონტენტმა შეიძლება გამოიმუშაოს შეზღუდული სარეკლამო შემოსავალი ან საერთოდ არ გამოიმუშაოს შემოსავალი

საკამათო საკითხების გრაფიკული გამოხატულება ან აღწერა კონტენტში ან ესკიზში, გარდა ბავშვებზე ძალადობისა.

  • ფოტო ესკიზში, რომელიც ასახავს, თუ როგორ ურტყამენ ვინმეს ფეხით.
კონტენტი საკამათო საკითხების შესახებ, რომლებიც ვიზუალურად არ არის შემაშფოთებელი, მაგრამ შეიძლება შეიცავდეს აღწერით ენას. საკამათო საკითხის დრამატული, მხატვრული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო წარმოდგენა. არანატურალისტური, არააღწერითი, ძირითადი თემა დაკავშირებულია ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან. არა-გრაფიკული, არა-აღწერითი კონტენტი, რომელიც უკავშირდება ზრდასრულების მიმართ სექსუალურ ძალადობას, სექსუალურ შევიწროებას ან ოჯახურ ძალადობას.
აღნიშნული კონტენტი არ გამოიმუშავებს სარეკლამო შემოსავალს

საკამათო საკითხების გრაფიკული გამოხატულება (მაგ., სისხლიანი დაზიანება) ან დეტალურად აღწერა.

  • ბავშვთა მიმართ ძალადობა
  • პედოფილია
  • ბავშვთა ქორწინება
  • თვითდაზიანება
  • თვითმკვლელობა
  • ოჯახში არასათანადო მოპყრობა
  • ევთანაზია

თამაშის პერსონაჟის მიერ თვით-დაზიანების ჩვენება, ვენების გადაჭრისა და სისხლისგან დაცლის გზით.

საკამათო საკითხების რეკლამირება ან განდიდება კონტენტის, სათაურის ან ესკიზის მეშვეობით.

  • განცხადებები, როგორებიცაა „ჩემი ცოლი უნდა ვცემო, ის ამას იმსახურებს.“

ანიმაციური ფორმით და სენსაციური გზით გამოსახული საკამათო საკითხები.

  • პერსონაჟების მიერ ერთმანეთის ჩაგვრის გამოსახულება.

საკამათო საკითხების გრაფიკული გამოსახულება ან დეტალური აღწერა, როგორც მთავარი თემის; კვებითი აშლილობების გამოკვეთილად მოხსენიება, რომელსაც თან ახლავს მომდევნო მითითება ან კონტექსტი:

  • სხეულის მასის ყველაზე დაბალი ინდექსი ან წონა.
  • ძალიან გამხდარი ან გამოფიტული სხეული.
  • წონასთან ან სხეულთან დაკავშირებით შერცხვენა ან ჩაგვრა.
  • საჭმლის დამალვა ან დაგროვება.
  • ვარჯიში კალორიული დეფიციტის მისაღწევად.
  • გულისრევა ან საფაღარათო საშუალებები.
  • წონის კლების პროგრესის შემოწმება.
  • რომელიმე ზემოხსენებული ქცევის დამალვაზე მითითება.

დამხმარე განმარტებები:

  • „ფოკუსი“ ან „მიზანმიმართული“ აღნიშნავს, როდესაც სეგმენტი ან სრული ვიდეო ეხება მოცემულ თემას და ამ თემაზე განმეორებითი მითითება და ყურადღების გამახვილება ხდება. არაპირდაპირი მითითება იმ თემებიდან ერთ-ერთზე, რომლებიც საკამათო ან სენსიტიური თემების სიაშია შეტანილი, არ არის მიზეზი რეკლამის არქონისთვის. მაგალითად, მოკლე აღიარება საკამათო ან სენსიტიური თემის (მაგ., „შემდეგი კვირის ვიდეოში განვიხილავთ თვითმკვლელობის მაჩვენებლის შემცირებას“) არ ჩაითვლება ფოკუსურად, მაგრამ ვიდეოს სეგმენტი, რომელიც კონკრეტულად ასეთი თემის შესახებ საუბრობს, ფოკუსურად ჩაითვლებოდა. აქცენტი აუცილებელი არაა იყოს ვერბალური. თუ არსებობს სურათი ან ტექსტი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სენსიტიურ საკითხზე, ისიც ჩაითვლება ფოკუსირებად. ზოგიერთი მაგალითია:

    • ვიდეო ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ უნდა შესრულდეს თვითდაზიანება.
    • კონტენტი ფოკუსირებულია მხოლოდ ძალიან უხამსი ლექსიკის გამოყენებაზე სხვა კონტექსტისა და მიზეზის გარეშე.
  • „გაელვებითი“ აღნიშნავს მომენტებს, რომლებიც არ არის კონტენტის მთავარი აქცენტი (არაა მიზანმიმართული) და მოიცავს არაპირდაპირ მითითებებს თემებზე, რომლებიც მითითებულია საკამათო ან სენსიტიური თემების სიაში. მაგალითად, საკამათო ან სენსიტიური თემის მოკლე ხსენება (მაგ., „შემდეგი კვირის ვიდეოში განვიხილავთ თვითმკვლელობის მაჩვენებლის შემცირებას“) არ ჩაითვლება მიზანმიმართულად, არამედ უფრო მოკლე გაელვებად.

იმისათვის, რომ მეტი შეიტყოთ რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებში გამოყენებული ძირითადი ტერმინების შესახებ, იხილეთ ჩვენი განმარტებების ცხრილი.

შესაბამისი ტიპები

შეიტყვეთ, რა ტიპის ვიდეოები შეესაბამება ჩვენი ვიდეო თამაშების მონეტიზაციის წესებს.

ვიდეოს შესაბამისი ტიპები

თამაშს-შიდა ვიდეოები ან ვიდეოჩანართები

თამაშის მონაკვეთებს შორის ჩამატებული ანიმირებული სცენები ასევე ექვემდებარება ჩვენს წესებს. მათი ამოჭრა მიზანმიმართული გრაფიკული სცენის გასაზიარებლად ან ასეთი სცენებისგან გროტესკული კლიპების კრებულის დამზადება გამოიწვევს ყვითელი ხატულას მიღებას.

რეაგირების ვიდეოები

თუ რეაგირების ვიდეოში არსებული თავდაპირველი კლიპი შეიცავს კადრებს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს წესებს, ვიდეო მოხვდება ჩვენი წესებისა და აღსრულების ფარგლებში და შესაბამისად, მიიღებს ყვითელ ხატულას, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი დამრღვევი კლიპი თქვენ არ შეგიქმნიათ.

საუბარი / გეიმპლეის კადრს მიღმა გახმოვანება

აუდიო, რომელსაც წარმოქმნის არა თამაში, არამედ — თქვენ, რომელიც უკრავს თამაშის პარალელურად (გახმოვანება) დაექვემდებარება რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებს.

ვიდეოში ჩასმული ტექსტური ან ვიზუალური ელემენტები

თუ თქვენს ვიდეოში დამატებული ტექსტი (როგორიცაა თქვენ მიერ შექმნილი ან ვიდეოში ჩაშენებული სუბტიტრები), აუდიო (საფირმო შესავალი სიმღერა და ა.შ.) ან გრაფიკული მასალა (როგორიცაა ბრენდის ხატულა, სლოგანი და ა.შ.) მოიცავს სარისკო კონტენტს, ვიდეო მიიღებს ყვითელ ხატულას.

დაფიქსირებული კომენტარები, რომლებიც თქვენს ვიდეოში გარკვევით ჩანს

მნახველების მიერ დაწერილი კომენტარები (როგორებიცაა კომენტარების სწრაფი ჩვენება, შემოწირულებებისას ამომხტარი შეტყობინებები და ა.შ.), რომლებიც ნაჩვენებია ვიდეო კონტენტში არ შედის ჩვენი მიმოხილვის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მათზე რაიმე სახით გამახვილებულია ყურადღება (მაგ., ვიდეოში ხდება მათი ხმამაღლა წაკითხვა ან მიახლოების გზით ხაზგასმა). ანალოგიურად, კომენტარების განყოფილებაში მოცემული კონტენტი, არ ექვემდებარება რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაფერისი კონტენტის მითითებებს და შეუფერებელი კომენტარების დანახვისას მათი მოდერირება თქვენი ვალდებულებაა (მეტი ინფორმაციისთვის გადადით აქ).

თამაშთან დაკავშირებული აზარტული თამაშების კონტენტი

ინსტრუქციის ვიდეოები, სახელმძღვანელოები და პირდაპირი ბმულები აზარტული თამაშების საიტებზე (როგორიცაა, მაგალითად, ფსონების დადება მატჩებზე, როცა ვალუტის სახით ვირტუალური საქონელი გამოიყენება) ან თამაშს-შიდა ვალუტით ფსონების დადება ითვლება ჩვენი „არალეგალური კონტენტის“ დებულების დარღვევად. ვირტუალური საგნების მოპოვება თამაშის სტანდარტული მეთოდებისგან გადახვევით ასევე ითვლება დებულების დარღვევად (გარდა შემქმნელისგან მიღებული კოდებისა, მაგალითად, საპარტნიორო პროგრამების შემთხვევაში). YouTube მომხმარებლები ვალდებულნი არიან, დაიცვან ჩვენი დებულებები და წესები — წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ მოხმარების შეზღუდვები. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ამ გვერდს.

ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის კონტენტი

ვიდეოს ხანგრძლივობა მნიშვნელოვანია, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია მისი განზრახვა და კონტექსტი. თუ ვიდეო შეიცავს შეურაცხმყოფელ ელემენტებს, ის არ ჩაითვლება რეკლამების განმთავსებლებისთვის შესაფერისად. მაგალითად, თამაშების ვიდეოების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქრონომეტრაჟი თითქმის ერთ საათსაც აღწევს ხოლმე, თუ ისინი შეიცავს რასობრივად შეურაცხმყოფელ ლექსიკას, ვიდეო მიიღებს ყვითელ ხატულას.

დარღვევები, როგორც ძირითადი თემა

ითვლება, რომ დამრღვევი კომპონენტი წარმოდგენილია, როგორც ძირითადი თემა, თუ ის ხვდება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიაში:

  • ისეთი საკითხის ხსენება ან ჩვენება, რომლის მიზანი აუდიტორიის შოკირებაა (მაგალითად, თამაშში ისეთ ძალადობრივ თავდასხმაზე არასაჭირო მასშტაბირება, რომელიც მოიცავს სერიოზულ დაზიანებას და სისხლს).
  • დამრღვევი კომპონენტი ვიდეოს ცენტრალურ თემას წარმოადგენს (მაგ., თამაშში თავის მოკვეთების კომპილაცია).

თუ ვიდეოში ასეთი სცენების მოთავსებას გვერდს ვერ აუვლით, უმჯობესია, თუ საკუთარი ნებით მონიშნავთ ვიდეოს ყვითელი ხატულათი.

ესკიზები და სათაურები

ესკიზებში და სათაურებში ხშირად ამატებენ შოკისმომგვრელ ან მასტიმულირებელ ფრაზებს, რათა მოიზიდონ მეტი მნახველი. თუმცა, ვიდეო კონტენტის მსგავსად, ესკიზებსა და სათაურებში აღმოჩენილ დამრღვევ კომპონენტებს შეუძლია გამოიწვიოს შეზღუდული რეკლამები ან მათი სრულად გათიშვა.

ასეთი სკიზების მაგალითები მოიცავს (არაამომწურავი სია):

  • ხაზგასმა ან სხვაგვარად ყურადღების მიპყრობა (მაგ., გაბუნდოვანებული გენიტალიების გამოყოფა)
  • სქესობრივ აქტთან დაკავშირებული უხამსი ტექსტი (მაგ., „ნახეთ, როგორ ათავებს ეს პერსონაჟი“)
  • სურათები, რომლებიც იწვევს შოკს, მაგალითად, გამოკვეთილი სქესობრივი აქტის ან გრაფიკული ძალადობის ამსახველი სურათები

ასეთი ათაურებისმაგალითები მოიცავს (არაამომწურავი სია):

  • სრულად დაწერილი, ცენზურირებული ან განზრახ არასწორად დაწერილი ბილწსიტყვაობები (მაგ., „რა ყ***ბაა“)
  • შეცდომაში შემყვანი სათაურები, რომლებიც ქმნის სექსუალური შინაარსის შემცველი კონტენტის მოლოდინს
  • სათაურები, რომლებიც მიუთითებს ზრდასრულ კონტენტზე (მაგ., „19+“ ან „მხოლოდ ზრდასრულებისთვის“)
  • სათაურში გამოყენებული ყველა მთავრული (მაგალითად, „EXTREME FATALITY WINS“)

შეიტყვეთ მეტი

გსურთ შეტყობინებების მიღება წესების განახლებების შესახებ? გამოიწერეთ ჩვენი YouTube საზოგადოების ფორუმი აქ და მიიღეთ გაფრთხილება ელფოსტით წესების განახლების შემთხვევაში. ასევე, შეგიძლიათ გამოგვყვეთ Twitter-ზე @teamyoutube ან @youtubecreators.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
3951940213643638621
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false