სტრიმინგისა და ვიდეოს პრობლემების მოგვარება

თუ თქვენი ფილმი, შოუ ან ნებისმიერი კონტენტი ბუფერიზაციას განიცდის, შენელებულია ან არასწორად აჩვენებს, სცადეთ ქვემოთ მოცემული ვარიანტები, თუ როგორ მოაგვაროთ პრობლემა კომპიუტერსა ან მობილურ მოწყობილობაზე. თუ პრობლემა შეგექმნათ ტელევიზორში ყურების დროს, მიჰყევით მოცემულ ნაბიჯებს. დეფექტების აღმოფხვრის ეს ნაბიჯები დაგეხმარებათ დაკვრის პრობლემებისა და ხარვეზების უმეტესობის გამოსწორებაში.

თუ უკვე სცადეთ ეს ნაბიჯები და თქვენი ვიდეო ისევ არ ირთვება სწორად, შეგიძლიათ სცადოთ მისი ნახვა სხვა მხარდაჭერილ მოწყობილობაზე.

ვიდეოსთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრა Android-ზე

გავრცელებული შეცდომის შეტყობინების მაგალითები:
  • სამწუხაროდ, ამ ვიდეოს ლიცენზირებისას დაფიქსირდა შეცდომა.
  • ამ ვიდეოს სანახავად საჭიროა თანხის გადახდა.
  • დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ, სცადოთ ხელახლა მოგვიანებით.
  • ჩვენს სერვერებთან დაკავშირებით წარმოიშვა პრობლემები. გთხოვთ, სცადოთ მოგვიანებით.
  • წარმოიქმნა შეფერხება.

შეცდომის შესახებ მსგავსი შეტყობინების მიღების შემთხვევაში, სცადეთ შემდეგი:

  1. დარწმუნდით, რომ თქვენს მოწყობილობაზე YouTube აპის უახლესი ვერსიაა დაყენებული.
  2. დახურეთ და ხელახლა გახსენით აპი.
  3. გადატვირთეთ თქვენი მოწყობილობა.
  4. სისტემის გადატვირთვის შემდეგ, ხელახლა დაუკარით თქვენი ვიდეო.

ვიდეოს ბუფერიზაციის ან ჩატვირთვის ხარვეზის აღმოფხვრა

ნაბიჯი 1: სხვა ინტერნეტ-კავშირის ცდა

შეცვალეთ თქვენი ინტერნეტ-კავშირი, შემდეგ კი ხელახლა დაუკარით თქვენი ვიდეო.

  • მობილური ქსელით დაკავშირების შემთხვევაში, სცადეთ Wi-Fi-ზე გადასვლა.
  • Wi-Fi ქსელთან დაკავშირების შემთხვევაში, სცადეთ მობილურ ქსელზე გადასვლა. შენიშვნა: შეიძლება მოქმედებდეს მონაცემთა ტარიფები.

ნაბიჯი 2: აპის ქეშირებული ფაილების წაშლა

  1. თქვენს მოწყობილობაში გახსენით პარამეტრების აპი.
  2. შეხებით აირჩიეთ: აპები და შეტყობინებები and then ყველა აპის ნახვა.
  3. შეხებით აირჩიეთ YouTube.
  4. შეხებით აირჩიეთ: მეხსიერება და ქეშირებული ფაილები and then ქეშირებული ფაილების გაწმენდა.
  5. ხელახლა დაუკარით თქვენი ვიდეო.

ფილმის გაჭედვის ხარვეზის აღმოფხვრა

ფილმის ქრონოლოგიაზე, დააწკაპუნეთ შემდეგი რამდენიმე სცენის სწრაფად გადახვევას, იმის სანახავად, გაგრძელდება თუ არა ფილმის ნორმალურად ჩვენება.

ამ მოქმედების წარუმატებლობის შემთხვევაში, სცადეთ ვებ-ბრაუზერის დახურვა და ხელახლა გახსნა. თუ ხარვეზი კვლავ არის აღმოფხვრილი, შეამოწმეთ აპის განახლებები და შემდეგ ხელახლა დაუკარით თქვენი ვიდეო.

შენაძენების ბიბლიოთეკაში ასახვასთან დაკავშირებული ხარვეზის აღმოფხვრა

თუ თქვენ მიერ შეძენილ ფილმს ან ტელეშოუს ვერ ხედავთ თქვენს ბიბლიოთეკაში, შეიძლება ბრენდის ანგარიშში იყოთ შესული. ფილმების და ტელეშოუების სანახავად, შეგიძლიათ აირჩიოთ პერსონალურ ანგარიშზე გადართვა. ასევე, შეგიძლიათ აირჩიოთ ბრენდის ანგარიშის არსებობის შემოწმება

ინსტრუქცია თქვენს მმართველობაში არსებულ სხვა არხზე გადართვისთვის:

  1. გადადით თქვენი პროფილის სურათზე .
  2. შეეხეთ ისარს თქვენი სახელის გვერდით.
  3. ამ ანგარიშის გამოსაყენებლად, შეხებით აირჩიეთ სიიდან.

ვიდეოსთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსწორება ტელევიზორში

შეამოწმეთ ინტერნეტ-კავშირი

HD სტრიმინგისთვის რეკომენდებული კავშირის მინიმალური სიჩქარეა 7 მბიტი თქვენი კავშირის სიჩქარის შემოწმება შეგიძლიათ აქ.
გირჩევთ, ტელევიზორთან ახლოს შეამოწმოთ. თუ თქვენი ინტერნეტის სიჩქარე დაბალია, უმჯობესია თუ თქვენი მოწყობილობა და სმარტ ტელევიზორი როუტერთან ახლოს გექნებათ. დარწმუნდით, რომ დაბრკოლება მინიმალურია (მაგალითად, არ არის ღრმად კედელში, არ ბლოკავს მეტალი და სხვ.) ცადეთ მოწყობილობის გადაადგილება და შეამოწმეთ გამოსწორდა თუ არა კავშირი. აგრეთვე შეგიძლიათ ამავე ქსელზე დაკავშირებულ სხვა მოწყობილობებს შეუზღუდოთ კავშირთან წვდომა.

სტრიმინგის ხარისხის შემოწმება

ცადეთ ხარისხის გამოსწორება ხელით.
  1. აირჩიეთ პარამეტრები  ვიდეო დამკვრელში.
  2. აირჩიეთ ხარისხი და შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ხელით კორექტირების საშუალება.

დახურეთ და ხელახლა გახსენით YouTube აპი

  1. დააჭირეთ მთავარ ეკრანზე გადასვლის ღილაკს დისტანციური მართვის პულტზე.
  2. ხელახლა გახსენით YouTube აპი.
  3. სცადეთ თქვენი ვიდეოს ხელახლა დაკვრა.

გამოდით YouTube აპიდან და შედით ხელახლა

  1.  გახსენით YouTube აპი.
  2. შეხებით აირჩიეთ თქვენი პროფილის სურათი  შემდეგ კი პროფილის მართვის ხატულა.
  3. გასაგრძელებლად აირჩიეთ შემდეგი და გადით პროფილიდან.
  4. დაბრუნდით პარამეტრებში და აირჩიეთ შესვლა. შესაძლოა დაგჭირდეთ კოდის შეყვანა.
  5. სცადეთ თქვენი ვიდეოს ხელახლა დაკვრა.

გადატვირთეთ თქვენი მოწყობილობა

  1. გათიშეთ თქვენი მოწყობილობა დენის წყაროდან.
  2. დაიცადეთ რამდენიმე წამს.
  3. ხელახლა შეაერთეთ თქვენი მოწყობილობა.
  4. დაბრუნდით YouTube აპზე და სცადეთ თქვენი ვიდეოს ხელახლა დაკვრა.

განაახლეთ თქვენი მოწყობილობის სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა

შეამოწმეთ თქვენი მოწყობილობის სისტემის ხელმისაწვდომი განახლებები. შეგიძლიათ შეამოწმოთ განახლებები თქვენი მოწყობილობის პარამეტრების სისტემის განახლების სექციაში. თუ განახლება ხელმისაწვდომია, მიჰყევით ეკრანულ ინსტრუქციას სისტემის განახლებისთვის, შემდეგ ხელახლა სცადეთ ვიდეოს ნახვა.

თუ განახლების ან სტრიმინგის პრობლემას რამდენიმე სხვადასხვა სერვისში წააწყდით, შეამოწმეთ თქვენი მოწყობილობის მწარმოებლის მხარდაჭერის საიტი და მოიძიეთ დახმარება დეფექტების აღმოსაფხვრელად.

შეგიძლიათ ცადოთ სხვა მეთოდი:

  • თუ Chromecast გაქვთ, სხვა მოწყობილობიდან თქვენს ტელევიზორში შეგიძლიათ ტრანსლირება.
  • თუ HDMI კაბელი გაქვთ, ჩართეთ თქვენს ლეპტოპში და დაუკავშირეთ ტელევიზორს.

შეგიძლიათ ჩართოთ სხვა მოწყობილობა და შეამოწმოთ აქვს თუ არა იგივე პრობლემა.

მაუწყებლობის შეყოვნების შემცირება Primetime არხებისთვის თქვეს ტელევიზორზე.

მაუწყებლობის შეყოვნება არის შეყოვნება კამერის მიერ ღონისძიების გადაღებასა და ღონისძიების ჩვენებას შორის, რომელსაც თქვენ ტელევიზორში უყურებთ. 

რაც უფრო მცირეა მაუწყებლობის შეყოვნება, მით ნაკლებად ბუფერული იქნება ვიდეო დამკვრელი. დაბალი მაუწყებლობის შეყოვნებით, უფრო სავარაუდოა, რომ დაკვრის შეფერხება შეგექმნათ.

ქსელის გადატვირთულობამ და სხვა ფაქტორებმა შეიძლება წარმოქმნას პირდაპირი პროგრამირების ხარვეზები, რამაც შესაძლოა ნაკადის დაყოვნება გამოიწვიოს. შეფერხებებისგან არც ისაა დაზღვეული, ვისაც კარგი ინტერნეტკავშირი აქვს.

მაუწყებლობის შეყოვნების განახლება YouTube აპისთვის თქვენს ტელევიზორში

  1. ქვედა მარჯვენა კუთხეში, აირჩიეთ პარამეტრები.
  2. აირჩიეთ მაუწყებლობის შეყოვნება.
  3. აირჩიეთ შემცირება ან ნაგულისხმევი.

„ნაგულისხმევი“, დაკვრის დროს მინიმალურ ხარვეზს წარმოქმნის. „შემცირება“ დაგეხმარებათ, რომ მომხმარებლებმა ვერ შეძლონ ინფორმაციის წინასწარ მიღება თქვენს სტრიმთან დაკავშირებით. აირჩიეთ „შემცირება“ თუ გსურთ მაუწყებლობის შეყოვნების შემცირება მინიმალური დაკვრის ხარვეზებით.

გამოხმაურება

YouTube აპში ვიდეოების ნახვასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ შეგიძლიათ გააგზავნოთ გამოხმაურება, ამისთვის, გადადით თქვენი პროფილის ხატულაზე and then დახმარება და გამოხმაურება and then გამოხმაურების გაგზავნა.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
2483941977863230107
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false