მინიშნებები ანგარიშის აღდგენის ნაბიჯების შესრულებასთან დაკავშირებით

If you can't sign in, to try to get back into your Google Account, follow these steps:

  1. Go to the Account recovery page.
  2. As you complete the steps, use as many of the tips below as you can.

Tip: You may not find all the questions described here.

თუ ანგარიშის აღდგენა უკვე ცადეთ და მიიღეთ შეტყობინება, რომ „Google-მა ვერ დაადასტურა, რომ ეს ანგარიში თქვენ გეკუთვნით“, შეგიძლიათ ხელახლა ცადოთ.

უპასუხეთ მაქსიმალურად მეტ შეკითხვას

შეეცადეთ, არ გამოტოვოთ შეკითხვები. თუ პასუხი ზუსტად არ იცით, სხვა შეკითხვაზე გადასვლის ნაცვლად გაეცით მიახლოებითი პასუხი. პროცესი არ შეწყდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ვარაუდი არასწორი აღმოჩნდება.

გამოიყენეთ ნაცნობი მოწყობილობა და მდებარეობა

შეძლებისდაგვარად:

  • გამოიყენეთ კომპიუტერი, ტელეფონი ან ტაბლეტი, რომლიდანაც ხშირად შედიხართ ხოლმე სისტემაში
  • გამოიყენეთ ბრაუზერი (მაგ. Chrome ან Safari), რომლითაც ჩვეულებრივ სარგებლობთ ხოლმე
  • იყავით იქ, საიდანაც ჩვეულებრივ შედიხართ ხოლმე სისტემაში (მაგ., სახლში ან სამსახურში)

პაროლების მითითებისას დაიცავით სიზუსტე.

ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, ამიტომ მოერიდეთ მართლწერის შეცდომებს და ყურადღება მიაქციეთ მთავრულ/არამთავრულ ასოებს.

პაროლები

თუ მიიღებთ შემოთავაზებას, მიუთითოთ ბოლო პაროლი, რომელიც გახსოვთ, შეიყვანეთ ყველაზე ბოლოდროინდელი პაროლი, რომელსაც გაიხსენებთ.

  • თუ ბოლო პაროლი არ გახსოვთ: გამოიყენეთ წინა პაროლი, რომელსაც გაიხსენებთ. რაც უფრო ბოლოდროინდელი იქნება, მით უკეთესი.
  • თუ წინა პაროლებიდან ზუსტად არცერთი არ გახსოვთ: შეეცადეთ, მიახლოებით მაინც მიუთითოთ.

შეიყვანეთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ელფოსტა

თუ მიიღებთ შემოთავაზებას, შეიყვანოთ ელფოსტა, რომლის შემოწმებაც იმ მომენტში შეგიძლიათ, მიუთითეთ ის მისამართი, რომელიც დამატებული გაქვთ თქვენს ანგარიშში. აი, რამდენიმე მაგალითი:

  • აღდგენის ელფოსტის მისამართი — ის გეხმარებათ წვდომის აღდგენაში და მასზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეტყობინებებს გიგზავნით ხოლმე.
  • ელფოსტის ალტერნატიული მისამართი — სისტემაში შესასვლელად მისი გამოყენებაც შეგიძლიათ.
  • საკონტაქტო ელფოსტის მისამართი — მასზე იღებთ ხოლმე ინფორმაციას თქვენ მიერ გამოყენებული Google სერვისების უმეტესობის შესახებ.

შეამოწმეთ, ხომ მოხვდა შეტყობინება სპამის საქაღალდეში

მნიშვნელოვანია: Google არასოდეს გთხოვთ პაროლის მითითებას ელფოსტით, სატელეფონო ზარითა თუ შეტყობინებით. თქვენი პაროლი უნდა შეიყვანოთ მხოლოდ მისამართზე accounts.google.com.

თუ ჩვენი გუნდისგან ელფოსტას ელოდებოდით, მაგრამ ვერ პოულობთ, შეამოწმეთ, ხომ არ მოხვდა წერილი სათაურით „თქვენი მიმართვა Google-ის მხარდაჭერის გუნდისადმი“ სპამის საქაღალდეში. 

მაინც ვერ ახერხებთ შესვლას? გირჩევთ, შექმნათ სათადარიგო Google ანგარიში.
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
17737898923551776931
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
70975
false
false