ჩვენი ჩაშენებული ტაიმერი საშუალებას აძლევს მშობლებს, შეზღუდონ ეკრანთან გატარებული დრო და ბავშვებს უთხრან, როდის არის ყურების შეწყვეტის დრო. ტაიმერი მეგობრულ გაფრთხილებას აჩვენებს და შეწყვეტს აპს, როდესაც სესია დასრულდება. ამდენად, ამის გაკეთება თქვენ არ მოგიწევთ.
YouTube Kids: ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა
გამოიწერეთ YouTube მნახველების არხი უახლესი ამბების, განახლებებისა და მინიშნებების მისაღებად.
ტაიმერის დაყენება YouTube Kids-ის აპზე:
- შეეხეთ პარამეტრებს
თქვენი ეკრანის კუთხეში
- შეასრულეთ გამრავლების ამოცანა ან შეიყვანეთ მორგებული საიდუმლო კოდი.
- შეეხეთ: ტაიმერის დაყენება.
- გამოიყენეთ სლაიდერის ზოლი ან
და
ხატულები დროის შეზღუდვის დასაყენებლად.
- შეეხეთ: ტაიმერის დაწყება.
ბავშვები დაინახავენ შეტყობინებას: „დრო ამოიწურა!“ და აპი დაიბლოკება დროის ლიმიტის მიღწევის შემდეგ. ეკრანის განსაბლოკად:
- შეეხეთ პარამეტრებს
თქვენი ეკრანის კუთხეში
- შეასრულეთ გამრავლების ამოცანა ან შეიყვანეთ მორგებული საიდუმლო კოდი.
- გასვლისთვის შეეხეთ: ტაიმერიდან გასვლა ან ახალი ტაიმერის დასაწყებად შეეხეთ:ტაიმერის ჩართვა.