Premium-ის წევრობის ბილინგისა და მასზე წვდომის პრობლემების აღმოფხვრა

თუ YouTube Premium-ის თქვენი თვიური ფასიანი წევრობა უარყოფილია, ელფოსტით გაცნობებთ, რომ შეძლოთ თქვენი წევრობის აღდგენა.

ამ ელფოსტის მიღების შემდეგ:

  • 3 დღე გექნებათ ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, სანამ თქვენს Premium-ის უპირატესობებზე წვდომას დაკარგავთ. ამ 3-დღიანი პერიოდის შემდეგ ჩვენ ხელახლა შევეცდებით თქვენი გამოწერის თვის საფასურის ჩამოჭრას.

  • 3 დღის შემდეგ თუ გადახდა ვერ განხორციელდა, დაიწყება თქვენი გამოწერის „დაპაუზების“ 30-დღიანი პერიოდი. დაპაუზების პერიოდის განმავლობაში ჩვენ პერიოდულად შევეცდებით გადახდის დამუშავებას, რომ აღვადგინოთ თქვენი წევრობა, თუ თავად არ გააუქმებთ თქვენს წევრობას.

თუ ამ პერიოდის განმავლობაში თქვენს გადახდის ინფორმაციას განაახლებთ, თქვენი წევრობა ავტომატურად აღდგება თანხის ჩამოჭრის მომდევნო მცდელობისას. თუ არ გსურთ, რომ სისტემას დაელოდოთ, როდის ჩამოგაჭრით თანხას, გააუქმეთ თქვენი წევრობა და ხელახლა დარეგისტრირდით, რომ წვდომა დაუყოვნებლივ აღიდგინოთ.

Fix billing issues with a Premium membership

თუ ფიქრობთ, რომ ფასიანი წევრობის საფასური გადახდილი გაქვთ, მაგრამ უპირატესობებზე წვდომა არ აღგიდგათ, გაეცანით ამ სტატიას.

YouTube-ზე თანხის ჩამოჭრასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა

დააწკაპუნეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკზე YouTube ბილინგთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ან მის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად.

YouTube-ზე თანხის ჩამოჭრასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა

თუ თქვენი ფასიანი წევრობის საფასურის გადახდა უარყოფილია, მოგიწევთ თქვენი გადახდის მეთოდის პრობლემის გამოსწორება. გაეცანით ჩვენს რჩევებს ამ პრობლემების აღმოფხვრის შესახებ.

უარყოფილი გადახდის პრობლემის აღმოფხვრა

თქვენი ყოველთვიური წევრობის საფასურის გადახდა შეიძლება უარყოფილი იყოს თქვენს ბარათთან ან გადახდის ფორმასთან დაკავშირებული სხვა პრობლემის გამო. გადახდის მეთოდის პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ სისტემა ავტომატურად ცდის თანხის ჩამოჭრას და თქვენი წევრობის უპირატესობებზე წვდომის აღდგენას.

იზრუნეთ, რომ ინფორმაცია განახლებული გქონდეთ

ახლავე განახლება                

გადახდები ხშირად ვერ სრულდება საკრედიტო ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვის ან ბილინგის არასწორი მისამართის გამო. ამ ინფორმაციის განსაახლებლად:

  1. თუ კომპიუტერს იყენებთ, გახსენით youtube.com/paid_memberships . თუ YouTube-ის მობილურ აპს იყენებთ, დაწკაპუნებით აირჩიეთ პროფილის სურათი  and then შესყიდვები და წევრობები.
  2. დაწკაპუნებით აირჩიეთ  შეტყობინების „ამჟამად გადახდის მეთოდის დამუშავება შეუძლებელია“ გვერდით.
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ გადახდის მეთოდის განახლება.

გირჩევთ, შეამოწმოთ, რომ თქვენი ბარათის ინფორმაცია, მათ შორის, მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღი, სწორია. გადახდის მეთოდის მითითებული საფოსტო ინდექსიც უნდა ემთხვეოდეს თქვენი ბარათის ბილინგის მისამართში დაფიქსირებულ საფოსტო ინდექსს.

თუ თქვენი გადახდის მეთოდის გამოყენება შეუძლებელია, დაამატეთ გადახდის ახალი მეთოდი ან აირჩიეთ სხვა.

მინიშნება: თუ „გადახდის მეთოდის განახლების“ ვარიანტი არ გიჩანთ, განახლება შეგიძლიათ Google Pay-ში, გამოწერებისა და სერვისების გვერდზე.

მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა

თუ შეცდომის შეტყობინება მიიღეთ, რომელიც გთხოვთ დამატებითი ინფორმაციის Google-ისთვის გაგზავნას, მიჰყევით ინსტრუქციას. მაგალითად, შეიძლება დაგჭირდეთ ვინაობის დადასტურება Google Pay-ზე, სანამ Google ანგარიშის გამოყენებით შეიძენთ.

შეგიძლიათ, შეამოწმოთ Google Pay ნებისმიერ დროს, რომ ნახოთ ანგარიშთან დაკავშირებულ ხარვეზებთან დაკავშირებული გაფრთხილებები და მოთხოვნები.

შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა შეძენისთვის საკმარისი თანხა

ზოგჯერ ტრანზაქციები უარყოფილია არასაკმარისი თანხის გამო. შეამოწმეთ თქვენი ანგარიში და დარწმუნდით, რომ შეძენის დასასრულებლად საკმარისი თანხა გაქვთ.

დაუკავშირდით თქვენს ბანკს ან ბარათის გამცემს

თქვენს ბარათზე შეიძლება ვრცელდებოდეს გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც იწვევს გადახდის უარყოფას. დაუკავშირდით ბანკს ან ბარათის გამცემ კომპანიას და ჰკითხეთ ტრანზაქციის შესახებ.

ცადეთ გადახდის სხვა მეთოდის გამოყენება 

ახლავე განახლება

გადახდის სხვა მეთოდზე გადართვა შეგიძლიათ შემდეგნაირად:

  1. თუ კომპიუტერს იყენებთ, გახსენით youtube.com/paid_memberships. თუ YouTube-ის მობილურ აპს იყენებთ, დაწკაპუნებით აირჩიეთ თქვენი პროფილის სურათი  and then შესყიდვები და წევრობები.
  2. დაწკაპუნებით აირჩიეთ ხატულა შეტყობინების „ამჟამად გადახდის მეთოდის დამუშავება შეუძლებელია“ გვერდით.
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ გადახდის მეთოდის განახლება.
  4. აირჩიეთ გადახდის განსხვავებული მეთოდი.

გადახდის შემდეგ უპირატესობებზე წვდომის აღდგენასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა

თუ საფასური გადაიხადეთ, მაგრამ უპირატესობებზე წვდომა არ მიგიღიათ, შესაძლოა, გადახდა კვლავ მუშავდება. თქვენ წვდომას ვერ მიიღებთ იმ შემთხვევაშიც, თუ თანხის ჩამოჭრა უარყოფილია.

ინფორმაცია ავტორიზაციის თანხისა და მომლოდინე ტრანზაქციების შესახებ

მომლოდინე თანხის ჩამოჭრა Google Pay-ზე ან თქვენი ბარათის ამონაწერში წარმოდგენილია, როგორც ავტორიზაციის თანხა, რომელიც ჯერ არ დამუშავებულა.

შესაძლებელია, ნახოთ რამდენიმე მომლოდინე თანხის ჩამოჭრა ერთი და იმავე გამოწერისთვის, რადგან მომლოდინე თანხის თითოეული ჩამოჭრა წარმოადგენს ავტორიზაციის მცდელობას. თუ თანხის ჩამოჭრის სტატუსია „მომლოდინე“ ნაცვლად დამუშავებულისა, თანხა ჯერ არ ჩამოჭრილა და ნებისმიერ წარუმატებელი ავტორიზაცია ამოვარდება თქვენი ამონაწერიდან და თანხა არ ჩამოგეჭრებათ.

მომლოდინე თანხის ჩამოჭრის შემოწმება

  • შეამოწმეთ თქვენი ანგარიშის ამონაწერი ან Google Pay. Google Pay-ში ტრანზაქციაზე დაწკაპუნებისას უნდა ნახოთ შენაძენი, რომლის სტატუსია „მომლოდინე“ თანხის ჩამოჭრა და არა დასრულებული.
  • მოძებნეთ ელფოსტაზე გამოგზავნილი ქვითარი. თუ თანხის ჩამოჭრა დამუშავდა, YouTube-ისგან ქვითარს მიიღებთ ელფოსტით.
  • შეგიძლიათ, შეამოწმოთ Google Pay ნებისმიერ დროს, რომ ნახოთ ანგარიშთან დაკავშირებულ ხარვეზებთან დაკავშირებული გაფრთხილებები და მოთხოვნები. მაგალითად, შეიძლება დაგჭირდეთ ვინაობის დადასტურება Google Pay-ზე, სანამ Google ანგარიშის გამოყენებით შეიძენთ. თუ Google Pay-ზე გაფრთხილებები არ არის, აღნიშნული მომლოდინე თანხის ჩამოჭრა უნდა დამუშავდეს 1-14 სამუშაო დღის განმავლობაში ან გაქრეს, როცა გადახდა უარყოფილია. თუ მაინც ხედავთ მომლოდინე თანხის ჩამოჭრას ამ პერიოდის გავლის შემდეგ, დაუკავშირდით თქვენს გადახდის პროვაიდერს.

უარყოფილი თანხის ჩამოჭრის შემოწმება

თქვენი შენაძენის სტატუსის გადამოწმება შეგიძლიათ Google Pay-ში. Google Pay-ში ტრანზაქცია უნდა ჩანდეს, როგორც „უარყოფილი“. გაეცანით ჩვენი მინიშნებების სექციას ზემოთ იმის შესახებ, თუ როგორ აღმოფხვრათ უარყოფილი გადახდის პრობლემა.
თუ თქვენი ანგარიშის ამონაწერში კვლავ ჩანს „მომლოდინე“ ტრანზაქცია, აღნიშნული თანხის ჩამოჭრა უნდა დამუშავდეს 1-14 სამუშაო დღის განმავლობაში ან გაქრეს, თუ უარყოფილია. თუ მაინც ხედავთ მომლოდინე თანხის ჩამოჭრას ამ პერიოდის გავლის შემდეგ, დაუკავშირდით თქვენს გადახდის პროვაიდერს.

 

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
2031967498051793881
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false