მობილური პროვაიდერის მეშვეობით გადახდასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების აღმოფხვრა (ოპერატორის პირდაპირი ბილინგი)

იმ შენაძენთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც ხორციელდება მობილური ოპერატორის ბილინგის სერვისით, სცადეთ შემდეგი მოქმედებების შესრულება.

მითითებები მომხმარებლებისთვის, რომლებიც პირველად სარგებლობენ მობილური ოპერატორის ბილინგის სერვისით

იმ შენაძენთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, რომელიც ხორციელდება ოპერატორის ბილინგის სერვისით, გირჩევთ პირველ რიგში შეამოწმოთ:

  • დაკავშირებული ხართ თუ არა თქვენს ოპერატორის ქსელთან YouTube-ის ოპერატორის ბილინგის სერვისის პირველად გამოყენების შემთხვევაში.
  • იყენებთ YouTube-ის აპს და არა მობილურის ბრაუზერს ან კომპიუტერს.

გარდა ამისა, გირჩევთ გამორთოთ თქვენი მოწყობილობა, დაელოდოთ რამდენიმე წამი და შემდეგ კვლავ ჩართოთ ის. მოწყობილობის ჩართვის შემდეგ ხელახლა სცადეთ შეძენა.

დამატებითი რჩევები პრობლემური საკითხის აღმოსაფხვრელად

თუ პრობლემები კვლავ არ აღმოიფხვრა:

  • დარწმუნდით, რომ იყენებთ პირად ანგარიშს. ზოგიერთმა კომპანიამ შესაძლოა დაბლოკოს მობილური ოპერატორის ბილინგის სერვისი კორპორატიულ ანგარიშებზე.
  • დარწმუნდით, რომ არ იყენებთ root-წვდომის მოწყობილობას.
  • თუ ორი SIM ბარათის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობას იყენებთ, სწორად მოათავსეთ SIM ბარათი 1-ელ განყოფილებაში, ხოლო მე-2 განყოფილება დატოვეთ ცარიელი.

შეამოწმეთ თქვენი მობილური ოპერატორის პარამეტრები

თუ ზემოთ მოცემული ვერც ერთი მითითება ვერ დაგეხმარათ არსებული ხარვეზის აღმოფხვრაში, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სერვისის ეფექტურობაზე მოქმედებს ოპერატორის რომელიმე პარამეტრი. გადაამოწმეთ თქვენი მობილური ოპერატორი და დარწმუნდით, რომ:

  • არ არის მიღწეული თქვენი ოპერატორის მიერ დადგენილი ყოველთვიური ხარჯვის ან ინდივიდუალური შენაძენების რაიმე ზღვარი (ამ ზღვარის მიღწევის შემთხვევაში ბილინგის ფუნქცია უქმდება).
  • წინასწარ გადახდილი გეგმის გამოყენების შემთხვევაში, გაქვთ საკმარისი ბალანსი შესაძენად.
  • თქვენი მოწყობილობა და სერვისის პაკეტი გაძლევთ Premium კონტენტის შეძენის საშუალებას.
  • თქვენს მოწყობილობას აქვს მობილური ტელეფონის ბილინგის სერვისის გამოყენების შესაძლებლობა.

თუ უკვე სცადეთ ამ მითითებების შესაბამისად მოქმედება, პრობლემა კი მაინც არ აღმოიფხვრა, დახმარების მისაღებად დაუკავშირდით თქვენი მობილური ტელეფონის სერვისის პროვაიდერს.

მითითებები არსებული გამომწერებისთვის, რომელთა ბილინგიც ხდება მობილური ტელეფონის ოპერატორის მეშვეობით.

2023 წლის 24 იანვრიდან Rogers Communications აღარ იქნება გადახდის მისაღები მეთოდი განმეორებითი ფასიანი გამოწერისთვის კანადაში. თუ YouTube Premium-ზე ან YouTube Music Premium-ზე დარეგისტრირებული ხართ ან გამოწერილი გაქვთ არხი Rogers Communications-ის საშუალებით, განაახლეთ თქვენი გადახდის მეთოდი, აირჩიეთ გადახდის მისაღები მეთოდებიდან ერთ-ერთი.

თუ YouTube-ის გამოწერის საფასურის გადასახდელად მობილური ოპერატორის პირდაპირი ბილინგის სერვისს იყენებთ და პროცესის მიმდინარეობისას წარმოიშვა გარკვეული ხარვეზები, უარყოფის მიზეზის გასაგებად დაუკავშირდით თქვენს ოპერატორს. პრობლემა შესაძლოა დაკავშირებული იყოს თქვენს ანგარიშთან, მაგალითად, შესაძლოა გადაჭარბებული იყოს ხარჯვის ლიმიტი.

თუ არ ფიქსირდება თქვენს ოპერატორის ანგარიშთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა, სცადეთ მისი, როგორც გადახდის მეთოდის წაშლა და ხელახლა დამატება:

  1. გადადით თქვენი გადახდის მეთოდის გვერდზე Google Pay-ში და წაშალეთ მობილური ოპერატორის ბილინგის გადახდის მეთოდი. შენიშვნა: თქვენი ანგარიშიდან მობილური ოპერატორის ბილინგის სერვისის წაშლა არ იქნება შესაძლებელი, თუ გადახდის ამ მეთოდს რომელიმე, ამჟამად აქტიური გამოწერის პაკეტისთვის იყენებთ.
  2. გახსენით YouTube-ის აპი და შეეხეთ თქვენს პროფილის ფოტოს .
  3. შეეხეთ ჩანართს „შენაძენები და გამოწერები“  და კიდევ ერთხელ გაიარეთ რეგისტრაციის პროცესი.

მობილური ოპერატორის ბილინგის სერვისის დამატებისას რაიმე პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში სცადეთ ზემოთ მოცემული ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებული რჩევები ახალბედა მომხმარებლებისთვის.

თუ ეს მითითებები ვერ დაგეხმარებათ, დახმარების მისაღებად დაუკავშირდით თქვენი მობილური სერვისის პროვაიდერს.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
9000748286834580046
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false