მიიღეთ ან მართეთ YouTube Premium-ის წევრობა YouTube პარტნიორის მეშვეობით

YouTube Premium-ის წევრობის ყიდვა და მისი საფასურის გადახდა შეგიძლიათ მობილური ტელეფონების გარკვეული პროვაიდერების მეშვეობით, რომლებიც თანამშრომლობენ ჩვენთან, რათა თავის წევრებს YouTube Premium შესთავაზონ. ამ შემთხვევაშიც YouTube Premium-ის იმავე უპირატესობებს მიიღებთ, რომლებსაც უშუალოდ YouTube-იდან შეძენისას მიიღებდით.

ჩვენი პარტნიორი მობილური ოპერატორებია:

  • au by KDDI
  • TIM
  • Vodafone

YouTube Premium-ზე რომელიმე ამ ოპერატორის მეშვეობით რეგისტრაციისთვის გაეცანით ინფორმაციას ქვემოთ.

ამ კომპანიების მეშვეობით YouTube Premium-ის მხოლოდ ინდივიდუალური წევრობების შეძენა შეიძლება ამ დროისთვის. თუ საოჯახო გეგმის ყიდვა გსურთ, უშუალოდ YouTube-ზე უნდა დარეგისტრირდეთ.

au by KDDI

YouTube Premium-ზე au by KDDI-ს მეშვეობით რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ამ გვერდს.
ბილინგი: თუ ბილინგს au by KDDI ახორციელებს, YouTube Premium გამოჩნდება ხარჯის სახით თქვენი მობილური ტელეფონის ყოველთვიურ ქვითარში.
წევრობის გაუქმება ან დაპაუზება: თქვენს YouTube Premium-ის წევრობას ვერ დააპაუზებთ, თუ ბილინგს au by KDDI ახორციელებს. წევრობის გასაუქმებლად დაუკავშირდით au by KDDI-ს — მოქმედებს კომპანიის გაუქმებისა და ანაზღაურების წესები.
ფასიანი წევრობის შეცვლა: YouTube Premium-ის წევრობიდან YouTube Music Premium-ის წევრობაზე ვერ გადახვალთ au by KDDI-ს მეშვეობით. YouTube Premium-ის წევრობა მოიცავს წვდომას YouTube Music Premium-ზეც დამატებითი საფასურის გარეშე.
ფასიანი წევრობის YouTube Music Premium-ზე შესაცვლელად:
  1. დაუკავშირდით au by KDDI-ს, რომ გააუქმოთ მიმდინარე გამოწერა.
  2. დაელოდეთ ფასიანი წევრობის დასრულებას (თქვენი წევრობის უპირატესობებზე წვდომას დაკარგავთ ბილინგის ციკლის დასრულებისას).
  3. დარეგისტრირდით YouTube Music Premium-ის წევრობაზე უშუალოდ YouTube-ზე.

TIM

YouTube Premium-ზე TIM-ის მეშვეობით რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ამ გვერდს.
 
წევრობის გაუქმება ან დაპაუზება: თქვენს YouTube Premium-ის წევრობას ვერ დააპაუზებთ, თუ ბილინგს TIM ახორციელებს. წევრობის გასაუქმებლად დაუკავშირდით TIM-ის — მოქმედებს კომპანიის გაუქმებისა და ანაზღაურების წესები.
ფასიანი წევრობის შეცვლა: YouTube Premium-ის წევრობიდან YouTube Music Premium-ის წევრობაზე ვერ გადახვალთ TIM-ის მეშვეობით. YouTube Premium-ის წევრობა მოიცავს წვდომას YouTube Music Premium-ზეც დამატებითი საფასურის გარეშე.

Vodafone

YouTube Premium-ზე Vodafone-ის მეშვეობით რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ამ გვერდს. გაითვალისწინეთ, თუ Vodafone-ით დარეგისტრირდებით, საცდელი პერიოდი არ გექნებათ და ფასიანი წევრობა დაიწყება გადახდისთანავე.
ბილინგი: თუ ბილინგს Vodafone ახორციელებს, YouTube Premium გამოჩნდება ხარჯის სახით თქვენი მობილური ტელეფონის ყოველთვიურ ქვითარში.
წევრობის გაუქმება ან დაპაუზება: თქვენს YouTube Premium-ის წევრობას ვერ დააპაუზებთ, თუ ბილინგს Vodafone ახორციელებს. წევრობის გასაუქმებლად დაუკავშირდით Vodafone-ის — მოქმედებს კომპანიის გაუქმებისა და ანაზღაურების წესები.
ფასიანი წევრობის შეცვლა: YouTube Premium-ის წევრობიდან YouTube Music Premium-ის წევრობაზე ვერ გადახვალთ Vodafone-ის მეშვეობით. YouTube Premium-ის წევრობა მოიცავს წვდომას YouTube Music Premium-ზეც დამატებითი საფასურის გარეშე.
ფასიანი წევრობის YouTube Music Premium-ზე შესაცვლელად:
  1. დაუკავშირდით Vodafone-ს, რომ გააუქმოთ მიმდინარე გამოწერა.
  2. დაელოდეთ ფასიანი წევრობის დასრულებას (თქვენი წევრობის უპირატესობებზე წვდომას დაკარგავთ ბილინგის ციკლის დასრულებისას).
  3. დარეგისტრირდით YouTube Music Premium-ის წევრობაზე უშუალოდ YouTube-ზე.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
16716510893582947368
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false