ვიდეოს თავები

ვიდეო შეიძლება ცალკეულ თავებად დაიყოს, თითოეულ თავში მოქცეული ფრაგმენტის წინასწარი გადახედვის შესაძლებლობით. ვიდეოს თავები იძლევა დამატებით ინფორმაციასა და კონტექსტს ვიდეოს თითოეული ნაწილის შესახებ. მათი საშუალებით მარტივად შეიძლება ვიდეოს სხვადასხვა ნაწილზე გადასვლა ან გადახვევა. შემქმნელებს, სურვილისამებრ, შეუძლიათ ისარგებლონ თავებად ავტომატური დაყოფის ფუნქციით, ან თავად შექმნან თავები. თავები შეიძლება გამოჩნდეს ტიტრებში. შემქმნელებს შეუძლიათ YouTube Studio-ს პარამეტრებიდან გამორთონ თავებად ავტომატური დაყოფის ფუნქცია.

შენიშვნა: ყველა ვიდეო არ აკმაყოფილებს თავებად ავტომატური დაყოფის კრიტერიუმებს. ამასთან, ავტომატურად შეიძლება არც ის ვიდეო დაიყოს, რომელიც კრიტერიუმებს შეესაბამება. ესე ხდება, თუ ვიდეოს აქვს მოქმედი გაფრთხილებები ან თუ კონტენტი შეუსაბამოა ზოგიერთი მნახველისთვის.

How to Add Chapters to Your Videos Using Timestamps

ვიდეოში თავების დასამატებლად:

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ კონტენტი.
  3. დააწკაპუნეთ ვიდეოზე, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  4. ვიდეოს აღწერილობაში დაამატეთ თავების დაწყების დროები და სათაურები.
    • აუცილებელია, რომ საწყის დროდ მიუთითოთ 00:00. 
    • ვიდეოს უნდა ჰქონდეს მითითებული სულ მცირე, სამი დრო, ზრდადი მიმდევრობით.
    • ვიდეოს თავის მინიმალური ხანგრძლივობაა 10 წამი.

 5. დააწკაპუნეთ ღილაკზე შენახვა.

შენიშვნა: ეს არჩევანი უგულებელყოფს ვიდეოს ავტომატურ თავებს.

ვიდეოს ავტომატური თავებით სარგებლობისთვის:

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ კონტენტი.
  3. დააწკაპუნეთ ვიდეოზე, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ მეტის ჩვენება და ავტომატური თავების ქვემოთ აირჩიეთ „ავტომატური თავების დაშვება (ასეთების არსებობისა და შესაბამისობის შემთხვევაში)“. ახლად ატვირთული ვიდეოებისთვის ეს ველი ავტომატურად იქნება მონიშნული. გარდა ამისა, შეგიძლიათ დაუშვათ ავტომატური თავები ერთდროულად რამდენიმე ვიდეოსთვის.
  5. დააწკაპუნეთ ღილაკზე შენახვა.
შენიშვნა: ყველა ვიდეო არ აკმაყოფილებს თავებად ავტომატური დაყოფის კრიტერიუმებს. ამასთან, ავტომატურად შეიძლება არც ის ვიდეო დაიყოს, რომელიც კრიტერიუმებს შეესაბამება. ესე ხდება, თუ ვიდეოს აქვს მოქმედი გაფრთხილებები ან თუ კონტენტი შეუსაბამოა ზოგიერთი მნახველისთვის.

ვიდეოს ავტომატური თავების რედაქტირებისთვის:

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ კონტენტი.
  3. დააწკაპუნეთ ვიდეოზე, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ ხელმისაწვდომი თავები and then თავების დამატება და აღწერილობაში იხილავთ ავტომატური თავების ჩამონათვალს, სადაც შეძლებთ მათ რედაქტირებას. შეგიძლიათ, დაწკაპუნებით აირჩიოთ წაშლა  რათა წაშალოთ ვიდეოს ავტომატური თავები თქვენი ვიდეოდან.
  5. დააწკაპუნეთ ღილაკზე შენახვა.

ვიდეოს თავებად ავტომატური დაყოფის გამოსართავად:

კონკრეტულ ვიდეოზე თავებად ავტომატური დაყოფის გამოსართავად:

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ კონტენტი.
  3. დააწკაპუნეთ ვიდეოზე, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ მეტის ჩვენება და ავტომატური თავების ქვემოთ გააუქმეთ მონიშვნა „ავტომატური თავების დაშვება (ასეთების არსებობისა და შესაბამისობის შემთხვევაში)“.
  5. დააწკაპუნეთ ღილაკზე შენახვა.
შენიშვნა: გარდა ამისა, შეგიძლიათ ვიდეოს ავტომატური დაყოფა გამორთოთ ერთდროულად რამდენიმე ვიდეოზე.

კონკრეტულ ვიდეოზე თავებად ავტომატური დაყოფის გამოსართავად:

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. დაწკაპუნებით აირჩიეთ პარამეტრები .
  3. დააწკაპუნეთ ღილაკზე ატვირთვის ნაგულისხმევი პარამეტრები.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ გაფართოებული პარამეტრები და მოხსენით მონიშვნა ვარიანტზე  „ავტომატური თავების დაშვება (ასეთების არსებობისა და შესაბამისობის შემთხვევაში)“.
  5. დააწკაპუნეთ ღილაკზე შენახვა.

 

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
2933674265644827425
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false