მესამე მხარის მიერ მოწოდებული ხელსაწყოები და სერვისები

შენიშვნა: ამ სიაში მოცემული სერვისები მოწოდებულია მესამე მხარის მიერ. Google-ს არ შეუძლია გარანტიის გაცემა ამ სერვისების ხარისხთან დაკავშირებით და ვერ დაგეხმარებათ თქვენსა და სერვისის პროვაიდერს შორის წარმოშობილი რაიმე დავის გადაწყვეტაში. გარდა ამისა, ეს სია არ არის ამომწურავი და არ მიუთითებს, რომ Google-ს აქვს რაიმე ფორმალური კავშირი ამ პროვაიდერებთან. სერვისის პროვაიდერების ამ სიაში მოხვედრა ნებაყოფლობითია.

წარწერების, თარგმანისა და სუბტიტრების მართვა შეგიძლიათ მესამე მხარის მიერ მოწოდებული ხელსაწყოებითა და სერვისებით. მესამე მხარის მიერ მოწოდებული ეს ხელსაწყოები და სერვისები რეგულირდება მათივე მომსახურების პირობებით, რომლებიც უნდა წაიკითხოთ და გაიაზროთ. 

წარწერებისა და სუბტიტრების სერვისების პროვაიდერები

კომპანია აღწერილობა
3Play Media 3Play Media წარმოადგენს ონლაინ ვიდეოებისთვის დახურული სუბტიტრებისა და ვიდეოზე წვდომის სერვისების პროვაიდერს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს სტატია 3Play Media-ს საიტზე.
Amara Amara წარმოადგენს დახურული სუბტიტრებისა და ვიდეოზე წვდომის პროვაიდერს (Amara On Demand) და ხელსაწყოს, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების მიერ შეტანილი წვლილის მართვას (Amara Community). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს სტატია Amara-ს საიტზე .
Cielo24 Cielo24 წარმოადგენს ონლაინ ვიდეოებისთვის დახურული სუბტიტრებისა და ვიდეოზე წვდომის სერვისების პროვაიდერს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთეს სტატია Cielo24-ს საიტზე.
Rev

Rev წარმოადგენს ონლაინ ვიდეოებისთვის დახურული სუბტიტრებისა და ვიდეოზე წვდომის სერვისების პროვაიდერს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს სტატია Rev-ის საიტზე .

Amberscript Amberscript გთავაზობთ სუბტიტრების, გადათარგმნილი სუბტიტრების, აუდიოაღწერილობისა და დუბლირების სერვისებს. ხელოვნური ინტელექტის 1000-ზე მეტ ენის სპეციალისტთან გაერთიანებით Amberscript გთავაზობთ პროფესიონალურ წარწერებს და სუბტიტრებს მთლიანი ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილის ფასად. გაიგეთ, თუ როგორ უნდა დაურთოთ სუბტიტრები თქვენს YouTube-ის ვიდეოს ან იხილეთ Amberscript-ის საიტი დამატებითი სერვისებისთვის.

დუბლირების სერვისის პროვაიდერები

კომპანია აღწერილობა
Creator Global CreatorGlobal არის დუბლირების სერვისების მომწოდებელი, რომელიც ხელს უწყობს კონტენტის შემქმნელებს გახდნენ გლობალური სუპერვარსკვლავები მათი კონტეტის ლოკალიზაციისა და მათი არხის ახალ ბაზრებზე გატანის გზით. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთCreator Global-ის საიტი და გააგზავნეთ თქვენი შეკითხვებიაქ.
Air.io

AIR სთავაზობს YouTube-ის მომხმარებლებს თარგმნისა და ლოკალიზაციის სერვისების სრულ სპექტრს 50-ზე მეტ ენაზე: დაწყებული დახურული სუბტიტრებით, თარგმანით, ლოკალიზაციით, ხელოვნური ინტელექტით და ადამიანის მიერ დუბლირებით და დამთავრებული უკვე გადათარგმნილი და ლოკალიზებული YouTube-ის არხებით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს სტატია AIR-ის ვებსაიტზე და გააგზავნეთ თქვენი შეკითხვები აქ.

Papercup Papercup-ის ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი დუბლირების ტექნოლოგია გთავაზობთ დუბლირებას ხელმისაწვდომ ფასად, თარჯიმნების მიერ შემოწმებული ხარისხით. ჩვენმა ექსპრესიულმა სინთეზურმა ხმებმა დაიმსახურა ასობით მილიონი ნახვა YouTube-ზე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთPapercup-ის საიტი და გააგზავნეთ თქვენი შეკითხვები აქ.
VITAC

კომპანია VITAC, a Verbit წარმოადგენს დუბლირების, სუბტიტრებისა და მთარგმნელობითი სერვისების პროვაიდერს მედია ინდუსტრიის ყველა ძირითადი სატელევიზიო კომპანიისთვის, ქსელისა და YouTube-ის კონტენტის შემქმნელებითვის მთელ მსოფლიოში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ VITAC და გააგზავნეთ თქვენი შეკითხვები აქ.

Vidby Vidby არის ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი პროგრამა ვიდეოს სწრაფი, ხელმისაწვდომი ფასითა და 100%-იანი სიზუსტით 75 ენასა და 65 დიალექტზე თარგმნისა და დუბლირებისათვის ხმების ფართო არჩევანით (ბავშვების, თინეიჯერების, ზრდასრულების და ხანში შესული პირების ხმებით). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს სტატია Vidby-ს საიტზე და გააგზავნეთ თქვენი შეკითხვებიაქ.
WellSaid Labs WellSaid Labs არის ინდუსტრიის წამყვანი სინთეზური ხმის მიმწოდებელი, რომელსაც ენდობა ათასობით კომპანია მსოფლიოში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ WellSaid Labs-ის საიტი და გააგზავნეთ თქვენი შეკითხვები აქ.
Shorthand Studios Shorthand Studios არის თარგმანის მოწინავე შესაძლებლობებით აღჭურვილი ახალი თაობის სერვისების პროვაიდერი ციფრული კონტენტის ახალბედა შემქმნელებისა და ბრენდებისთვის. სტუდია სთავაზობს 20-ზე მეტ ენაზე დუბლირების სერვისებს დღესდღეობით მოღვაწე წამყვან ბრენდებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Shorthand Studios-ის საიტი და გააგზავნეთ თქვენი შეკითხვები აქ.
Deep Media Deep Media DubSync-თან ერთად გთავაზობთ თარგმანისა და დუბლირების სერვისებს უსასყიდლოდ. ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი ეს რევოლუციური ხელსაწყო სწრაფად და შეუფერხებლად მუშაობს 20-ზე მეტ ენაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Deep Media-ს ვებსაიტი და გააგზავნეთ თქვენი შეკითხვები აქ.
XTracks XTracks უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის დუბლირების და აუდიოს აღწერის სერვისებს თქვენი კონტენტის ლოკალიზაციისთვის, ასევე ხელმისაწვდომს ხდის მას უსინათლო და ცუდი მხედველობის მქონე აუდიტორიისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ XTracks-ის ვებსაიტი.
Ollang Ollang წარმოადგენს კომპლექსური ლოკალიზაციის უნივერსალურ პლატფორმას. ის სთავაზობს სუბტიტრებს, დახურულ სუბტიტრებს, მაღალი ხარისხის სტუდიურ დუბლირებას და ხელოვნური ინტელექტის მიერ დუბლირებას ტელევიზიებს, ფილმებს, კონტენტის შემქმნელებსა და ელექტრონული სწავლების პლატფორმებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Ollang-ის ვებსაიტი და გააგზავნეთ თქვენი შეკითხვები აქ.
Dubverse Dubverse.ai უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რეალურ დროში ვიდეოს დუბლირებასა და სუბტიტრების გაკეთებას 30-ზე მეტ ენაზე თვითმომსახურების პლატფორმის საშუალებით, დაწყებული. კონტენტების შემქმნელებისთვის შექმნილი უსასყიდლო ვერსიით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს სტატია Dubverse.ai-ს ვებსაიტზე.

გააუქმეთ მესამე მხარის მიერ წვდომა

თუ აღარ გსურთ, რომ მესამე მხარეს ჰქონდეს წვდომა თქვენი Google-ის ანგარიშზე, მისი წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
13872038987995840676
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false