როგორ ჩამოვტვირთოთ ანგარიშები Studio-ს კონტენტის მენეჯერის მეშვეობით

These features are only available to partners who use YouTube Studio Content Manager.
შემოსავლებისა და ეფექტიანობის საბოლოო მონაცემების ამსახველი CSV ფორმატის ფაილების ჩამოტვირთვა შესაძლებელია Studio-ს კონტენტის მენეჯერიდან. ეს ანგარიშები ავტომატურად გენერირდება და ხელმისაწვდომია 60 დღის განმავლობაში. 60 დღის შემდეგ ანგარიშები იშლება, მონაცემთა შენახვის პოლიტიკის შესაბამისად.

როგორ ჩამოვტვირთოთ ანგარიშები

იმისთვის რომ იპოვოთ და ჩამოტვირთოთ ანგარიშები Studio-ს კონტენტის მენეჯერში:

  1. შედით Studio-ს კონტენტის მენეჯერში.
  2. მარცხენა მენიუდან, აირჩიეთ ანგარიშები .
  3. გვერდის ზედა ნაწილში აირჩიეთ ანგარიშის ტიპი, რომლის ჩამოტვირთვაც გსურთ. შეიტყვეთ მეტი ანგარიშების ტიპების შესახებ.
  4. წარწერა „ნახვა“-ს გასწვრივ, აირჩიეთ „ყოველკვირეული“, ან „ყოველთვიური“.
    • ყოველკვირეული ანგარიშები ავტომატურად ასახავს უკანასკნელ 2 თვეს. 2 თვეზე უფრო ძველი ანგარიშები ჩვენი მონაცემთა ბაზებიდან იშლება.
    • ყოველთვიური ანგარიშები, რომლებიც მოიცავს შემოსავლებს, ავტომატურად ასახავს უკანასკნელ 2 თვეს. წინა თვეების ჯამური თანხების სანახავად, აირჩიეთ გაფართოებული ხედი.
  5. აირჩიეთ ანგარიშის ვერსია, რომლის ჩამოტვირთვაც გსურთ (მაგ. ვერსია 1.0, ვერსია 1.1).
  6. დააწკაპუნეთ ანგარიშის სახელზე მის ჩამოსატვირთად.
Microsoft Excel-ს Macintosh-ზე არ აქვს UTF-8 კოდირების მხარდაჭერა. თუ თქვენი მეტამონაცემები შეიცავს ნებისმიერ არა-ლათინურ სიმბოლოებს, გამოიყენეთ ელცხრილის სხვა რედაქტორი, როგორიცაა Google Sheets.

ხელმისაწვდომი ანგარიშები

ფინანსური შეჯამება

ჩანართი „ფინანსური შეჯამება” მოიცავს გადახდების შეჯამების ანგარიშს. ეს ანგარიში წარმოადგენს თქვენი შემოსავლებისა და მათი კორექტირებების მიმოხილვას. ძირითადად, იგი ქვეყნდება ყოველი თვის 17 რიცხვის შემდეგ.

გადახდის შემაჯამებელი ანგარიში
ანგარიშის დასახელება აღწერილობა
გადახდის შეჯამება გადახდის შეჯამების ანგარიშში ასახულია თქვენი მთლიანი შემოსავალი, რომელიც დაყოფილია შემოსავლის წყაროების (მაგალითად, რეკლამები, გამოწერები, ტრანზაქციები) მიხედვით. ის ასევე მოიცავს კორექტირებებს. მთლიანი შემოსავლის ანგარიშები მოცემულია აშშ დოლარში და თქვენი ანგარიშსწორების ვალუტაში.

ფინანსური ანგარიშები

ეს ანგარიშები მოიცავს ფინანსური შემოსავლების მონაცემებს და, როგორც წესი, ქვეყნდება ყოველი თვის 10-დან 14 რიცხვამდე.

ფინანსური ანგარიშები
ანგარიშის დასახელება აღწერილობა
სარეკლამო შემოსავლები

ამ ანგარიშში შესულია იმ ვიდეოების შემოსავლებისა და ნახვების მონაცემები, რომლებიც რეკლამისგან შემოსავალს იღებენ.

გამოწერების შემოსავლები გამოწერების შემოსავლების ანგარიში მოიცავს YouTube Music, Google Play Music და YouTube Premium შემოსავლებს.
ტრანზაქციების შემოსავალი 

ტრანზაქციების შემოსავალი მოიცავს შემოსავალს ფილმების გაქირავებიდან (EST) და ვიდეოების გაქირავებიდან (VOD).

ტრანზაქციების შემოსავლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ კინოსა და ტელევიზიების პარტნიორებისთვის.

აუდიო დონის შემოსავალი აუდიო დონის შემოსავლების ანგარიში მოიცავს YouTube Music შემოსავლებს მომხმარებლებისგან, რომლებიც:
  • უსმენენ არა მათ მიერ მოთხოვნილ მუსიკას, არამედ შემოთავაზებულ მუსიკას, რადიოს პრინციპით.
  • იყენებენ უეკრანო მოწყობილობებს Google Assistant-ის დახმარებით (მაგ. Google Home)
რეკლამების კორექტირების შემოსავალი

რეკლამების კორექტირების შემოსავლის ანგარიში აჯამებს სარეკლამო შემოსავლის კორექტირებებს. ეს შეიძლება მოიცავდეს სადავო მონეტიზაციიდან მიღებულ შემოსავალს ან შემოსავალს აქტივის კონფლიქტის მოგვარებიდან.

ეს ანგარიში ქვეყნდება მხოლოდ მაშინ, როცა მოცემულ თვეში ხდება შემოსავლის კორექტირება.

არხის დონის კორექტირება

არხის დონის კორექტირების ანგარიში მოიცავს იმ არხების შემოსავლისთვის გამოკლებულ და დაბრუნებულ თანხას (სიტუაციიდან გამომდინარე), რომელთაც დაარღვიეს YouTube არხის მონეტიზაციის წესები. ანგარიშში მოცემული ინფორმაცია დაყოფილია არხებისა და მათი შესაბამისი ვალუტის კოდის მიხედვით. ასევე, მოიცავს შემოსავლიდან გამოკლების მიზეზებსაც.


აღნიშნული ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ არამუსიკალური CMS პარტნიორებისა და MCN-A პარტნიორებისთვის.

გამოწერებიდან მიღებული კორექტირებული შემოსავალი

გამოწერის კორექტირების შემოსავლის ანგარიში აჯამებს გამოწერების შემოსავლების კორექტირებებს.

ეს ანგარიში ქვეყნდება მხოლოდ მაშინ, როცა მოცემულ თვეში ხდება შემოსავლის კორექტირება.

ფასიანი ფუნქციები ფასიანი ფუნქციების ანგარიში მოიცავს შემოსავლებს მომდევნო ფუნქციებიდან:
  • Super Chat შენაძენები (SCT)
  • წევრობები (SPT)
  • Super Stickers (SST)
  • BrandConnect (YTBC)
სხვა ანგარიშები მორგებული ანგარიშები (არ არის ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის).

ეფექტურობის ანგარიშები

როგორც წესი, ეფექტურობის ანგარიშები ყოველკვირეულად ქვეყნდება ზოგიერთი ანგარიში შეიძლება უფრო ხშირად გამოქვეყნდეს. ხელმისაწვდომია ეფექტურობის მომდევნო ანგარიშები

  • ვიდეოების ანგარიში
  • აქტივების ანგარიში
  • ციფრული ანაბეჭდები
  • მოთხოვნების ანგარიში
  • კამპანიის ეფექტურობის ანგარიში
ეფექტურობის ანგარიშები
ანგარიშის დასახელება აღწერილობა
ვიდეოები ვიდეოების ანგარიში მოიცავს:
  • ვიდეოს სტატუსი
  • რეკლამების ჩვენება
  • ნახვების რაოდენობა
  • აქტივის ID
  • წესები

ვიდეოების ანგარიში ხელმისაწვდომია კვირაში სამჯერ. ის არ მოიცავს შემოსავლების მონაცემებს.  

თუ ვიდეოზე პრეტენზიას აცხადებს რამდენიმე აქტივი, სვეტში „აქტივის ID“ იხილავთ რამდენიმე აქტივის ID-ს, თუმცა, აქტივების მეტამონაცემების მხოლოდ ერთ ნაკრებს.

აქტივები აქტივების ანგარიში მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენი აქტივების შესახებ. არსებობს აქტივების ანგარიშების 3 ტიპი: 
  • აქტივების ანგარიში
  • აქტივის კონფლიქტების ანგარიში
  • აქტივების (წილების) ანგარიში
ამ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია, რომელიც არ არის მოყვანილი სხვა ანგარიშებში, მოიცავს:
  • ტერიტორიები, რომლებზეც ვრცელდება საკუთრების უფლება
  • აქტივის ტიპი
  • შემადგენელი აქტივის ID
  • აქტიური და არააქტიური ანაბეჭდები
  • დამთხვევისას მოქმედი წესები
ეს დოკუმენტი იდეალურია პარტნიორებისთვის, რომლებსაც სურთ:
  • შეამოწმონ აქტივების ნაკრები, რათა დარწმუნდნენ საკუთრების შესახებ ინფორმაციის სიზუსტეში.
  • დაუკავშირონ შემადგენელი აქტივების ID-ები სინთეზირებული აქტივების ID-ებს
  • ნახონ ყველა აქტივი, რომელსაც დამთხვევისას მოქმედი შესაბამისი წესები აქვს
ეს ანგარიშები ყოველდღიურად ქვეყნდება (ხელმისაწვდომობის შემთხვევაში). 
მითითებები

ციფრული ანაბეჭდების ანგარიშში მოცემულია ყველა აქტიური საინფორმაციო ფაილი და მათთან დაკავშირებული დამთხვევები.

მოთხოვნები

მოთხოვნების ანგარიში მოიცავს ყველა აქტიური მოთხოვნის ჩამონათვალს, რომელიც უკავშირდება ანგარიშს. ასევე მათთან დაკავშირებულ ატრიბუტებსა და პარამეტრებს. 

კამპანიები

კამპანიის ეფექტურობის ანგარიში გიჩვენებთ, რამდენად ხშირად დააწკაპუნეს სათანადო ვიდეოებში განთავსებულ კამპანიის ბარათებზე.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
16086162971348365512
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false