შეამოწმება იმისა, არის თუ არა თქვენი ვიდეოს აუდიტორია დაყენებული როგორც ავშვებისთვის შექმნილი

განურჩევლად თქვენი მდებარეობისა, შემქმნელები სამართლებრივად ვალდებულები არიან შეესაბამებოდნენ ბავშვების ინფორმაციის ონლაინ კონფიდენციალურობის დაცვის აქტის და/ან სხვა კანონების მოთხოვნებს. თქვენ მოგეთხოვებათ, გვითხრათ, თუ თქვენი ვიდეოები ბავშვებისთვის შექმნილია

იმისთვს, რომ დაგეხმაროთ მოთხოვნებთან შესაბამისობაში, 2019 წლის ნოემბერში შემოვიღეთ აუდიტორიის ახალი პარამეტრი YouTube Studio-ში. მოცემულ პარამეტრში შეგიძლიათ მიუთითოთ, არის თუ არა თქვენი კონტენტი ბავშვებისთვის შექმნილი. შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი აუდიტორია:

  • არხის დონეზე, რაც დააყენებს მთელ თქვენს მომავალ და არსებულ კონტენტის კონტენტს როგორც „ბავშვებისთვის შექმნილი“ ან „არ არის ბავშვებისთვის შექმნილი“. 
  • ან, ვიდეოს დონეზე. ამ ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, უნდა დააყენოთ თითოეული არსებული და ახალი ვიდეოს აუდიტორია როგორც „ბავშვებისთვის შექმნილი“ ან „არ არის ბავშვებისთვის შექმნილი“. 

შემოწმება იმისა, ხომ არ არის თქვენი ვიდეოს აუდიტორია დაყენებული როგორც „ბავშვებისთვის შექმნილი“

შეგიძლიათ შეამოწმოთ, თქვენი ვიდეოს ბავშვებისთვის შექმნილის პარამეტრი თქვენ მიერაა დაყენებული თუ YouTube-ს მიერ. შეიტყვეთ, რა ხდება, როდესაც თქვენი კონტენტი დაყენებულია როგორც ბავშვებისთვის შექმნილი.

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ კონტენტი.
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ: ფილტრი  და აირჩიეთ თქვენი ფილტრ(ებ)ი:
    • ბავშვებისთვის შექმნილი (დაყენებულია თქვენ მიერ): ყველა ვიდეო, რომელსაც დააყენებთ როგორც „ბავშვებისთვის შექმნილი“. 
    • დაყენებულია პარამეტრი „ბავშვებისთვის შექმნილი“ (YouTube-ის მიერ): ყველა ვიდეო, რომელიც YouTube-მა დააყენა როგორც „ბავშვებისთვის შექმნილი“.
    • არ არის ბავშვებისთვის შექმნილი: ყველა ვიდეო, რომელიც დააყენებთ როგორც „არ არის ბავშვებისთვის შექმნილი“. 
    • არ არის დაყენებული: ყველა ვიდეო, რომელსაც არ აქვს პარამეტრი „ბავშვებისთვის შექმნილი“.  

ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ შეზღუდვები YouTube Studio აპში თქვენს მობილურ მოწყობილობაზე.

 

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
12936070169885972024
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false