ჩემი არხი უარყოფილი იქნა მონეტიზაციის გამო — ხშირად დასმული შეკითხვები

რატომ მივიღე უარი მონეტიზაციაზე?

თუ თქვენი განაცხადი YouTube პარტნიორთა პროგრამაში (YPP) მონაწილეობაზე უარყოფილ იქნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ადამიანი მიმომხილველების აზრით, თქვენი არხის მნიშვნელოვანი ნაწილი არ აკმაყოფილებს ჩვენს წესებს და მითითებებს. იმისთვის, რომ შეიტყოთ შემდეგი ნაბიჯების შესახებ, იხილეთ მოცემული სტატიის სხვა შეკითხვები.

შემიძლია განაცხადის კვლავ წარდგენა?

დიახ. თუ ეს თქვენი პირველი განაცხადია, შეგიძლიათ წარადგინოთ ხელახალი განაცხადი YouTube პარტნიორთა პროგრამაში მონაწილეობაზე უარყოფის წერილის მიღებიდან 30 დღეში. თუ ეს არ არის თქვენ მიერ მიღებული პირველი უარი ან თუ მანამდე წარადგინეთ ხელახალი განაცხადი, შეგიძლიათ მისი წარდგენა უარყოფის წერილის მიღებიდან 90 დღეში. ხელახალი განაცხადის წარდგენამდე მოგიწოდებთ, გადახედოთ თქვენს არხს წესების დარღვევასთან დაკავშირებით.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი არხის YouTube პარტნიორთა პროგრამაში (YPP) მონაწილეობაზე უარი არასწორად მიიღეთ, 21 დღის განმავლობაში გააგზავნეთ აპელაცია, განაცხადის შეტანის მცდელობების რაოდენობის მიუხედავად. 

რა შემიძლია გავაკეთო, რომ უფრო სავარაუდო იყოს ჩემს განაცხადზე თანხმობის მიღება?

ჩვენ ვერ დაგპირდებით, რომ მონეტიზაციას შეძლებთ თქვენი არხის პრობლემების გამოსწორების შემდეგ. მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია გარკვეული ზოგადი მითითებები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი არხის პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევაში.

  1. გაეცანით უარყოფის წერილს. მასში მითითებული იქნება კონკრეტული წესები, რომლებსაც თქვენი არხი არღვევდა.
  2. შემდეგ გადახედეთ და შეადარეთ თქვენი კონტენტი (ვიდეოები, სათაურები, ესკიზები და თეგები) ჩვენს YouTube არხის მონეტიზაციის წესებს და საზოგადოების წესდებას.
  3. შემდეგი ნაბიჯი კი იმ ნებისმიერი ვიდეოს რედაქტირება ან წაშლაა, რომელიც ჩვენს წესებს არღვევს

თუ განაცხადს ხელახლა წარადგენთ, ჩვენი გუნდი კიდევ ერთხელ გულდასმით განიხილავს თქვენს კონტენტს. ჩვენ გამოგიგზავნით ელფოსტას, რათა შეგატყობინოთ პროცესის დასრულების დრო (ამას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება). შეგიძლიათ, ასევე, შეამოწმოთ თქვენი განაცხადის სტატუსი YouTube Studio-ს სექციაში „გამომუშავება“.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
11983527343032899619
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false