„ხმოვანი ჩანაწერის წილები“ მუსიკალური ლეიბლებისთვის

ამ სტატიაში აღწერილი ფუნქციები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც იყენებენ YouTube-ის კონტენტის ID-ის დამთხვევის სისტემას.

„ხმოვანი ჩანაწერის წილები“ საშუალებას გაძლევთ უფრო დეტალურად გაეცნოთ და აკონტროლოთ, თქვენი უფლებები და მონაცემები, რომლებიც კონტენტის ID-ის ხმოვანი ჩანაწერების ობიექტებშია წარმოდგენილი.

ხმოვანი ჩანაწერების სისტემაში თქვენ დაინახავთ, რომ თითოეული უნიკალური ISRC-თვის (ჩაწერის კოდის საერთაშორისო სტანდარტი) შეიქმნა „ხმოვანი ჩანაწერის წილების“ ობიექტი, რომელიც ატვირთეთ YouTube-ზე. სურვილისამებრ, ერთი და იგივე ISRC შეგიძლიათ მიუთითოთ რამდენიმე „ხმოვანი ჩანაწერის უფლების წილზე“, თუ ისინი ატვირთულია სხვადასხვა მორგებული ID-ს გამოყენებით.

ხმოვანი ჩანაწერის ობიექტისგან განსხვავებით, „ხმოვანი ჩანაწერის წილი“ მოიცავს მხოლოდ მეტამონაცემებს და ინფორმაციას მფლობელობისა და პოლიტიკის შესახებ, რომელიც ატვირთულია ერთი მფლობელის მიერ. საკუთარ „ხმოვანი ჩანაწერის წილების“ ნახვა და რედაქტირება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.

ობიექტებზე ISRC-ების დამატება საშუალებას გაძლევთ შეინახოთ წინა ატვირთული ვერსიის მეტამონაცემები ობიექტის განახლების ან გაერთიანების დროს. „აუდიოჩანაწერზე უფლების წილები“ ასევე საშუალებას გაძლევთ უფრო მარტივად გაუგზავნოთ ანგარიშები შესაბამის ხმის ჩამწერ ლეიბლს ან მუსიკოსს იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი, თუმცა არაიდენტური ხმოვანი შაბლონები კონტენტის ID-ს მიერ მიჩნეულია დუბლიკატად და დაკავშირებულია ერთსა და იმავე ხმოვანი ჩანაწერის ობიექტთან.

ხშირად დასმული შეკითხვები

სად ვიპოვო ჩემი „ხმოვანი ჩანაწერის წილების“ ობიექტები; როგორ გამოიყურება ისინი?

ხმოვანი ჩანაწერების ობიექტებში თქვენ დაინახავთ ხმოვანი ჩანაწერის ჩანართს. განყოფილებაში „თქვენი წილები“ დაინახავთ თქვენს საკუთრებაში არსებულ ყველა „ხმოვანი ჩანაწერის წილს“.

„ხმოვანი ჩანაწერის წილის“ დასახელებაზე დაწკაპუნებით გაიხსნება დეტალების გვერდი. „ხმოვანი ჩანაწერის წილის“ თითოეული ობიექტი შეიცავს უნიკალურ ობიექტის ID-ს და ორ ჩანართს: მეტამონაცემები და მფლობელობა და პოლიტიკა. ჩანართები მეტამონაცემები და მფლობელობა და პოლიტიკა აუდიოჩანაწერის ობიექტის ჩანართების ანალოგიურია, თუმცა მათში ნაჩვენებია მხოლოდ კონკრეტულ „ხმოვანი ჩანაწერის წილთან“ დაკავშირებით თქვენ მიერ მოწოდებული მეტამონაცემები და მფლობელობის და პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია.

თქვენ შეგიძლიათ ამ ინფორმაციის რედაქტირება, რისთვისაც უნდა დააწკაპუნოთ ფანქრის ფორმის სიმბოლოზე „რედაქტირება“ . ასევე შეგიძლიათ კონკრეტულ „ხმოვანი ჩანაწერის წილის“ მეტამონაცემების დათვალიერება, რისთვისაც უნდა აირჩიოთმეტამონაცემების შედარება.

გაითვალისწინეთ, რომ თუ „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ ობიექტი შექმნილია 2019 წლის თებერვლამდე, მეტამონაცემების შედარების განყოფილებაში შეიძლება გამოჩნდეს ერთზე მეტი ISRC. „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ ოფიციალურ ISRC კოდად ითვლება მხოლოდ ბოლოს შეყვანილი ISRC.

აუცილებელია თუ არა მორგებული ID „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ ობიექტისთვის?

მორგებული ID არ არის სავალდებულო ველი. მორგებული ID და ISRC ერთად ქმნის უნიკალურ „გასაღებს“, რომელიც საჭიროა „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ ობიექტის შესაქმნელად, თუმცა მორგებული ID-ის მითითება არ არის სავალდებულო. თუ გსურთ ერთი ISRC-ით „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ რამდენიმე ობიექტის შექმნა, მათი ერთმანეთისგან განსხვავების მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ მორგებული ID.

შესაძლებელია თუ არა „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ წაშლა?

„ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ წაშლის ოფიციალური მეთოდი არ არსებობს. თუმცა, რადგან ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მხოლოდ „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ ობიექტზე ბოლოს დამატებულ მეტამონაცემებს და მფლობელობის და პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას, „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ ინფორმაციის სწორად ასახვის საუკეთესო გზა მისი რედაქტირებაა, რისთვისაც კონტენტ მენეჯერში უნდა დააწკაპუნოთ ფანქრის ფორმის სიმბოლოზე „რედაქტირება“ ან ატვირთოთ განახლებული მონაცემები.

ჩვენ მალე დავამატებთ ფუნქციას, რომლითაც შეძლებთ „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ ობიექტების გაერთიანებას ზედმეტი, უსარგებლო წილის ობიექტების „წასაშლელად“.

„ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ მფლობელობის და პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის რომელი ნაწილი ვრცელდება შესაბამის ხმოვანი ჩანაწერის ობიექტზე?

ამ მომენტისთვის, თქვენი „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ ობიექტის მფლობელობის და პოლიტიკის შესახებ ინფორმაციად ჩაითვლება თქვენ მიერ ბოლოს დამატებული ან ბოლოს განახლებული ინფორმაცია მფლობელობისა და პოლიტიკის შესახებ.

სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ გავაუმჯობესოთ ეს ალგორითმი, რის შემდეგაც „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ თქვენი ყველა ობიექტის მფლობელობის ინფორმაცია გაერთიანდება და არჩეული იქნება ყველაზე სრულყოფილი ინფორმაცია მფლობელობის შესახებ და ყველაზე მკაცრი პოლიტიკა, რომელიც გამოყენებულ იქნება თქვენს ყველა „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილზე“ და თქვენ მიერ დამატებულ ყველა ISRC-ზე, ობიექტების გაერთიანების შემთხვევაშიც კი.

როგორ ავიცილო თავიდან „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ მფლობელობასთან დაკავშირებული შეუსაბამობები?

„ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ მფლობელობასთან დაკავშირებული შეუსაბამობა გამორიცხულია, რადგან „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ თითოეულ ობიექტს მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავს.

მფლობელობასთან დაკავშირებულ შეუსაბამობებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ხმოვანი ჩანაწერის ობიექტის დონეზე, როდესაც ობიექტის ყველა მფლობელი ამატებს ან აახლებს „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ მონაცემებს კონკრეტული აუდიოჩანაწერის ობიექტისთვის. შეიტყვეთ მეტი.

მფლობელობასთან დაკავშირებული შეუსაბამობების ნახვა შესაძლებელია როგორც მფლობელობის და პოლიტიკის, ასევე აუდიოჩანაწერის ჩანართებში.

აქვს თუ არა „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილს“ შაბლონები და ახდენს თუ არა გავლენას საჩივრებზე?

„ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილები“ არ არის დაკავშირებული შაბლონებთან და არ ახდენს გავლენას საჩივრებზე.

„ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილები“ შეიძლება შეიქმნას ახალი შაბლონების ატვირთვის დროს, თუმცა შაბლონები და საჩივრები ასოცირებულია აუდიოჩანაწერის ობიექტთან.

ახდენს თუ არა გავლენას „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილები“ კონტენტის მიწოდების ფუნქციის მეშვეობით აუდიოჩანაწერების განახლებების გაგზავნაზე?

„ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილები“ კონტენტის მიწოდების ფუნქციის მეშვეობით აუდიოჩანაწერების განახლებების გაგზავნაზე გავლენას არ ახდენს.

როდესაც აგზავნით აუდიოჩანაწერის ობიექტის განახლებას:

  • თუ თქვენ მიერ მითითებული ISRC არ ემთხვევა თქვენს „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ ბოლოს მითითებულ ISRC-ს, შეიქმნება ახალი „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილი“.
  • თუ თქვენ მიერ მითითებული ISRC ემთხვევა თქვენს „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ ბოლოს მითითებულ ISRC-ს, „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ მონაცემები განახლდება.
  • თუ თქვენ მიერ მითითებული ISRC ემთხვევა აუდიოჩანაწერზე უფლების ერთზე მეტი წილის ბოლოს მითითებულ ISRC-ს და მათი განსხვავებისთვის არ არის დამატებული მორგებული ID, განახლდება იმ „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ მონაცემები, რომელზეც პირველად იქნა მითითებული ეს ISRC.

რა მოხდება, თუ არ დავამატებ ISRC-ებს ჩემს აუდიოჩანაწერის ობიექტებს?

ISRC-ების დამატება უნდა მოხდეს ყოველთვის, როდესაც ეს შესაძლებელია, რადგან ეს იდენტიფიკატორები მოთხოვნილია აუდიოჩანაწერების დარგობრივი სტანდარტის მიერ; თუმცა თუ არ გაქვთ ამ ჩანაწერის ISRC, მაინც შესაძლებელია აუდიოჩანაწერის ატვირთვა მორგებული ID-ის ან ობიექტის ID-ის მითითებით. „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილი“ იქმნება თქვენ მიერ აუდიოჩანაწერის ობიექტის ატვირთვის შემდეგ, თუმცა თუ ობიექტზე არ არის მითითებული ISRC, ეს მონაცემები შეიძლება ჩანაცვლდეს შემდგომი განახლებების ატვირთვის დროს.

როგორ მოვძებნო კონკრეტული „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილი“?

„ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილების“ მოძიება შეუძლებელია ობიექტების სიაში „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ ID-ის გამოყენებით; თუმცა თქვენ შეგიძლიათ მისი მოძიება იმ აუდიოჩანაწერის ობიექტის ID-ის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ამ „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ ობიექტს. როგორც ალტერნატივა, „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ მოძიების კიდევ ერთი ვარიანტია მასზე ბოლოს დამატებული ჩაწერის კოდის საერთაშორისო სტანდარტის გამოყენება.

ჩანს თუ არა „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილები“ YouTube ანალიტიკაში?

„ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილების“ შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული YouTube ანალიტიკაში. YouTube ანალიტიკაში ძიებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ აუდიოჩანაწერის ობიექტის ID. „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ მონაცემების ჩამონათვალის სანახავად შეგიძლიათ გამოიყენოთ „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ ჩამოტვირთვადი ანგარიში.

როგორ ვნახოთ „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილები“ ჩამოტვირთვად მოხსენებები?

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილი“ და მათთან დაკავშირებული მეტამონაცემები ახალი ობიექტის წილის ანგარიშში, რისთვისაც უნდა გადახვიდეთ თქვენის კონტენტის მენეჯერში და აირჩიოთ განყოფილება „მოხსენებები > ობიექტი“.

„ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილები“ არ არის მოცემული რაიმე სხვა მეტამონაცემებში ან ჩამოტვირთვად ფინანსურ ანგარიშებში. ყველა სხვა ანგარიშში ნაჩვენები მეტამონაცემები იქნება თქვენ მიერ ბოლოს ატვირთული მეტამონაცემები ან თუ ეს უკანასკნელი არ აგიტვირთიათ, ეკრანზე ასახული მეტამონაცემები.

თუმცა, რადგან ობიექტის წილის ანგარიშში ნაჩვენებია „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილის“ ID-ს და მასთან ასოცირებული აუდიოჩანაწერის ობიექტის ID-ს უფრო დეტალური მონაცემები, ISRC-ს გამოყენებით შეგიძლიათ მოიძიოთ ეს ინფორმაცია სხვა ანგარიშებში, რაც დაგეხმარებათ უკეთ გაეცნოთ ჩანაწერის ლეიბლს ან შემსრულებელს.

მაგალითად, თუ თქვენ ატვირთეთ სიმღერის ახალი ვერსია, რომელსაც მიუთითეთ ISRC და ის აღმოჩნდა დაკავშირებული იმავე ხმოვანი ჩანაწერის ობიექტთან, რომელთანაც დაკავშირებული იყო საკუთარი უნიკალური ISRC-ს მქონე ორიგინალი ვერსია, ობიექტის წილის ანგარიშში ცალ-ცალკე გამოჩნდება ორიგინალი და ახალი ვერსიის „ხმოვან ჩანაწერზე უფლების წილი“, რომლებიც დაკავშირებული იქნება ერთი და იმავე ხმოვანი ჩანაწერის ობიექტის ID-ისთან. თუ აღნიშნული ვერსიები ეკუთვნის სხვადასხვა ხმის ჩამწერ ლეიბლს, თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ ეს მონაცემები ფინანსურ ანგარიშებში წარმოდგენილ ინფორმაციას, რაც დაგეხმარებათ შეაფასოთ, თუ რამდენად ეფექტიანად გამოიყენება კონტენტის ID ამ ლეიბლების მიერ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
3264497956237576830
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false