სუპერ ჩეთის ან Super Sticker-ის ყიდვა

შენიშვნა: ზოგიერთი ახალი სუპერ ჩეთის, Super Stickers-ის ან Super Thanks-ის YouTube-ის Android აპში შესყიდვის ბილინგი განხორციელდება Google Play-ს მიერ. თანხის ჩამოჭრა გავლენას არ მოახდენს ფასზე ან ღირებულებაზე. თანხის ახალი ჩამოჭრისა და ბილინგის წესების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გახსენით pay.google.com.

გახადეთ პირდაპირი ჩეთის შეტყობინებები გამორჩეული სუპერ ჩეთისა და Super Stickers-ის მეშვეობით. სუპერ ჩეთისა და ყიდვის დროს შეგიძლიათ გამოყოთ თქვენი შეტყობინება პირდაპირი ჩეთის არხში. Super Stickers-ის მეშვეობით ნახავთ ციფრულ ან ანიმაციურ შეტყობინებას, რომელიც პირდაპირი ჩეთის არხში ამოხტება. შეიტყვეთ მეტი ხელმისაწვდომობისა და სისტემის მოთხოვნების შესახებ. შემქმნელები მიიღებენ სუპერ ჩეთისა და Super Stickers-ის შემოსავლების უმეტესობას.

სუპერ ჩეთის ან Super Sticker-ის შეძენა

კომპიუტერიდან სუპერ ჩეთის ან Super Sticker-ის შესაძენად მიჰყევით ამ ინსტრუქციას:
  1. პირდაპირ ჩეთში შეხებით აირჩიეთ დოლარის ნიშანი. პირდაპირი ჩეთი უნდა იყოს ხილული.
  2. აირჩიეთ მოცემულიდან ერთ-ერთი:
    1. Super Sticker and then მოიძიეთ სტიკერების სასურველი ნაკრები and then და შესაძენად აირჩიეთ ცალკეული სტიკერი.
    2. სუპერ ჩეთი and then რაოდენობის შესარჩევად ჩაავლეთ და გადაიტანეთ სლაიდერი ან მიუთითეთ სასურველი ოდენობა and then სურვილისამებრ, დაამატეთ შეტყობინება.
      • ჩეთის არხის თავში ჩამაგრებული შენაძენის ფერი და დრო დამოკიდებულია დახარჯულ თანხაზე. 
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ ყიდვა და გაგზავნა.
  4. შეძენის დასასრულებლად მიჰყევით ინსტრუქციას.

სუპერ ჩეთის ან Super Sticker-ის შეძენის შემდეგ:

  • შეიძლება ჩავამაგროთ თქვენი სუპერ ჩეთი ან Super Sticker პირდაპირი ჩეთის არხის თავში, შენაძენის ღირებულებიდან გამომდინარე. უკუათვლის მაჩვენებელი გაჩვენებთ, თუ რამდენ ხანს იქნება ჩამაგრებული თქვენი სუპერ ჩეთი ან Super Sticker. შემქმნელს შეუძლია, თქვენი უკუათვლის ამოწურვამდე დაასრულოს პირდაპირი ჩეთი ან პირდაპირი სტრიმინგი. Super Sticker-სა და სუპერ ჩეთს სხვა ვიდეოებზე ვერ გადაიტანთ.
  • როცა სუპერ ჩეთს ან Super Sticker-ს შეიძენთ, შეიძლება საჯაროდ გამოვაცხადოთ შენაძენთან დაკავშირებული ნიშანსვეტი, მაგალითად, თქვენი პირველი სუპერ ჩეთის შენაძენი, რათა ეს თქვენთან ერთად სხვებმაც აღნიშნონ. შეძენამდე იხილავთ ნიშანსვეტის აღნიშვნის წინასწარ ვერსიას. თქვენი ნიშანსვეტები გამომდინარეობს შეძენის ისტორიიდან, რომელიც მდებარეობს განყოფილებაში ჩემი აქტივობა.
  • შემქმნელი ან სხვა მნახველები შეძლებენ თქვენს სუპერ ჩეთთან ინტერაქციას პირდაპირი ჩეთის არხში, მისი „გულით მონიშვნის“ ან „მოწონების“ გზით. თუ მომხმარებელი „მოიწონებს“ სუპერ ჩეთის შეტყობინებას, ის გამოჩნდება პირდაპირ სტრიმინგში, მაგრამ არ შეინახება, მაგ., პირდაპირი სტრიმინგის არქივში.
შენიშვნები:
  • შენიშვნა: თქვენი სუპერ ჩეთი ან Super Sticker, არხის სახელი, პროფილის სურათი და შესყიდვის თანხის ოდენობა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
  • ისევე, როგორც ყველაფერი YouTube-ზე, იქნება ეს სუპერ ჩეთი თუ Super Sticker-ები, რომლებსაც აგზავნით, ის უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს საზოგადოების წესდებას.
  • YouTube აღრიცხავს თქვენი შენაძენების რაოდენობას, რათა მიიღოთ საზოგადოების მხრიდან დაფასება შენაძენების ნიშანსვეტებისთვის. თუ არ გსურთ შენაძენების ნიშანსვეტებში მონაწილეობა, გადადით განყოფილებაში ჩემი აქტივობა და წაშალეთ შენაძენების ისტორიული მონაცემები.

შეძენის ლიმიტები

შენაძენები, რომელთა ღირებულება არ აღემატება 5 $-ს (ან ადგილობრივი ვალუტით მის ეკვივალენტს) უკუთვლაში არ გამოჩნდება.

თქვენი ქვეყნისა და რეგიონის მიხედვით შეძენის ყოველდღიური და ყოველკვირეული ლიმიტი შეიძლება განსხვავდებოდეს. ზოგადად, დღეში შეგიძლიათ, დახარჯოთ მაქსიმუმ 500 $, ხოლო კვირაში — 2000 $ (ან შესაბამისი ეკვივალენტი ადგილობრივ ვალუტაში), მომდევნო პუნქტებზე:

  • სუპერ ჩეთები
  • Super Stickers
  • Super Thanks
  • 3-ვეზე ერთად

ჩეთის მოდერაცია

ჩეთის ყველა შეტყობინებას, მათ შორის, ტექსტურს და გრაფიკულს, შეიძლება მოდერაცია გაუწიოს შემქმნელმა და YouTube-მა. მოდერირებული ჩეთები შეიძლება ამოიშალოს იყოს ხედიდან თქვენ და/ან სხვების მიერ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით, წინასწარი შეტყობინების გარეშე.

გარდა ამისა, შეგიძლიათ სუპერ ჩეთისა და Super Sticker-ის ამოშლაც, რომლებიც შეიძინეთ და გაგზავნეთ. დაწკაპუნებით აირჩიეთ მეტი '' and then ამოშლა.

მოდერირებული ან ამოშლილი სუპერ ჩეთების და Super Stickers-ის თანხა არ დაგიბრუნდებათ. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით YouTube-ის მხარდაჭერის გუნდს ან გაეცანით ჩვენს ანაზღაურების დებულებას.

სუპერ ჩეთის და Super Sticker-ის წესები

ისევე, როგორც ყველაფერი YouTube-ზე, იქნება ეს სუპერ ჩეთი თუ Super Sticker-ები, რომლებსაც აგზავნით, ის უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს საზოგადოების წესდებას.

ასევე, უნდა გააგრძელოთ შესაბამისი კანონმდებლობის დაცვა, რასაც მოითხოვს YouTube-ის მომსახურების პირობები. თანხა, რომელსაც სუპერ ჩეთებსა და Super Stickers-ებზე დახარჯავთ, შეიძლება განსხვავებულად აღირიცხოს იმის მიხედვით, თუ როგორი კანონმდებლობა ვრცელდება თქვენზე და თქვენს აქტივობებზე. გაითვალისწინეთ, რომ სუპერ ჩეთი და Super Stickers არ წარმოადგენს სახალხო დაფინანსების ან შემოწირულების საშუალებას. თქვენ პასუხისმგებელი ხართ მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე, მათ შორის, იმაზე, შეგიძლიათ, თუ არა სუპერ ჩეთებისა და Super Stickers-ის ყიდვა.

Super Stickers-ის საავტორო უფლებების დარღვევის გასაჩივრება

თუ ფიქრობთ, რომ Super Sticker არღვევს თქვენს საავტორო უფლებებს, გამოგვიგზავნეთ საავტორო უფლების დარღვევის შეტყობინება. ამ მოქმედებით დაიწყება სამართლებრივი პროცესი. საჩივრის გასაგზავნად საჭიროა, დაურთოთ იმ Super Sticker-ის URL, რომელიც, თქვენი აზრით, არღვევს თქვენს საავტორო უფლებებს.

საჩივრის გასაგზავნად შემდეგი ინფორმაცია უნდა გაგზავნოთ მისამართზე copyright@youtube.com:

  1. თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
    თქვენ უნდა მიუთითოთ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ და თქვენ მიერ ამოშლილი Super Sticker(s)-ის ამტვირთავი გამოვიყენებთ თქვენთან დასაკავშირებლად; ეს შეიძლება იყოს თქვენი ელფოსტის მისამართი, ფიზიკური მისამართი ან ტელეფონის ნომერი.

  2. თქვენი ნამუშევრის აღწერა, რომლის საავტორო უფლებებიც დაირღვა
    თქვენ საჩივარში მკაფიოდ და სრულად აღწერეთ საავტორო უფლებებით დაცული კონტენტი, რომლის დაცვასაც ითხოვთ. თუ თქვენი საჩივარი საავტორო უფლებებით დაცულ რამდენიმე ნამუშევარზე ვრცელდება, კანონით მოითხოვება ამგვარი ნამუშევრების სიის წარმოდგენა.

  3. თითოეული, სავარაუდოდ კონტრაფაქციული, Super Sticker-ის URL
    თქვენს საჩივარს უნდა დაურთოთ კონკრეტულად იმ Super Sticker-ის URL, რომელიც, თქვენი აზრით, არღვევს თქვენს საავტორო უფლებებს, რათა ჩვენ შევძლოთ მისი მოძიება და, საჭიროებისამებრ, ამოშლა. ზოგადი ინფორმაცია Super Sticker-ის შესახებ, მაგალითად, არხის URL ან მომხმარებლის სახელი, არ არის საკმარისი.

    • URL-ის საპოვნელად: კომპიუტერში გადადით Super Sticker-ზე ჩეთის არხში ან Super Sticker-ის შეძენის პროცესში and then მარჯვენა დაწკაპუნებით აირჩიეთ Super Sticker and then დააკოპირეთ სურათის მისამართი.

  4. უნდა დაეთანხმოთ და დაურთოთ შემდეგი განცხადება:
    „მე კეთილსინდისიერად მჯერა, რომ მასალის ისეთი სახით გამოყენება, რომელსაც ვასაჩივრებ, არ არის ნებადართული საავტორო უფლებების მფლობელის, მისი წარმომადგენლის ან კანონის მიერ“.

  5. და შემდეგი განცხადება:
    „ამ შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია სწორია,; ვაცნობიერებ, რომ ცრუ ინფორმაციის მიწოდება ისჯება კანონით და ვაცხადებ, რომ მე ვარ მფლობელი, ან მფლობელის სახელით მოქმედი უფლებამოსილი წარმომადგენელი და გამაჩნია ექსკლუზიური უფლება, რომელიც სავარაუდოდ დაირღვა“.

  6. თქვენი ხელმოწერა
    სრულყოფილი საჩივარი საჭიროებს ფიზიკურად ან ელექტრონულად ხელმოწერას საავტორო უფლებების მფლობელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც მოქმედებს უფლებების მფლობელის სახელით. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, შესაძლოა, საჭირო იყოს სრული იურიდიული სახელი (სახელი და გვარი, არა კომპანიის სახელი), რომელიც თქვენი ხელმოწერის ფუნქციას შეასრულებს საჩივრის ქვემოთ.

ტერიტორიები, სადაც სუპერ ჩეთი და Super Stickers-ები ხელმისაწვდომია

სუპერ ჩეთი და Super Stickers ხელმისაწვდომია შემდეგ მდებარეობებზე:
  • ალჟირი
  • ამერიკის სამოა
  • არგენტინა
  • არუბა
  • ავსტრალია
  • ავსტრია
  • ბაჰრეინი
  • ბელარუსი
  • ბელგია
  • ბერმუდა
  • ბოლივია
  • ბოსნია და ჰერცეგოვინა
  • ბრაზილია
  • ბულგარეთი
  • კანადა
  • კაიმანის კუნძულები
  • ჩილე
  • კოლუმბია
  • კოსტა-რიკა
  • ხორვატია
  • კვიპროსი
  • ჩეხეთის რესპუბლიკა
  • დანია
  • დომინიკელთა რესპუბლიკა
  • ეკვადორი
  • ეგვიპტე
  • სალვადორი
  • ესტონეთი
  • ფინეთი
  • საფრანგეთი
  • საფრანგეთის გვიანა
  • საფრანგეთის პოლინეზია
  • გერმანია
  • საბერძნეთი
  • გვადელუპა
  • გუამი
  • გვატემალა
  • ჰონდურასი
  • ჰონგ-კონგი
  • უნგრეთი
  • ისლანდია
  • ინდოეთი
  • ინდონეზია
  • ირლანდია
  • ისრაელი
  • იტალია
  • იაპონია
  • იორდანია
  • კენია
  • ქუვეითი
  • ლატვია
  • ლიბანი
  • ლიხტენშტაინი
  • ლიეტუვა
  • ლუქსემბურგი
  • მაკედონია
  • მალაიზია
  • მალტა
  • მექსიკა
  • მაროკო
  • ნიდერლანდები
  • ახალი ზელანდია
  • ნიკარაგუა
  • ნიგერია
  • ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები
  • ნორვეგია
  • ომანი
  • პანამა
  • პაპუა-ახალი გვინეა
  • პარაგვაი
  • პერუ
  • ფილიპინები
  • პოლონეთი
  • პორტუგალია
  • პუერტო-რიკო
  • კატარი
  • რუმინეთი
  • საუდის არაბეთი
  • სენეგალი
  • სერბეთი
  • სინგაპური
  • სლოვაკეთი
  • სლოვენია
  • სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
  • სამხრეთ კორეა
  • ესპანეთი
  • შვედეთი
  • შვეიცარია
  • ტაივანი
  • ტაილანდი
  • თურქეთი
  • ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები
  • აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები
  • უგანდა
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • გაერთიანებული სამეფო
  • შეერთებული შტატები
  • ურუგვაი
  • ვიეტნამი

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
17792426168379347170
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false