ვიდეოების შეკვეცა

კომპიუტერის გამოყენებით შეგიძლიათ ამოჭრათ თქვენი ვიდეოს დასაწყისი, შუა ნაწილი, ან დასასრული. ვიდეოს შესაკვეცად მისი ხელახალი ატვირთვა საჭირო არ არის. ვიდეოს URL, ნახვების რაოდენობა და კომენტარები უცვლელი დარჩება. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია ისეთი ვიდეოებისთვის, რომლებიც ექვს საათზე უფრო მოკლეა.

ვიდეოების შეკვეცა და ამოჭრა ვიდეო რედაქტორით YouTube Studio-ში

შენიშვნა: 100 000-ზე მეტი ნახვის მქონე დაურედაქტირებელ ვიდეოში, შეიძლება ვერ მოახერხოთ ცვლილებების შენახვა, გარდა სახეების გაბუნდოვნებისა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება YouTube პარტნიორთა პროგრამაში ჩართულ არხებზე.

გახსენით ვიდეო რედაქტორი, რომ შეკვეცოთ ან წაშალოთ თქვენი ვიდეოს მონაკვეთი.

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ კონტენტი.
  3. დააწკაპუნეთ იმ ვიდეოს სათაურზე ან ესკიზზე, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  4. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ რედაქტორი.

თქვენი ვიდეოს დასაწყისის ან დასასრულის შეკვეცა

 

  1. აირჩიეთ კვეცა და ამოჭრა . რედაქტორში გამოჩნდება ლურჯი უჯრა.
  2. გადაწიეთ ლურჯი უჯრის გვერდები. შეჩერდით, როდესაც უჯრა დაფარავს ვიდეოს იმ ნაწილს, რომლის შენარჩუნებაც გსურთ. ნებისმიერი ნაწილი, რომელიც უჯარში არ მოექცევა, ვიდეოდან მოიჭრება.
  3. აირჩიეთ შენახვა.

ვიდეოს მონაკვეთის ამოჭრა

  1. აირჩიეთ ვიდეოს კვეცა და ამოჭრა , შემდეგ დააწკაპუნეთ ახალ ფრაგმენტზე. რედაქტორში წითელი უჯრა გამოჩნდება.
  2. გადაწიეთ წითელი უჯრის გვერდები. შეჩერდით, როდესაც წითელი უჯრა დაფარავს ვიდეოს იმ ნაწილს, რომელიც გსურთ ამოშალოთ. წითელი უჯრის გარეთ დარჩენილი ნაწილი დარჩება  ვიდეოში
  3. ცვლილებების შესანახად, აირჩიეთ ამოჭრა .
  4. აირჩიეთ „შენახვა“.

თუ გსურთ შეკვეცოთ ან ამოჭრათ თქვენი ვიდეოდან კონკრეტული დროის მონაკვეთი, შეგიძლიათ, უჯრაში, შეიყვანოთ დრო. შეტანილი ცვლილებების მიმოხილვისთვის, აირჩიეთ „გადახედვა“. ვიდეოს ნაწილის ამოჭრის მოქმედების გაუქმებისთვის, დაწკაპუნებით აირჩიეთ მოქმედების გაუქმება. შეგიძლიათ დააწკაპუნოთ ცვლილებების გაუქმებას ნებისმიერ დროს, რომ გააუქმოთ თქვენი ცვლილებები.

სხვა ვარიანტები

  • აირჩიეთ მეტი '' and then ორიგინალის დაბრუნება, რომ ამოშალოთ ნებისმიერი შეუნახავი ცვლილება, რომელიც შექმენით მონახაზის სახით.
  • შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და ხელახლა ატვირთოთ თქვენი ვიდეო, რომ გამოაქვეყნოთ თქვენ მიერ განხორციელებული ცვლილებები.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
8974477044032554436
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false