მფლობელობაზე განაცხადის გაკეთება
ათწლეულების წინ ფანები თავიანთ საყვარელ სიმღერებს და ნაწარმოებებს კასეტების საშუალებით აზიარებდნენ. დღეს გაზიარება და მათით ტკბობა ონლაინ რეჟიმში გადავიდა. ათასობით ლეიბლსა და საავტორო უფლებების მფლობელს აქვს სალიცენზიო ხელშეკრულებები YouTube-თან, რათა გამოაქვეყნონ ფან-ვიდეოები და მიიღონ შემოსავალი მათგან. ისინი თანხმდებიან, რომ შესანიშნავია სამყარო, სადაც ფანები საყვარელი მუსიკოსების მიმართ სიყვარულს კონცერტის კადრებისა და რემიქსების ატვირთვით გამოხატავენ. და ისინი ხედავენ, რომ ფანების მიერ ატვირთული კონტენტი შეიძლება გახდეს პოპულარიზაციისა და გაყიდვების გაზრდის გზა.
ეს ყველაფერი შესაძლებელია, რადგან Content ID-ს საშუალებით ავტომატურად ხდება საავტორო უფლებების მართვა. როდესაც ფანი ატვირთავს ვიდეოს YouTube-ზე, მისი სკანირება ხდება კონტენტის მფლობელთა მიერ მოწოდებულ მონაცემთა ბაზაში. დამთხვევის მოძებნის შემდეგ იგი განაცხადს აკეთებს ვიდეოს საავტორო უფლებაზე კონტენტის მფლობელის სახელით და საშუალებას აძლევს მფლობელს გადაწყვიტოს ვიდეოს ბედი. მუსიკალურ კონტენტზე საავტორო უფლებაზე განაცხადის გაკეთება ხდება მხოლოდ 0,5 პროცენტის შემთხვევაში, დანარჩენ 99,5 პროცენტს ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ 99,7-პროცენტიანი სიზუსტით. ამჟამად ფანების მიერ ატვირთული კონტენტიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს YouTube-ზე მუსიკალური ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლის 50 პროცენტს.
Content ID-ს საშუალებით YouTube-ს შესაძლებლობა მიეცა მილიარდობით დოლარი გადაეხადა მუსიკალური ინდუსტრიისთვის და ეს რიცხვი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება. ზუსტად ამიტომ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ლეიბლი და მუსიკოსი ამბობს, რომ YouTube-მა თავის პლატფორმაზე „არალიცენზირებული“ მუსიკის შედინების საშუალება შექმნა, რითაც მუსიკოსებს შემოსავალს ართმევს. სიმართლე ისაა, რომ YouTube ძალიან სერიოზულად უდგება საავტორო უფლებების მართვას და ჩვენ ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ უფლებების მფლობელების მიერ თანხის გამომუშავება, იმის მიუხედავად, თუ ვინ ატვირთავს მათ მუსიკას. არც ერთი სხვა პლატფორმა არ უხდის ნებისმიერი სახის კონტენტის შემქმნელებს ამ ოდენობის თანხას, იქნებიან ისინი დიდი თუ მცირე მასშტაბის კონტენტის შემქმნელები.
მუსიკასთან დაკავშირებული ლიცენზიების საკითხების მართვა
YouTube-ზე სიმღერის ჩასართავად მრავალი სხვადასხვა სახის უფლების მოპოვებაა საჭირო და, როგორც წესი, ეს უფლებები სხვადასხვა მხარის მიერ განიკარგება. სიმღერის თითოეული გამოყენების დროს YouTube-ის გადახდები უნდა განაწილდეს უფლებების ათეულობით მფლობელზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ყველამ უნდა მიიღოს კუთვნილი წილი.
ჩვენ გვჯერა, რომ გამჭვირვალობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მუსიკალური ინდუსტრია მუსიკოსების პოზიციის დაცვისკენ იყოს მიმართული, ამიტომ გადავხედით, თუ ვინ შეიძლება იყოს უფლებების მფლობელი.
ჩანაწერის ორიგინალის გამოყენების უფლებები
საჯარო შესრულების უფლებები
უკვე ჩაწერილ ყველა მუსიკალურ ნაწარმოებს (ჩანაწერების ორიგინალი) საფუძვლად უდევს მუსიკალური ნაშრომი (კომპოზიცია) და ამ საბაზისო ნამუშევარზე ვრცელდება სხვადასხვა უფლება. YouTube-ისთვის ეს უფლებები შესაძლოა დაიყოს ორ კატეგორიად - საჯარო შესრულების უფლებებად და სხვა უფლებებად.
საჯარო შესრულებასთან დაკავშირებული ლიცენზიების გაცემა, როგორც წესი, კონტროლდება შესრულების უფლებების დამცველი ორგანიზაციების (PRO-ები) მიერ. PRO-ები ზრუნავენ, რომ ბარებმა, რესტორნებმა, სასტუმროს ჰოლებმა და ა.შ. გადაიხადონ თანხა მათ დაწესებულებებში მუსიკის გამოყენებისთვის. YouTube-ზე სიმღერის სტრიმინგის დროს ეს ორგანიზაციები აგროვებენ საავტორო ჰონორარებს და გადასცემენ სიმღერის ავტორებსა და მუსიკის გამომცემლებს, კომპოზიციის საჯარო შესრულების საფასურის დაფარვის მიზნით. ხშირ შემთხვევაში ამ მოვალეობების შესრულების პასუხისმგებლობა სხვა ქვეყნებში ეკისრებათ ორგანიზაციებს, სახელწოდებით „საავტორო უფლებათა მართვის საზოგადოებები“. აღნიშნული ორგანიზაციების დანიშნულებაა უფლებების მართვის ზოგადი ფუნქციების შესრულება და ისინი ხშირად შემთხვევაში იძლევიან საერთო ლიცენზიებს, რომლებიც ნებართვის მქონე პირს საშუალებას აძლევს გამოიყენოს საავტორო უფლებათა მართვის საზოგადოების სრული კატალოგი განსაზღვრული დროის განმავლობაში, თითოეული ნამუშევრის გამოყენებისთვის ცალკე ლიცენზიის აღების ნაცვლად.