თქვენი Google ანგარიშის გამოყენება YouTube-ისთვის

YouTube-ზე შესასვლელად დაგჭირდებათ Google ანგარიში. Google ანგარიში მოქმედებს Google-ის ყველა პროდუქტისთვის (როგორიცაა Gmail, Blogger, Maps, YouTube და სხვა).

დაიწყეთ | YouTube-ში შესვლის მიზეზები და ხერხები და YouTube არხის შექმნა

გამოიწერეთ YouTube მნახველების არხი უახლესი ამბების, განახლებებისა და მინიშნებების მისაღებად.

თუ ადრე შესულხართ ამ პროდუქტებიდან რომელიმეში, თქვენ უკვე გაქვთ Google ანგარიში. ანგარიშში შესასვლელად შეიყვანეთ ელფოსტის მისამართი, რომელიც შესაბამისი პროდუქტებისთვის გამოიყენეთ. მაგალითად, თუ Gmail-ს იყენებთ, ეს იქნება Gmail-ის მომხმარებლის სახელი. თუ Google ანგარიში არ გაქვთ, შეგიძლიათ მისი შექმნა YouTube-ზე.

Google ანგარიშებისა და YouTube-ის შესახებ გახსოვდეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი:

  • YouTube-ში შედიხართ თქვენი Google ანგარიშით. YouTube-ში რომ შეხვიდეთ, შეიყვანეთ Google ანგარიშის ელფოსტის მისამართი და პაროლი. YouTube-ზე რეგისტრაციის შემდეგ, თუ Google ანგარიშის მონაცემებით სხვა Google სერვისში გაივლით ავტორიზაციას, YouTube ანგარიშში ავტომატურად შეხვალთ.
  • Google ანგარიშის წაშლის შემთხვევაში წაიშლება თქვენი YouTube მონაცემებიც, ვიდეოების, კომენტარებისა და გამოწერების ჩათვლით. Google ანგარიშის წაშლამდე მოგეთხოვებათ იმის დადასტურება, რომ გაცნობიერებულად სამუდამოდ შლით თქვენს მონაცემებს Google-ის ყველა სერვისიდან, YouTube-ის ჩათვლით.
ზოგიერთი შედარებით ძველი, გამოუყენებელი YouTube არხები (2009 წლის მაისამდე შექმნილი) შეიძლება არ შედიოდეს Google ანგარიშში. ამ არხების გამოყენებამდე, შესაძლოა, საჭირო იყოს მათი დამატება Google ანგარიშში.

როდესაც YouTube-ში შეხვალთ თქვენი Google ანგარიშით, შეგეძლებათ, გამოიყენოთ YouTube-ის მრავალი ფუნქცია:

  • ვიდეოების მოწონება
  • რჩეულების შენახვა
  • არხების გამოწერა
  • მოგვიანებით ყურება
  • ნახვის ისტორია
  • ვიდეოების შესახებ მოხსენება

ამას გარდა, YouTube-ს შეუძლია, შემოგთავაზოთ ვიდეოების პერსონალიზებული რეკომენდაციები თქვენ მიერ ნანახი ვიდეოებისა და გამოწერების მიხედვით.

თუ ჯერ არ გაქვთ მნიშვნელოვანი ნახვის ისტორია, YouTube-ის ის ფუნქციებიც ამოშლილია, რომლებიც ეყრდნობა ნახვის ისტორიას ვიდეოების რეკომენდებისთვის, მაგალითად, YouTube-ის მთავარ გვერდზე.
 
თუ არხს არ შექმნით, YouTube-ზე საჯარო წარმომადგენლობა არ გექნებათ. თქვენი აქტივობა მთლიანად კონფიდენციალურია. თუ საკუთარი ვიდეოების ატვირთვა, ვიდეოებზე კომენტარების დატოვება ან დასაკრავი სიების შექმნა გსურთ, YouTube არხის შექმნა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
11168286919663591423
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false