ჩაშენების აკრძალვა

აღნიშნული ფუნქციები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც YouTube Studio კონტენტის მენეჯერს იყენებენ. წვდომის მოსაპოვებლად, დაუკავშირდით თქვენს YouTube პარტნიორთა მენეჯერს.

ნაგულისხმევად, კონტენტის მენეჯერის მომხმარებლებს შეუძლიათ YouTube ვიდეოების დამატება თავიანთ ვებსაიტებსა და აპებში მათი ჩაშენებით. შეგიძლიათ აკონტროლოთ, სად ხდება თქვენი ვიდეოების ჩაშენება თუ მიუთითებთ, რომელი ვებსაიტები და აპები უნდა დაიბლოკოს და რომელი უნდა იყოს ნებადართული. მოცემული წესები შეიძლება გამოყენებული იყოს თქვენს მფლობელობაში არსებულ ვიდეოებში (ლიცენზირებული კონტენტი) და გასაჩივრებულ ვიდეოებში (მომხმარებლის მიერ ატვირთუყლი კონტენტი).

შენიშვნა: ჩაშენების შეზღუდვები არ გამოიყენება iOS აპების მიმართ.

ვებსაიტებზე ჩაშენების შეზღუდვა

  1. შედით Studio-ს კონტენტის მენეჯერში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ პარამეტრები .
  3. მიმოხილვის სექციაში გადაადგილდით აქ: ჩაშენების დაბლოკვა დომენებზე.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ: მომხმარებლის მიერ ატვირთული კონტენტი „“ და აირჩიეთ წესი, რომლის გამოყენებაც გსურთ ვებსაიტების მიმართ, რომლებშიც ჩაშენებულია ერთ-ერთი თქვენი აქტივის მიმართ მომხმარებლის მიერ გასაჩივრებული ვიდეოები:
    • დაშვება ყველა დომენზე (ნაგულისხმევი ვარიანტი): არ არის შეზღუდვები რაიმე ვებსაიტის ჩაშენებაზე.
    • გარკვეულ დომენებზე დაშვება: ჩაშენების დაბლოკვა ყველა ვებსაიტზე გარკვეული კონკრეტული ვებსაიტების გამოკლებით, რომლებიც შეგყავთ დომენების ტექსტის ველში.
    • დაბლოკვა გარკვეულ დომენებზე: თქვენ მიერ არაა დაშვებული მომხმარებლების მიერ ვიდეოების ჩაშენება კონკრეტულ ვებსაიტებზე, რომლებსაც შეიყვანთ დომენების ტექსტის ველში.
    • დაბლოკვა ყველა დომენზე: ვიდეოების ჩაშენება არაა დაშვებული არცერთ ვებსაიტზე.
  5. შეიყვანეთ URL-ები დომენების ტექსტის ველში (ერთი დომენის URL თითო ხაზზე).
  6. დაწკაპუნებით აირჩიეთ: ლიცენზირებული კონტენტი „“ და აირჩიეთ წესი, რომლის გამოყენებაც გსურთ იმ ვებსაიტების მიმართ, რომლებშიც ხდება ვიდეოების ჩაშენება თქვენი არხებიდან.
  7. შეიყვანეთ URL-ები დომენების ტექსტის ველში (ერთი დომენის URL თითო ხაზზე).
  8. დაწკაპუნებით აირჩიეთ: შენახვა.

აპებში ჩაშენების აკრძალვა

  1. შედით Studio-ს კონტენტის მენეჯერში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ პარამეტრები .
  3. მიმოხილვის სექციაში გადაადგილდით აპების დაბლოკვის ჩაშენებაში.
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ: მომხმარებლის მიერ ატვირთული კონტენტი „“ და აირჩიეთ წესი, რომლის გამოყენებაც გსურთ აპების მიმართ, რომლებშიც ჩაშენებულია მომხმარებლის მიერ ერთ-ერთი თქვენი აქტივის მიმართ გასაჩივრებული ვიდეოები:
    • დაშვება ყველა აპში (ნაგულისხმევი ვარიანტი): არცერთ აპში არ არის შეზღუდვები ჩაშენებაზე.
    • აპებში დაშვება ID-ზე დაყრდნობით: ჩაშენების დაბლოკვა ყველა აპში, კონკრეტული აპების გამოკლებით, რომლებიც შეგყავთაპის ID-ების ტექსტის ველში.
    • აპებში დაბლოკვა ID-ზე დაყრდნობით: თქვენ მიერ არ არის დაშვებული მომხმარებლების მიერ ვიდეოების ჩაშენება კონკრეტულ აპებში. რომლებიც შეგყავთ აპის ID-ების ტექსტის ველში
    • დაბლოკვა ყველა აპში: ვიდეოების ჩაშენება არაა დაშვებული არცერთ აპში.
  5. შეიყვანეთ URL-ებიაპის ID-ების ტექსტის ველში (თითო აპის ID თითო ხაზზე).
  6. დაწკაპუნებით აირჩიეთ: ლიცენზირებული კონტენტი „“ და აირჩიეთ წესი, რომლის გამოყენებაც გსურთ იმ აპების მიმართ, რომლებშიც ხდება ვიდეოების ჩაშენება თქვენი არხებიდან.
  7. შეიყვანეთ URL-ებიაპის ID-ების ტექსტის ველში (თითო აპის ID-ს URL თითო ხაზზე).
  8. დაწკაპუნებით აირჩიეთ: შენახვა.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
10319631041372167567
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false