ნაგულისხმევი წესების დაყენება

ამ სტატიაში აღწერილი ფუნქციები ვრცელდება YouTube Studio-ს კონტენტის მენეჯერის მომხმარებლებზე. YouTube-ის ზოგადი წესების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეიტყვეთ მეტი აქ.

ნაგულისხმევი წესები ვრცელდება მაშინ, როცა სიტუაცია არ ემთხვევა მორგებულ წესებში მითითებულ პირობებს.

მაგალითად, YouTube იყენებს თქვენს ატვირთვის ნაგულისხმევ წესებს ვიდეოებისთვის, რომლებსაც ატვირთავთ თქვენს არხებზე. კონტენტის ID იყენებს თქვენს შესაბამისობის ნაგულისხმევ წესებს, როცა ის ასაჩივრებს ვიდეოს აქტივისთვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისობის მორგებული წესები.

ნაგულისხმევი წესების დაყენებით ჩქარდება კონტენტის ატვირთვისა და მასზე პრეტენზიის წარდგენის პროცესი. თქვენ შეგიძლიათ, დააყენოთ ორივე, ნაგულისხმევი ატვირთვისა და ნაგულისხმევი შესაბამისობის წესები.

თუ არ აირჩევთ ატვირთვისა და შესაბამისობის ნაგულისხმევ წესებს, გავრცელდება წინასწარ განსაზღვრული წესები მონეტიზაცია ყველა ქვეყანაში.

ნაგულისხმევი წესების დაყენება

  1. შედით Studio-ს კონტენტის მენეჯერში.
  2. მარცხენა მენიუდან აირჩიეთ წესები .
  3. იპოვეთ წესები, რომელთა დაყენებაც გსურთ ნაგულისხმევ წესებად.
    • ამჟამინდელი ნაგულისხმევი წესების იდენტიფიცირება შეგიძლიათ ნაგულისხმევი ატვირთვის ლეიბლით 
       და ნაგულისხმევი შესაბამისობის ლეიბლით  წესების სახელების გვერდით.
  4. მარჯვენა სვეტში დააწკაპუნეთ მოქმედების არჩევაზე  ჩამოშლადი მენიუ.
  5. აირჩიეთ ატვირთვის ნაგულისხმევ წესებად დაყენება ან შესაბამისობის ნაგულისხმევ წესებად დაყენება.
    • ახალი ნაგულისხმევი წესები ამიერიდან მონიშნული იქნება ნაგუსლიხმევი ატვირთვით  ან ნაგულისხმევი შესაბამისობით  წესების სახელების გვერდით.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
5854122871468139463
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false