YouTube საქმიანობის სახელმძღვანელო

როგორ ვრცელდება წესები

აღნიშნული ფუნქციები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც YouTube Studio კონტენტის მენეჯერს იყენებენ. წვდომის მოსაპოვებლად, დაუკავშირდით თქვენს YouTube პარტნიორთა მენეჯერს.
YouTube აკავშირებს წესებს ვიდეოსთან, როცა ვიდეოს შესახებ პრეტენზიას განაცხადებენ. რომელ წესებს აამოქმედებს YouTube ვიდეოზე დამოკიდებულია შემდეგზე:
  • როგორ მოხდა პრეტენზიის განცხადება (თქვენ მიერ თუ კონტენტის ID-ს მეშვეობით)
  • განაცხადა თუ არა სხვა პარტნიორმა იგივე ვიდეოსთან დაკავშირებით პრეტენზია

თქვენ მიერ განცხადებული პრეტენზიები

როდესაც პრეტენზიას განაცხადებთ იმ არხზე ატვირთულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ ფლობთ, გავრცელდება წესები, რომლებიც დაყენებული გაქვთ თქვენს ატვირთვის ნაგულისხმევ წესებად. შეიტყვეთ მეტი ნაგულისხმევი წესების შესახებ.

როდესაც აღწერილობითი ძიების მეშვეობით განაცხადებთ პრეტენზიას ვიდეოზე, თქვენ ხელით ირჩევთ, რომელი წესები უკავშირდება თქვენს პრეტენზიის განცხადებას.

კონტენტის ID-ს მეშვეობით განცხადებული პრეტენზიები

როდესაც კონტენტის ID-ს მეშვეობით ხდება მომხმარებლის მიერ ატვირთულ ვიდეოზე პრეტენზიის განცხადება, ის ავტომატურად იყენებს შესაბამისობის წესების მითითებას იმ აქტივისთვის, რომელზეც ცხადდება პრეტენზია.

თუ აქტივს არ აქვს დაკავშირებული შესაბამისობის წესები, გავრცელდება ის წესები, რომლებიც დაყენებული გაქვთ თქვენს შესაბამისობის ნაგულისხმევ წესებად.

თქვენ შეგიძლიათ, შეცვალოთ გასაჩივრებულ ვიდეოსთან დაკავშირებული წესები გასაჩივრებული ვიდეოების  გვერდიდან Studio-ს კონტენტის მენეჯერში. მისი შეცვლა, ასევე, შეიძლება ხარვეზების  გვერდიდან, როცა მიმოიხილავთ სასარჩელო მოთხოვნის ხარვეზებს.

რამდენიმე პარტნიორის მიერ გაკეთებული სასარჩელო მოთხოვნა

ერთსა და იმავე ვიდეოზე

ერთზე მეტ პარტნიორს შეუძლია, ჰქონდეს ვალიდური საჩივარი იმავე ვიდეოზე, იმავე ტერიტორიის ფარგლებში. მაგალითად, ერთმა პარტნიორმა შეიძლება გაასაჩივროს ვიზუალური ნაწილი და მეორემ — აუდიო.

როცა რამდენიმე პარტნიორს აქვს ვალიდური საჩივარი ვიდეოზე, და შესაბამისად, რამდენიმე ვალიდური წესი, ის წესები გავრცელდება, რომლებიც უფრო მკაცრი მოქმედების წინაპირობაა.

ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი   ყველაზე შემზღუდველი
წესები არ არის მონეტიზაცია თვალყურის დევნება დაბლოკვა ვიდეოს წაშლა
 
მაგალითად, თუ ერთი წესდება საუბრობს ვიდეოს მონეტიზაციაზე, ხოლო მეორე მის დაბლოკვაზე, ვიდეო დაიბლოკება.

შენიშვნა: თუ ერთ-ერთ აქტივს, რომელიც პრეტენზიას განაცხადებს ვიდეოზე, აკლია მფლობელობის შესახებ ინფორმაცია, წესების ნაგულისხმევი მოქმედება არის თვალყურის დევნება (მფლობელის გარეშე).

  • მაგალითი: თუ აქტივს არ აქვს მფლობელობის მონაცემები კანადისთვის, YouTube გამოიყენებს წესებს თვალყურის დევნება (მფლობელის გარეშე) კანადაში აქტივის წინააღმდეგ გასაჩივრებული ვიდეოებისთვის.
  • რადგანაც ყველაზე შემზღუდავი წესები ვრცელდება, თვალყურის დევნების ამ წესებს უპირატესობა აქვს მონეტიზაციის ნებისმიერ წესზე ვიდეოების სხვა სასარჩელო მოთხოვნებიდან.

იმავე აქტივზე

თუ სხვადასხვა პარტნიორს აქვს უფლებები იმავე აქტივზე სხვა ტერიტორიებზე, იმ პარტნიორის წესები გავრცელდება, რომელიც იმ ქვეყანაში ფლობს აქტივს.

თუ სხვადასხვა პარტნიორს აქვს უფლებები იმავე აქტივზე იმავე ტერიტორიებზე, იმ პარტნიორის წესები გავრცელდება, რომელიც უფრო შემზღუდავი მოქმედების წინაპირობაა. თუ ორივე პარტნიორს ერთი და იგივე წესები აქვს, მათი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, აქტივი მუსიკალურია თუ არამუსიკალური:

მაგალითები

ქვემოთ მოცემული ცხრილები აჩვენებს სცენარების მაგალითს, როგორ ვრცელდება წესები მომხმარებლის მიერ ატვირთულ ვიდეოებზე, რომლებიც შეესაბამება საზიარო მფლობელობის ერთეულს.

მფლობელობა სხვადასხვა ტერიტორიაზე + სხვადასხვა წესი:

  პარტნიორი A პარტნიორი B
აქვს მფლობელობა შემდეგში: შეერთებული შტატები, კანადა, მექსიკა გაერთიანებული სამეფო
შესაბამისობის წესები დაყენებულია შემდეგზე: კონენტის დაბლოკვა კონტენტის მონეტიზაცია
რომელი წესები ვრცელდება:
  • პარტნიორი A-ს წესების მიხედვით, მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეოები, რომლებიც შეესაბამება აქტივს, რომელიც დაბლოკილია შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში.
  • პარტნიორი B-ს წესების მოხედვით, მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეოები, რომლებიც შეესაბამება აქტივს, ნაჩვენებია რეკლამებით გაერთიანებულ სამეფოში (UK).
  • პარტნიორი B მიიღებს შემოსავალს ნახვებისთვის გაერთიანებული სამეფოდან.
  • სხვა ქვეყნებზე წესები არ ვრცელდება.

მფლობელობა სხვადასხვა ტერიტორიაზე + იგივე წესები:

  პარტნიორი A პარტნიორი B
აქვს მფლობელობა შემდეგში: შეერთებული შტატები, კანადა, მექსიკა გაერთიანებული სამეფო
შესაბამისობის წესები დაყენებულია შემდეგზე: კონტენტის დაბლოკვა შეერთებულ შტატებში; კონტენტის მონეტიზაცია კანადასა და მექსიკაში კონტენტის მონეტიზაცია
რომელი წესები ვრცელდება:
  • პარტნიორი A-ს წესების მიხედვით, მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეოები, რომლებიც შეესაბამება აქტივს, რომელიც დაბლოკილია შეერთებულ შტატებში და ნაჩვენებია რეკლამებით კანადასა და მექსიკაში. პარტნიორი A მიიღებს შემოსავალს ნახვებისთვის კანადიდან და მექსიკიდან.
  • პარტნიორი B-ს წესების მიხედვით, მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეოები, რომლებიც შეესაბამება აქტივს, რომელიც ნაჩვენებია რეკლამებით გაერთიანებულ სამეფოში (UK). პარტნიორი B მიიღებს შემოსავალს ნახვებისთვის გაერთიანებული სამეფოდან.
  • სხვა ქვეყნებზე წესები არ ვრცელდება.

მფლობელობა იმავე ტერიტორიაზე + სხვადასხვა წესი:

  პარტნიორი A პარტნიორი B
აქვს მფლობელობა შემდეგში: შეერთებული შტატები, კანადა, მექსიკა შეერთებული შტატები
შესაბამისობის წესები დაყენებულია შემდეგზე: კონტენტის დაბლოკვა შეერთებულ შტატებში; კონტენტის მონეტიზაცია კანადასა და მექსიკაში კონტენტისთვის თვალყურის დევნება
რომელი წესები ვრცელდება:
  • პარტნიორი A-ს წესები გავრცელდება, რადგან ის უფრო შემზღუდავი მოქმედების წინაპირობაა (დაბლოკვა). მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეოები, რომლებიც შეესაბამება ამ აქტივს, დაბლოკილია შეერთებულ შტატებში.
  • სხვა ქვეყნებზე წესები არ ვრცელდება.

მფლობელობა იმავე ტერიტორიაზე + იგივე წესები:

  პარტნიორი A პარტნიორი B
აქვს მფლობელობა შემდეგში: შეერთებული შტატები შეერთებული შტატები
შესაბამისობის წესები დაყენებულია შემდეგზე: კონტენტის მონეტიზაცია კონტენტის მონეტიზაცია
რომელი წესები ვრცელდება:

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
true
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
1939309556810979299
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false