პირდაპირ სტრიმინგებთან დაკავშირებული საავტორო უფლებების საკითხები

ყველა პირდაპირი სტრიმინგის შედარება მოხდება მესამე მხარის კონტენტთან, მათ შორის სხვა პირდაპირ სტრიმინგებთან, რომლებიც დაცულია საავტორო უფლებებით.

მესამე მხარის კონტენტის იდენტიფიცირების შემთხვევაში თქვენი პირდაპირი სტრიმინგი შეიცვლება უძრავი გამოსახულებით. თქვენ კი მიიღებთ გაფრთხილებას, რომ შეწყვიტოთ მესამე მხარის კონტენტის სტრიმინგი. თუკი გაფრთხილებას დაემორჩილებით და პრობლემებს მოაგვარებთ, თქვენი სტრიმინგი გაგრძელდება.

თუ გააგრძელებთ მესამე მხარის კონტენტის გამოყენებას, რომელზეც არ გაქვთ უფლებები, თქვენი პირდაპირი სტრიმინგი დროებით შეჩერდება ან შეწყდება. ეს მოხდება, მაგალითად, პირდაპირ სტრიმინგში მესამე მხარის კონტენტის არსებობის გამო DMCA-ის გაფრთხილების მიღებისას. ასეთ დროს, პირდაპირი სტრიმინგის გაგრძელება შეუძლებელია და ის ავტომატურად შეწყდება. ის ასევე შეწყდება, თუკი საავტორო უფლებების ან საზოგადოების წესდების დარღვევის შესახებ გაფრთხილებას მიიღებთ.

პირდაპირ სტრიმინგზე წვდომის აღდგენა

თუკი თქვენი პირდაპირი სტრიმინგი შეწყდა, შეამოწმეთ, ხომ არ მიგიღიათ გაფრთხილება. ამისათვის გახსენით YouTube Studio-ს საინფორმაციო დაფა. თუკი ჩამოთვლილ პრობლემებს მოაგვარებთ, პირდაპირ სტრიმინგზე წვდომა აღდგება. შეიტყვეთ მეტი პირდაპირი სტრიმინგის შეზღუდვების პრობლემების გადაჭრაზე.

მესამე მხარის ლიცენზირებული კონტენტის პირდაპირი სტრიმინგი

მესამე მხარის ლიცენზირებული კონტენტის თქვენს სტრიმინგში გამოსაყენებლად, სთხოვეთ კონტენტის მფლობელს, დაამატოს თქვენი არხი მათ დაშვებულთა სიაში კონტენტის ID-ის მეშვეობით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე მხარის კონტენტის ლიცენზირების მიუხედავად, პირდაპირი სტრიმინგი შესაძლოა მაინც შეჩერდეს. ასეთ შემთხვევაში, ის შეჩერდება მაშინაც კი, თუ პირდაპირი სტრიმინგი მიმდინარეობს იმ ქვეყანაში, სადაც მისი სტრიმინგის უფლება გაქვთ.

კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზიები დაარქივებულ პირდაპირ სტრიმინგებზე

კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზიის წამოჭრა მხოლოდ პირდაპირი სტრიმინგის დასრულებისა და ვიდეოს დაარქივებით შეგიძლიათ. შეიტყვეთ მეტი კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზიების შესახებ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
2510403716264989465
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false