როგორ შეხვიდეთ YouTube აპში თქვენს სმარტ ტელევიზორზე, ან სათამაშო კონსოლზე

გაიარეთ ავტორიზაცია YouTube აპში, რათა უყუროთ ფასიან კონტენტს, გამოიწეროთ არხები და დაათვალიეროთ თქვენი ბიბლიოთეკა.

ავტორიზაციის გავლის შემდეგ, შეძლებთ ისარგებლოთ YouTube აპით თქვენს სმარტ ტელევიზორზე ან სათამაშო კონსოლზე. გარდა ამისა, შეგიძლიათ დაუკავშიროთ თქვენი მოწყობილობა სმარტ ტელევიზორს და გამოიყენოთ ტელეფონი ან ტაბლეტი, როგორც დისტანციური მართვის პულტი.

შენიშვნა:

თქვენი ტელევიზორიდან YouTube-ში შესვლის წესები

დაიწყეთ ავტორიზაციის პროცესი სმარტ ტელევიზორზე ან სათამაშო კონსოლზე

  1. პირველ რიგში, გახსენით YouTube აპი ტელევიზორზე, ან სათამაშო კონსოლზე. გადმოწერეთ YouTube აპი თქვენი ტელევიზორის ან სათამაშო კონსოლის აპების მაღაზიიდან, თუ ის ჯერ არ არის დაყენებული.
  2. გადადით მარცხენა მხარის ნავიგაციაში.
  3. აირჩიეთ შესვლა .

YouTube-ზე შესვლა შეგიძლიათ ტელეფონის, ტელევიზორის ან ვებ-ბრაუზერის მეშვეობით.

განაგრძეთ ავტორიზაციის პროცესი ტელეფონით

შენიშვნა: ტელეფონით ავტორიზაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ მოწყობილობებზე. თუ ვერ ახერხებთ ტელეფონით შესვლას, სცადეთ ტელევიზორით ან ვებ-ბრაუზერით ავტორიზაცია.
  1. დარწმუნდით, რომ მობილური მოწყობილობა ჩართულია იმავე Wi-Fi ქსელში, რომელშიც თქვენი ტელევიზორი.
  2. აირჩიეთ ტელეფონით შესვლა.
  3. თქვენს ტელეფონში გახსენით YouTube აპი.
  4. ტელევიზორში ავტორიზაციისთვის მიჰყევით ინსტრუქციას.

განაგრძეთ ავტორიზაციის პროცესი ტელევიზორიდან

შენიშვნა: თუ ვერ ახერხებთ ტელევიზორით შესვლას, სცადეთ ტელეფონით ან ვებ-ბრაუზერით ავტორიზაცია.
  1. აირჩიეთ სისტემაში თქვენი ტელევიზორიდან შესვლა.
  2. კლავიატურის მეშვეობით შეიყვანეთ თქვენი Google ანგარიშის ელფოსტა ან ტელეფონის ნომერი.
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ შემდეგი.
  4. კლავიატურის მეშვეობით შეიყვანეთ თქვენი Google ანგარიშის პაროლი.
  5. დაადასტურეთ თქვენი ანგარიში.

განაგრძეთ ავტორიზაციის პროცესი ვებ-ბრაუზერით

შენიშვნა: თუ ვერ ახერხებთ ვებ-ბრაუზერით შესვლას, სცადეთ ტელევიზორით ან ტელეფონით ავტორიზაცია.
  1. აირჩიეთ ვებ-ბრაუზერით შესვლა.
  2. თქვენს ტელევიზორზე გამოჩნდება კოდი.
  3. გახსენით ბრაუზერი ტელეფონში, ტაბლეტზე ან კომპიუტერზე და გადადით ბმულზე youtube.com/tv/activate.
  4. შეიყვანეთ ტელევიზორში მოცემული კოდი.
  5. შედით თქვენი ანგარიშით.

როგორ გამოვიყენოთ სხვადასხვა ანგარიშები სმარტ ტელევიზორსა და სათამაშო კონსოლზე

შეგიძლიათ, სხვადასხვა ანგარიშებით შეხვიდეთ თქვენი სმარტ ტელევიზორისა და სათამაშო კონსოლის YouTube აპებში და მარტივად გადართოთ ამ ანგარიშებს შორის. თქვენი ოჯახის წევრები შეძლებენ თავიანთი ანგარიშების დამატებას, ხოლო სტუმრებს შეეძლებათ გამოსულ რეჟიმში გამოიყენონ YouTube (სტუმრის რეჟიმი). სტუმრის რეჟიმის მეშვეობით, სხვები შეძლებენ, გამოსულ რეჟიმში გამოიყენონ YouTube თქვენს ტელევიზორზე ან სათამაშო კონსოლზე. გამოსულ მდგომარეობაში, სტუმრის რეჟიმში განხორციელებული მოქმედებები არ აისახება თქვენი ანგარიშის რეკომენდაციებზე.

შენიშვნა: თქვენი ბავშვის პროფილის ან YouTube Kids სტუმრის პროფილის არჩევისას გადახვალთ YouTube Kids-ზე. შეიტყვეთ მეტი ამ გამოცდილების შესახებ.

როგორ დაამატოთ ახალი Google ანგარიში თქვენს სმარტ ტელევიზორზე, ან სათამაშო კონსოლზე

იმისთვის, რომ თქვენს სმარტ ტელევიზორის, ან სათამაშო კონსოლის YouTube აპზე დაამატოთ ახალი ანგარიში:

  1. გახსენით YouTube აპი ტელევიზორში, ან სათამაშო კონსოლზე.
  2. თუ აპის გახსნისას დაინახავთ შეკითხვას „ვინ უყურებს?“ რამდენიმე ვარიანტი შეგიძლიათ აირჩიოთ:
    1. აირჩიეთ „სტუმარი“ ავტორიზაციის გარეშე ვიდეოების სანახავად
    2. აირჩიეთ YouTube Kids, რათა ბავშვებმა შეძლონ YouTube Kids-ის ავტორიზაციის გარეშე ნახვა. ეს ვარიანტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ხელმისაწვდომი, თუ დააყენებთ YouTube Kids სტუმრის პროფილს.
    3. აირჩიეთ „ანგარიშის დამატება“, თუ თქვენი ანგარიშით გსურთ შესვლა.
    4. აირჩიეთ „YouTube Kids პროფილის დამატება“, თუ თქვენი ბავშვის პროფილით გსურთ შესვლა.
  3. თუ აპში უკვე შესულია ანგარიში:
    1. გახსენით მარცხენა მხარეს არსებული მენიუ.
    2. აირჩიეთ თქვენი პროფილის სურათი ზედა მხარეს.
    3. ჩანართში „ანგარიშები“ აირჩიეთ შესაბამისი ვარიანტი:
      1. აირჩიეთ „სტუმარი“ ავტორიზაციის გარეშე ვიდეოების სანახავად
      2. აირჩიეთ „ანგარიშის დამატება“, რომ თქვენმა ახლობლებმა შეძლონ საკუთარი ანგარიშებით შესვლა. YouTube-ზე შესასვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტელევიზორი ან პირადი მოწყობილობა.
      3. აირჩიეთ „YouTube Kids-ის დაყენება“, რათა თქვენმა ბავშვმა შეძლოს ვიდეოების ნახვა გამოსულ რეჟიმში.

როგორ გადართოთ ავტორიზებულ Google ანგარიშებს შორის სმარტ ტელევიზორში, ან სათამაშო კონსოლზე

სმარტ ტელევიზორში, ან სათამაშო კონსოლზე ავტორიზებულ Google ანგარიშებს შორის გადართვა მარტივად შეგიძლიათ.

შენიშვნა: ანგარიშებს შორის გადართვას მხოლოდ სმარტ ტელევიზორში, ან სათამაშო კონსოლზე ანგარიშების დამატების შემდეგ შეძლებთ. თუ ანგარიშის დამატება გჭირდებათ, მიჰყევით ზემოთ მოყვანილ შესაბამის ინსტრუქციას და შემდეგ ანგარიშებს შორის გადართვის ინსტრუქციას.

სმარტ ტელევიზორში, ან სათამაშო კონსოლზე YouTube აპში ავტორიზებულ ანგარიშებს შორის გადასართავად:

  1. გახსენით YouTube აპი ტელევიზორში, ან სათამაშო კონსოლზე.
  2. თუ აპის გახსნისას დაინახავთ
    1. შეკითხვას: „ვინ უყურებს?“:
      1. აირჩიეთ ანგარიში, რომლის გამოყენებაც გსურთ YouTube-ზე.
    2. უკვე შესულია ანგარიშში:
      1. გახსენით მარცხენა მხარეს არსებული მენიუ.
      2. აირჩიეთ თქვენი პროფილის სურათი ზედა მხარეს.
      3. ჩანართში „ანგარიშები“ აირჩიეთ ანგარიში, რომლის გამოყენებაც გსურთ YouTube-ზე.

როგორ აღმოფხვრათ ავტორიზაციის დეფექტები სმარტ ტელევიზორზე, ან სათამაშო კონსოლზე

თუ თქვენი Google ანგარიშით ვერ შედიხართ YouTube-ზე, შეგიძლიათ მიიღოთ დახმარება ავტორიზაციისას.

YouTube-ზე უფრო ძველი Chromecast მოწყობილობიდან ავტორიზაცია არ არის მხარდაჭერილი. ტრანსლირების სესიის მართვა შეგიძლიათ ტელეფონით იმ ანგარიშიდან, რომლითაც ტელეფონზე ხართ შესული. დისტანციური მართვის პულტის მეშვეობით, შეძლებთ გამოიყენოთ YouTube აპი გამოსულ რეჟიმში.

ვიდეოებთან მოქმედებების განსახორციელებლად (მაგ. ვიდეოების მოწონებისთვის ან შემქმნელების გამოსაწერად) განაგრძეთ მობილური მოწყობილობის გამოყენება.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
9763283260289696445
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false