ძირითადი ინფორმაცია საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ გაფრთხილებების შესახებ. საზოგადოების წესდების დარღვევის გაფრთხილებაზე ინფორმაციას, რაც განსხვავდება საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილებისგან, გაეცანით ამ სტატიაში საზოგადოების წესდების დარღვევის ძირითადი გაფრთხილებები.

თუ საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილება მიიღეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ საავტორო უფლებების მფლობელმა გამოაგზავნა ვიდეოს წაშლის მოთხოვნა საავტორო უფლებების დარღვევის მიზეზით, მისი კუთვნილი კონტენტის გამოყენების გამო, რაც დაცული იყო საავტორო უფლებით. როცა საავტორო უფლებების დარღვევის გამო ვიდეოს წაშლის მოთხოვნას ვიღებთ, ჩვენ მიერ ხდება მისი შემოწმება. თუ ამოშლის მოთხოვნა შეესაბამება მოთხოვნებს, ჩვენ ვშლით ვიდეოს YouTube-იდან საავტორო უფლებების წესების შესაბამისად.

ერთ ვიდეოს საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული რამდენიმე გაფრთხილება ერთდროულად არ შეიძლება ჰქონდეს. გაითვალისწინეთ, რომ საიტიდან ვიდეოს წაშლა საავტორო უფლებების გარდა, შეიძლება სხვა მიზეზებითაც მოხდეს. აგრეთვე, კონტენტის ID-სთან დაკავშირებული პრეტენზია შეიძლება გაფრთხილებით არ გამოიხატოს.

აღნიშნული ფუნქციები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც YouTube Studio კონტენტის მენეჯერს იყენებენ.

რა ხდება საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილების მიღების შემდეგ

შეცდომებს ყველა ვუშვებთ. საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილების პირველ ჯერზე მიღების შემთხვევაში, საავტორო უფლებების სკოლაში სწავლების კურსი უნდა გაიაროთ. საავტორო უფლებების სკოლის კურსის ფარგლებში, შემქმნელები საავტორო უფლებების პრინციპებს და YouTube-ზე მათი გამოყენების წესებს ეცნობიან. საავტორო უფლებების სკოლის კურსი მოიცავს ოთხ მოკლე კითხვას და პასუხების რამდენიმე ვარიანტს. მეტი ინფორმაციისთვის საავტორო უფლებებთან დაკავშირებული წესების შესახებ,უყურეთ ამ ვიდეოს

მინიშნება: მეტი ინფორმაციისთვის საავტორო უფლებებთან დაკავშირებული წესების შესახებ, უყურეთ ამ ვიდეოს

თუ თქვენი აქტიური პირდაპირი სტრიმინგი ამოშლილია საავტორო უფლებების დარღვევის გამო, პირდაპირ სტრიმიგზე წვდომა შვიდი დღით შეგეზღუდებათ.

საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული სამი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში:

  • თქვენი ანგარიში და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი არხი დაიბლოკება.
  • თქვენს ანგარიშზე ატვირთული ყველა ვიდეო ამოიშლება.
  • ახალი არხების შექმნას ვერ შეძლებთ.
კეთილი ნების პერიოდი
თუ თქვენი არხი YouTube პარტნიორთა პროგრამის ნაწილია, შეგეძლებათ 7-დღიანი „კეთილი ნების პერიოდით“ ისარგებლოთ. საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული სამი გაფრთხილების შემდეგ, სანამ არხი გაითიშება, სათანადო ზომების მიღება შვიდი დამატებითი დღის განმავლობაში შეგეძლებათ. საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ გაფრთხილებას ამ პერიოდის განმავლობაში ვადა არ გასდის და შესაბამისად, ახალი ვიდეოების ატვირთვასაც ვერ შეძლებთ. თქვენი არხი მოქმედად დარჩება, მასზე წვდომა შეგინარჩუნდებათ და საშუალება გექნებათ გამოსავალი იპოვოთ. თუ საპასუხო უწყებას გაგზავნით, პასუხის მიღებამდე თქვენი არხი არ გაითიშება. თუ საპასუხო უწყებაზე დადებითი პასუხი მიიღეთ ან სასარჩელო მოთხოვნაზე უარი გითხრეს, ეს თქვენს არხზე არ აისახება.
გაფრთხილების შესახებ ინფორმაციის მიღება
  1. შედითYouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუში დაწკაპუნებით აირჩიეთ კონტენტი .
  3. დააწკაპუნეთ ფილტრის პანელზე and then საავტორო უფლებები.
  4. შეზღუდვების სვეტში, გადადით საავტორო უფლებები-ზე.
  5. დაწკაპუნებით აირჩიეთ დეტალების ნახვა.
საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილების მოგვარება

საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილების გადასაჭრელად სამი გზა არსებობს:

  1. დაცდა, სანამ მოქმედების ვადა ამოეწურება: საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ გაფრთხილებას მოქმედების ვადა 90 დღეში ეწურება. თუ ეს თქვენი პირველი გაფრთხილებაა, საავტორო უფლებების სკოლაში სწავლების კურსი უნდა გაიაროთ.
  2. გამოხმობა: დაუკავშირდით პირს, რომელმაც გაასაჩივრა თქვენი ვიდეო და სთხოვეთ გამოიხმოს საავტორო უფლების დარღვევასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნა.
  3. საპასუხო უწყების გაგზავნა: თუ თვლით, რომ თქვენი ვიდეოს ამოშლა შეცდომით მოხდა ან კონტენტის სამართლიან გამოყენების არ ეწინააღმდეგება, გააგზავნეთ საპასუხო უწყება.

უყურეთ და შეიტყვეთ მეტი

იხილეთ ვიდეო YouTube შემქმნელების არხიდან და გაეცანით ძირითად ინფორმაციას საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული გაფრთხილების შესახებ.

Copyright in YouTube Studio: Addressing Copyright Claims with New Tools, Filters and More

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
15913762556023943469
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false