YouTube-ზე შეზღუდული რეჟიმის ჩართვა/გამორთვა

შეზღუდული რეჟიმი არასავალდებულო პარამეტრია, რომლის გამოყენება შესაძლებელია YouTube-ზე. აღნიშნული ფუნქცია დაგეხმარებათ პოტენციურად ზრდასრულთათვის განკუთვნილი კონტენტის გაფილტვრაში, რომელთა თქვენს მოწყობილობაზე ნახვას თქვენ ან სხვები არ ისურვებთ. 

ბიბლიოთეკების, უნივერსიტეტების და სხვა საჯარო დაწესებულებების კომპიუტერებზე შესაბამისი ქსელის ადმინისტრატორებს შეუძლიათ, ჩართონ შეზღუდული რეჟიმი.

შენიშვნა: შეზღუდული რეჟიმის ჩართვა არ არის იგივე, რაც ვიდეოებზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება. შეიტყვეთ მეტი ასაკის მიხედვით შეზღუდული კონტენტის შესახებ.

How to turn Restricted Mode on and off

გამოიწერეთ YouTube მნახველების არხი უახლესი ამბების, განახლებებისა და მინიშნებების მისაღებად.

შეზღუდული რეჟიმის ჩართვა ან გამორთვა

  1. შედით თქვენს ანგარიშში.
  2. ზედა მარჯვენა მხარეს დააწკაპუნეთ თქვენს პროფილის ფოტოზე .
  3. ქვემოთ აირჩიეთ შეზღუდული რეჟიმი.
  4. შეზღუდული რეჟიმის ჩასართავად/გამოსართავად ზედა მარჯვენა მხარეს გახსნილ ველში დაწკაპუნებით აირჩიეთ შეზღუდული რეჟიმის აქტივაცია.

შეზღუდული რეჟიმის გამორთვასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრა

თუ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი შეიყვანეთ, მაგრამ შეზღუდული რეჟიმი არ გამოირთო, დამატებითი დეტალებისთვის შეამოწმეთ პარამეტრები YouTube კონტენტის შეზღუდვების გვერდზე. ხელსაწყო შეამოწმებს, აღნიშნული შეზღუდვები ადმინისტრატორმა დააყენა თუ ისინი მხოლოდ თქვენს პერსონალურ ანგარიშზე ვრცელდება. შესაბამის შეზღუდვასთან გამოჩნდება თოლია. თუ დამატებით დახმარება გჭირდებათ, ხელსაწყო დაგეხმარებათ ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ ეტაპზე.

შენიშვნა: მობილური ქსელის ზოგიერთი პროვაიდერი გთავაზობთ კონტენტის ფილტრებს. აღნიშნული ფილტრები შეზღუდავს იმ ტიპის ვებკონტენტს, რომელზეც წვდომა გაქვთ მაშინ, როცა თქვენი მოწყობილობა მათ მობილურ ქსელს უკავშირდება. შეამოწმეთ YouTube კონტენტის შეზღუდვების გვერდი, რომ ნახოთ, ქსელის თუ ანგარიშის დონის შეზღუდვები მოქმედებს. შესაბამის შეზღუდვასთან გამოჩნდება თოლია და მოცემული ტექსტი განმარტავს შეზღუდვის დონეს. თუ DNS შეზღუდვები გაქვთ ჩართული და შეზღუდვის დონედ დაყენებულია „ზომიერ“ ან „მკაცრი“, ჩართული გაქვთ კონტენტის გაფილტვრა. ცადეთ თქვენი მობილური ქსელის პროვაიდერთან დაკავშირება, რომ შეიტყოთ, როგორ მართოთ ან გამორთოთ აღნიშნული პარამეტრი.

შეზღუდული რეჟიმის მართვა თქვენი ოჯახის წევრებისთვის

თუ Family Link აპის მომხმარებელი მშობელი ხართ, შეზღუდული რეჟიმის ჩართვა შეგიძლიათ ბავშვებისთვის იმ შემთხვევაში, როცა ისინი არ ექვემდებარებიან YouTube-ზე გამოცდილებას ზედამხედველობის ქვეშ. შეიტყვეთ, როგორ ჩართოთ შეზღუდული რეჟიმი Family Link აპის პარამეტრებში.

როცა შეზღუდული რეჟიმი ჩართულია Family Link-ში, თქვენი ბავშვი ვერ შეძლებს შეზღუდული რეჟიმის პარამეტრების შეცვლას იმ მოწყობილობებზე, რომლებზეც ის არის შესული.

შენიშვნა: შეზღუდულ რეჟიმს ვერ დაუყენებთ ბავშვს, თუ ის:

შეიტყვეთ მეტი შეზღუდული რეჟიმის შესახებ

  • ჩვენ ვიყენებთ რამდენიმე სიგნალს (მაგ., ვიდეოს სათაური, აღწერილობა, მეტამონაცემები, საზოგადოების წესდების მიმოხილვები და ასაკობრივი შეზღუდვები), რომ გამოვავლინოთ და გავფილტროთ პოტენციურად ზრდასრულთათვის განკუთვნილი კონტენტი.
  • შეზღუდული რეჟიმი ხელმისაწვდომია ყველა ენაზე, მაგრამ კულტურული ნორმებისა და სენტიმენტების სხვადასხვაობის გამო, ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს.
  • შეზღუდული რეჟიმი როცა ჩართულია, თქვენ ვერ ნახავთ კომენტარებს ვიდეოზე, რომელსაც უყურებთ.
  • შეზღუდული რეჟიმი მუშაობს ბრაუზერისა და მოწყობილობის დონეზე, ამიტომ ის ყველა ბრაუზერზე უნდა ჩართოთ, რომელსაც იყენებთ. თუ თქვენს ბრაუზერში ან მოწყობილობაში მხარდაჭერილია მრავალი პროფილი, აღნიშნული რეჟიმი თითოეული პროფილისთვის ცალკე უნდა ჩართოთ.
  • შემქმნელები: შეიტყვეთ, როგორ მოქმედებს შეზღუდული რეჟიმი თქვენს კონტენტზე.

ასისტენტიანი დინამიკები და ჭკვიანი ეკრანები

  1. გახსენით Home აპი თქვენს მობილურ მოწყობილობაში.
  2. შეხებით აირჩიეთ დინამიკი ან ჭკვიანი ეკრანი, რომლის მოდიფიცირებაც გსურთ.
  3. შეხებით აირჩიეთ პარამეტრები.
  4. შეხებით აირჩიეთ შეტყობინებები და ციფრული კომფორტი.
  5. შეხებით აირჩიეთ YouTube-ის პარამეტრები.
  6. თქვენი ჭკვიანი ეკრანისთვის შეზღუდული რეჟიმის პარამეტრების მართვის ორი გზა არსებობს:
    1. შეგიძლიათ, ჩართოთ ან გამორთოთ შეზღუდული რეჟიმი თქვენთვის და
    2. შეგიძლიათ ჩაურთოთ ან გამოურთოთ შეზღუდული რეჟიმი სხვებს, თუ მოწყობილობათა მმართველი თქვენ ხართ
შენიშვნა: შეზღუდული რეჟიმი დაყენდება მოწყობილობის დონეზე. თუ კონტენტი არ უკრავს თქვენს მოწყობილობაზე, შეამოწმეთ შეზღუდული რეჟიმის პარამეტრები. 

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
141473975094635260
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false