ჩაშენებული ვიდეოები და დასაკრავი სიები

შეგიძლიათ YouTube ვიდეოს ან დასაკრავი სიის ვებსაიტზე ან ბლოგზე დამატება მისი ჩაშენების გზით.

თუ მასწავლებელი ხართ, დაუკავშირდით თქვენს განათლების ტექნოლოგიების პლატფორმას და მიიღეთ ინფორმაცია, როგორ ჩააშენოთ YouTube კონტენტი თქვენი გაკვეთილებისთვის.

YouTube API-ს მომსახურების პირობები და დეველოპერთა დებულება ვრცელდება YouTube-ის ჩაშენებული დამკვრელის ყველა წვდომასა და გამოყენებაზე.

ვიდეოს ან დასაკრავი სიის ჩაშენება

  1. კომპიუტერზე გადით YouTube ვიდეოზე ან დასაკრავ სიაზე, რომლის ჩაშენებაც გსურთ.
  2. დაწკაპუნებით აირჩიეთ გაზიარება .
  3. გაზიარების ვარიანტების სიიდან აირჩიეთ ჩაშენება.
  4. გამოსახული ველიდან დააკოპირეთ HTML კოდი.
  5. ჩასვით კოდი თქვენი ვებსაიტის HTML კოდში.
  6. ქსელის ადმინისტრატორებისთვის: youtube.com ქსელის დაცვის დაშვებულთა სიაში უნდა დაამატოთ.
  7. მნიშვნელოვანია: თუ თქვენი ვებსაიტი ან აპი ბავშვებზეა ორიენტირებული და YouTube კონტენტის ჩაშენებას აპირებთ, თქვენი საიტი ან აპი თავად უნდა გამართოთ ამ ხელსაწყოების დახმარებით. ამგვარი გამართვა განაპირობებს, რომ Google არ განათავსებს პერსონალიზებულ რეკლამებს ამ საიტებსა და აპებში და ჩაშენებულ დამკვრელში გარკვეული ფუნქციები გაითიშება.
შენიშვნა: მესამე მხარის უმეტეს ვებსაიტზე შეუძლებელია ასაკობრივად შეზღუდული ვიდეოების ყურება. ასეთი ვიდეოები, დაკვრის შემთხვევაში, მნახველებს უკან YouTube-ზე გადაამისამართებს.

ვიდეოს ჩაშენების ვარიანტების მართვა

კონფიდენციალურობის გაძლიერებული რეჟიმის ჩართვა

YouTube-ის ჩაშენებულ დამკვრელში კონფიდენციალურობის გაძლიერებული რეჟიმი არ დაუშვებს YouTube-ის ჩაშენებული კონტენტის ნახვების გამოყენებას YouTube-ის მნახველების დათვალიერების გამოცდილებაზე გავლენის მოსახდენად. კერძოდ, ჩაშენებულ დამკვრელში, კონფიდენციალურობის გაძლიერებულ რეჟიმში, ვიდეოს ნახვები არ გამოიყენება YouTube-ის დათვალიერების გამოცდილების პერსონალიზებისთვის, როგორც კონფიდენციალურობის გაძლიერებული რეჟიმში ჩაშენებულ დამკვრელში, ისე მნახველის YouTube-ზე შემდგომი ნახვის გამოცდილებაში.

თუ ჩაშენებული დამკვრელში, კონფიდენციალურობის გაძლიერებულ რეჟიმში, ვიდეოში განთავსებული რეკლამები გამოჩნდება, ისინი არ იქნება პერსონალიზებული. ამასთან, ჩაშენებულ დამკვრელში, კონფიდენციალურობის გაძლიერებულ რეჟიმში, ვიდეოს ნახვები არ გამოიყენება რეკლამის პერსონალიზებისთვის თქვენი საიტის ან აპის გარეთ.

შეგახსენებთ, რომ YouTube API-ს მომსახურების პირობები და დეველოპერთა დებულება ვრცელდება YouTube-ის ჩაშენებული დამკვრელზე წვდომასა და მის გამოყენებაზე.

კონფიდენციალურობის გაძლიერებული რეჟიმის გამოსაყენებლად:

  1. შეცვალეთ ჩაშენებული URL-ის დომენი თქვენს HTML-ში „https://www.youtube.com“-დან „https://www.youtube-nocookie.com“-ით.
  2. ქსელის ადმინისტრატორებისთვის: youtube-nocookie.com ქსელის დაცვის დაშვებულთა სიაში უნდა დაამატოთ.
  3. აპლიკაციაში გამოყენებისთვის ისარგებლეთ WebView-ის ტიპის ჩაშენებული დამკვრელით. კონფიდენციალურობის გაძლიერებული რეჟიმი ხელმისაწვდომია მხოლოდ ვებსაიტებზე ჩაშენებული დამკვრელებისთვის.
  4. მნიშვნელოვანია: თუ თქვენი ვებსაიტი ან აპი ბავშვზე ორიენტირებულია, თქვენი საიტი ან აპი უნდა გამართოთ ამ ხელსაწყოების დახმარებით, როგორც ეს მოითხოვება YouTube API-ს მომსახურების პირობებითა და დეველოპერთა დებულებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ YouTube ვიდეოების ჩაშენებას კონფიდენციალურობის გაძლიერებული რეჟიმის მქონე დამკვრელით ასრულებთ.

მაგალითი:

მანამდე:

<iframe width="1440" height="762"

src="https://www.youtube.com/embed/7cjVj1ZyzyE"

frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

შემდეგ:

<iframe width="1440" height="762" src="https://www.youtube-nocookie.com/embed/7cjVj1ZyzyE"

frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

შენიშვნა: თუ მნახველი დააწკაპუნებს ან შეეხება ჩაშენებას და გადამისამართდება სხვა ვებსაიტსა თუ აპში, აღნიშნულმა ვებსაიტმა ან აპმა შეიძლება აღნუსხოს მნახველის ქცევა თავისი წესებისა და პირობების მიხედვით.

გაააქტიურეთ ჩაშენებული ვიდეოს ავტომატური დაკვრა

ჩაშენებულმა ვიდეომ რომ ავტომატურად დაუკრას, ჩაამატეთ „&autoplay=1“ ვიდეოს ჩაშენების კოდს ვიდეოს ID-ს (ასოების სერია, რომელსაც მოჰყვება „embed/“) შემდეგ.

ჩაშენებულ ვიდეოებს ავტომატურად დაკვრის ფუნქცია არ უზრდის ნახვებს.

მაგალითი:

<iframe width="560" height="315"
src="https://www.youtube.com/embed/D6Ac5JpCHmI?&autoplay=1"frameborder="0"
allowfullscreen></iframe>
ჩაშენებული ვიდეოს გაშვება კონკრეტულ დროს

თუ ვიდეოს დაკვრის დაწყება კონკრეტული მომენტიდან გსურთ, დაამატეთ „?start=“ ვიდეოს ჩაშენების კოდს და მიაყოლეთ წამების რაოდენობა, რა დროშიც გსურთ ვიდეოს დაკვრის დაწყება.

მაგალითად, თუ ვიდეოს დაწყება 1:30 წუთზე გსურთ, თქვენი ჩაშენების კოდი ასე უნდა გამოიყურებოდეს:

<iframe allowfullscreen="" frameborder="0" height="315" src="http://www.youtube.com/embed/UkWd0azv3fQ?start=90" width="420"></iframe>
ჩაშენებულ ვიდეოში სუბტიტრების დამატება

დაამატეთ „&cc_load_policy=1“ ვიდეოს ჩაშენების კოდს და თქვენს ჩაშენებულ ვიდეოში სუბტიტრები ავტომატურად გამოჩნდება.

ჩაშენებულ ვიდეოში შეგიძლიათ სუბტიტრების ენის არჩევაც. სუბტიტრების ენის მისათითებლად უბრალოდ დაამატეთ „&cc_lang_pref=fr&cc_load_policy=1“ ვიდეოს ჩაშენების კოდს.

  • „cc_lang_pref“ დააყენებს ენას ვიდეოს სუბტიტრებისთვის.
  • „cc_load_policy=1“ სუბტიტრებს ნაგულისხმევად ჩართავს.
  • „fr“ წარმოადგენს კოდს ფრანგული ენისთვის. ენის 2-სიმბოლოიანი კოდების ნახვა შეგიძლიათ ISO 639-1 სტანდარტში.
თქვენი ვიდეოებისთვის ჩაშენების გამორთვა
თუ ვიდეო ატვირთეთ და არ გსურთ, რომ სხვებს მისი გარე საიტებზე ჩაშენების უფლება მისცეთ, მიჰყევით ამ ნაბიჯებს:
  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუში აირჩიეთ კონტენტი.
  3. ვიდეოს გვერდით, რომლის მართვაც გსურთ, აირჩიეთ დეტალები .
  4. ქვემოთ აირჩიეთ მეტის ნახვა.
  5. მოხსენით მონიშვნა ველში „ჩაშენების ნების დართვა“ და შეინახეთ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
13467093327685790629
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false