რა მიზეზით მიანიჭა YouTube-მა ჩემს ვიდეოს სტატუსი „პირადი“?

გარკვეულ შემთხვევებში, თუ YouTube თქვენს არხზე რაიმე სახის საეჭვო მოქმედებებს აღმოაჩენს, შეუძლია ვიდეოს მიანიჭოს სტატუსი „პირადი“. ამ ღონისძიებას YouTube იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ მიაჩნია, რომ ვიდეოები ჰაკერმა ატვირთა. აღნიშნულ ზომებს YouTube თქვენი არხისა და საზოგადოების უკეთ დაცვის მიზნით იყენებს.

თუ ვიდეო განისაზღვრა, როგორც „პირადი“, აღნიშნულის თაობაზე შეგატყობინებთ ელფოსტით. ამას გარდა, გამოგიყვანთ სისტემიდან, თქვენი და YouTube საზოგადოების დაცვის უზრუნველსაყოფად.

შემდეგ რა უნდა გავაკეთო?

თუ ვიდეოები თქვენ გამოაქვეყნეთ

გადახედეთ „პირადი“ სტატუსის მქონე ვიდეოებს, სანამ მათ კვლავ გასაჯაროებას გადაწყვეტთ. თუ მიგაჩნიათ, რომ ისინი აკმაყოფილებს საზოგადოების წესდებას, შეგიძლიათ ვიდეოები გაასაჯაროოთ.

შენიშვნა: თუ ვიდეოების გასაჯაროება ვერ შეძელით, ეს ნიშნავს, რომ ვიდეოს სტატუსი „პირადი“ სხვა მიზეზით მიენიჭა. შეიტყვეთ მეტი პირადი ვიდეოების შესახებ, რომლებსაც აღნიშნული სტატუსი მიენიჭათ შეუსაბამო ან შეცდომაში შემყვანი თეგის გამოყენების გამო.

თუ ვიდეოები თქვენ არ გამოგიქვეყნებიათ

  1. შედით ვებგვერდზე studio.youtube.com და წაშალეთ ნებისმიერი ისეთი ვიდეო, რომელიც თქვენ არ აგიტვირთავთ. პირადი ვიდეოებიც უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოების წესდებას. ჩვენ არ გვსურს, რომ დაისაჯოთ კონტენტისთვის, რომელიც არ გამოგიქვეყნებიათ.
  2. შეამოწმეთ თქვენი Google ანგარიშის უსაფრთხოება და შეასრულეთ რეკომენდაციები. შემოთავაზებული ზომები შეიძლება იყოს პაროლის შეცვლა ან ძველი მოწყობილობების ამოშლა.
  3. გადახედეთ, ვის აქვს წვდომა თქვენს არხზე. შეამოწმეთ არხის ნებართვები, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენს არხს არ უკავშირდებიან არასასურველი მომხმარებლები.
  4. შეამოწმეთ, ჰაკერს კიდევ რაიმე ხომ არ შეუცვლია არხზე — მაგალითად, ბანერი, ვიდეოს აღწერილობებში მითითებული ბმულები ან ჩამაგრებული კომენტარები.

ჰაკერებისგან ანგარიშის დაცვის დამატებით რჩევების მიღება შეგიძლიათ შემქმნელის უსაფრთხოების ცენტრის დახმარებით. გარდა ამისა, წაიკითხეთ სტატია თქვენი YouTube ანგარიშის დაცვა.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
17582987501962457256
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false