შეცვლილი ან სინთეტიკური კონტენტის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება

ჩვენ ვახალისებთ შემქმნელების მიერ კონტენტის რედაქტირებისა და გენერირების ხელსაწყოების ინოვაციურ და პასუხისმგებლობით გამოყენებას. ამავე დროს, ვხვდებით, რომ მნახველებს სურთ იცოდნენ, რეალურია თუ არა ის, რასაც უყურებენ ან უსმენენ.

მნახველების ინფორმირებისთვის კონტენტის შესახებ, რომელსაც უყურებენ, გვესაჭიროება შემქმნელების მხრიდან მნიშვნელოვნად შეცვლილი ან სინთეტიკურად გენერირებული კონტენტის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება იმ შემთხვევაში, თუ ის რეალისტურად გამოიყურება.

შემქმნელებმა უნდა გაამჟღავნონ ინფორმაცია შემდეგი სახის კონტენტის შესახებ:

  • კონტენტი, სადაც რეალური პიროვნება ამბობს ან აკეთებს ისეთ რამეს, რაც სინამდვილეში არ უთქვამს ან გაუკეთებია
  • კონტენტი, სადაც ხელოვნურად შეცვლილია რეალური მოვლენის ან ადგილის კადრები
  • კონტენტი, სადაც გენერირებულია რეალისტური სცენა, რომელიც სინამდვილეში არ მომხდარა

ეს შეიძლება მოიცავდეს კონტენტს, რომელიც შექმნილია, ნაწილობრივ ან სრულად შეცვლილია ხმის, ვიდეოს ან სურათის შექმნის, ან რედაქტირების ხელსაწყოების საშუალებით.

YouTube Studio-ში „შეცვლილი კონტენტის“ პარამეტრის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება

მნიშვნელოვნად შეცვლილი ან სინთეტიკურად გენერირებული კონტენტის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისთვის, შემქმნელებისთვის ხელმისაწვდომია „შეცვლილი კონტენტის“ პარამეტრი, რომელიც კომპიუტერზე YouTube Studio-ს საშუალებით შეგიძლიათ იხილოთ. მომავალში ეს პარამეტრი სხვა მოწყობილობებსა და YouTube აპებზე გახდება ხელმისაწვდომი.

შემქმნელის მიერ ამ ველის არჩევისა და კონტენტის ატვირთვის შემდეგ, ვიდეოს გაფართოებულ აღწერაში გამოჩნდება ლეიბლი. ეს ლეიბლი მნახველებისთვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომია YouTube აპის ტელეფონით ან ტაბლეტით გამოყენებისას, მაგრამ მომავალში სხვა მოწყობილობებზეც დაემატება.

YouTube-ის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) ერთ-ერთი ეფექტის (როგორიცაა YouTube-ის Dream Track ან Dream Screen) გამოყენებით YouTube Short-ის შექმნის შემთხვევაში, მიმდინარე ეტაპზე ინფორმაციის გამჟღავნების დამატებითი ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ არის. ხელსაწყო შემქმნელის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ინფორმაციას ავტომატურად გაამჟღავნებს.

შეცვლილი ან სინთეტიკური კონტენტის მაგალითები

სიაში მოცემულია შეცვლილი ან სინთეტიკური კონტენტის მაგალითები. შეცვლილი ან სინთეტიკური კონტენტი შეიძლება მოიცავდეს კონტენტს, რომელიც შექმნილია, ნაწილობრივ ან სრულად შეცვლილია ხმის, ვიდეოს ან სურათის შექმნის, ან რედაქტირების ხელსაწყოების საშუალებით. რეალისტური კონტენტი და მნიშვნელოვანი ცვლილებები მათ შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას საჭიროებს, არარეალისტური კონტენტი ან მცირე ცვლილებები — არ საჭიროებს. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის სრული სია.

არ საჭიროებს შემქმნელების მხრიდან ინფორმაციის გამჟღავნებას საჭიროებს შემქმნელების მხრიდან ინფორმაციის გამჟღავნებას
  • სილამაზის ფილტრების გამოყენება
  • ერთი პიროვნების სახის მეორე პიროვნების სახით ჩანაცვლების მიზნით კონტენტის ციფრული გენერირება ან შეცვლა
  • ფონის სინთეტიკურად გენერირება ან გაფართოება ავტომობილის მოძრაობის ეფექტის მისაღებად
  • ავტომობილების რბოლის ცნობილი სცენის ციფრული ცვლილება, იმ ცნობილი პიროვნების ჩამატების მიზნით, რომელიც ორიგინალ ფილმში არ მონაწილეობდა
  • ადრე ჩაწერილი აუდიოს გაძლიერებისთვის ეფექტის გამოყენება
  • სიმულაციის საშუალებით ისეთი აუდიოს შექმნა, სადაც პროფესიონალი მედიკოსი იძლევა რჩევას, რომელიც სინამდვილეში არ გაუცია
  • ვიდეოში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი რაკეტის ანიმაციის გამოყენება
  • რეალური ქალაქისკენ რაკეტის გასროლის რეალისტური ასახვა

 

მაგალითები, როდესაც კონტენტის შემქმნელების მხრიდან არ არის საჭირო ინფორმაციის გამჟღავნება
შემქმნელის მხრიდან არ არის აუცილებელი ინფორმაციის გამჟღავნება არარეალისტური კონტენტის შესახებ, რომელიც შეცვლილი ან სინთეტიკურია, ასევე, თუ რეალისტური კონტენტის რედაქტირება უმნიშვნელოა. მცირე ცვლილებები ძირითადად ესთეტიკური ხასიათისაა და არ ცვლის კონტენტს ისე, რომ მნახველმა რეალურად განვითარებული მოვლენა არასწორად აღიქვას.
კონტენტის, ცვლილებების ან ვიდეო ჩარევების მაგალითები, რომელთა გამჟღავნებაც შემქმნელებს არ მოეთხოვებათ:
  • არარეალისტური
    • ზღაპრული მარტორქით ფანტასტიკურ სამყაროში გასეირნება
    • მწვანე ეკრანი, რომელიც კოსმოსში მოტივტივე ადამიანის ასახვისთვის გამოიყენება
  • მცირე
    • ფერთა კორექტირება ან განათების ფილტრები
    • სპეცეფექტების ფილტრები, როგორიცაა ფონის გაბუნდოვნების ან ვინტაჟური ეფექტების დამატება
    • წარმოებაში დახმარება, როგორიცაა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ვიდეოს ესკიზის, სცენარის, მინიატურის, სათაურის ან ინფოგრაფიკის შექმნისა თუ გაუმჯობესებისთვის
    • წარწერის შექმნა
    • ვიდეოს გამკვეთრება, სკალირება ან აღდგენა და ხმის ან აუდიოს აღდგენა
    • იდეების გენერირება

გახსოვდეთ, რომ მოცემული სია არ არის ამომწურავი.

მაგალითები, როდესაც კონტენტის შემქმნელების მხრიდან ინფორმაციის გამჟღავნება სავალდებულოა
მნახველების ინფორმირებისთვის კონტენტის შესახებ, რომელსაც უყურებენ, საჭიროა შემქმნელების მხრიდან მნიშვნელოვნად შეცვლილი ან სინთეტიკური კონტენტის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება იმ შემთხვევაში, თუ ის რეალისტურად ან მნიშვნელოვნად გამოიყურება.
კონტენტის, ცვლილებების ან ვიდეო ჩარევების მაგალითები, რომელთა შესახებაც შემქმნელებმა ინფორმაცია აუცილებლად უნდა გაამჟღავნონ:
  • სინთეტიკურად გენერირებული მუსიკა (მათ შორის, Creator Music-ის საშუალებით გენერირებული მუსიკა)
  • გახმოვანების მიზნით სხვისი ხმის კლონირება
  • რეალური ადგილის დამატებითი კადრების სინთეტიკურად გენერირება, მაგალითად, მაუიში სერფერის ვიდეოს შექმნა მოგზაურობის სარეკლამო ვიდეოსთვის
  • ჩოგბურთის ორ პროფესიონალ მოთამაშეს შორის მატჩის რეალისტური ვიდეოს სინთეტიკურად გენერირება
  • პიროვნების მიერ ისეთი რჩევის გაცემის წარმოჩენა, რომელიც მას რეალურად არ გაუცია
  • აუდიოს ციფრული ცვლილება იმგვარად, რომ ჩანდეს, თითქოს პოპულარულმა მომღერალმა პირდაპირი შესრულების დროს არასწორად იმღერა
  • რეალური ქალაქისკენ მიმართული ტორნადოს ან ამინდის სხვა მოვლენის რეალისტური ასახვა, რომელიც რეალურად არ მომხდარა
  • წარმოჩენა, თითქოს საავადმყოფოს თანამშრომლებმა ავადმყოფი ან დაჭრილი პაციენტები არ მიიღეს
  • საჯარო პირის მიერ ისეთი რამის მოპარვის აღიარება, რაც მას რეალურად არ მოუპარავს, ან ისეთი რამის მოპარვის აღიარება, რის შესახებაც აღიარება არ გაუკეთებია
  • წარმოჩენა, თითქოს რეალური პირი დააპატიმრეს ან დააკავეს

გახსოვდეთ, რომ მოცემული სია არ არის ამომწურავი.

შეცვლილი ან სინთეტიკური კონტენტის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება

შემქმნელების მხრიდან საჭიროა მნიშვნელოვნად შეცვლილი ან სინთეტიკურად გენერირებული კონტენტის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება იმ შემთხვევაში, თუ ის რეალისტურად გამოიყურება. შემქმნელებს ამ ინფორმაციის გამჟღავნება შეუძლიათ ატვირთვის პროცესში.

YouTube Studio კომპიუტერზე

  1. გადადით YouTube Studio-ზე.
  2. კონტენტის ასატვირთად მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს.
  3. დეტალების სექციაში, „შეცვლილი კონტენტის“ განყოფილებაში, ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ კითხვებზე პასუხის გასაცემად აირჩიეთ დიახ.
  4. გააგრძელეთ ვიდეოს სხვა დეტალების არჩევა.

თუ შემქმნელი YouTube-ის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) ერთ-ერთი ეფექტის (როგორიცაა YouTube-ის Dream Track ან Dream Screen) გამოყენებით შექმნის YouTube Short-ს, მიმდინარე ეტაპზე ინფორმაციის გამჟღავნების დამატებითი ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ არის. ხელსაწყო შემქმნელის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ინფორმაციას ავტომატურად გაამჟღავნებს.

შემქმნელების დახმარების მიზნით, შესაძლოა მათი სახელით პროაქტიულად ავირჩიოთ ინფორმაციის გამჟღავნება, თუ ისინი ვიდეოს სათაურში ან აღწერაში მიუთითებენ შეცვლილი ან სინთეტიკური კონტენტის გამოყენების შესახებ.

შემქმნელების მიერ ინფორმაციის გამჟღავნების შედეგები

თუ შემქმნელი დაადასტურებს, რომ მისი კონტენტი შეცვლილი ან სინთეტიკურია (ამისთვის, აირჩევს ვარიანტს „დიახ“), ვიდეოს აღწერის ველში დავამატებთ ლეიბლს. ეს ლეიბლები ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მნახველებისთვის, რომლებიც YouTube ვიდეოს მობილური მოწყობილობისა და ტაბლეტის გამოყენებით უყურებენ.

ლეიბლი გაფართოებული აღწერის ველში

დამატებითი ლეიბლი სენსიტიური კონტენტის შესახებ

მაღალი ხარისხის მქონე და დროული ინფორმაცია არჩევნების, მიმდინარე კონფლიქტების, ბუნებრივი კატასტროფების, ფინანსების ან ჯანმრთელობის თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ამგვარმა ინფორმაციამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ხალხისა და საზოგადოებების კეთილდღეობაზე, ფინანსურ ან ფიზიკურ უსაფრთხოებაზე. მეტი გამჭვირვალობისთვის, მსგავსი სენსიტიური თემების შესახებ ვიდეოს დამკვრელში ასევე შეიძლება დაემატოს უფრო შესამჩნევი ლეიბლი.

ინფორმაციის გამჟღავნების სხვა შედეგები

შეცვლილი ან სინთეტიკური კონტენტის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება არ შეზღუდავს ვიდეოს აუდიტორიას და არც გავლენას მოახდენს თანხის გამომუშავებისთვის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის საფრთხეები

ვიდეო შესაძლოა შეცდომაში შემყვანი იყოს, თუ მნახველები მას აღიქვამენ რეალურად, როდესაც ის რეალისტურად წარმოჩენის მიზნით მნიშვნელოვნად არის შეცვლილი ან სინთეტიკურად გენერირებულია.

კონტენტის შესახებ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობისას, YouTube-მა შესაძლოა მიიღოს მნახველებისთვის ზიანის შესამცირებელი ზომები ლეიბლის პროაქტიულად გამოყენების გზით, იმგვარად, რომ შემქმნელს არ ექნება მისი ამოშლის შესაძლებლობა. ამასთან ერთად, შემქმნელებს, რომლებიც მუდმივად არ ამჟღავნებენ ამ ინფორმაციას, შესაძლოა YouTube-ის მხრიდან დაეკისროთ ჯარიმები, მათ შორის, კონტენტის ამოშლა ან YouTube პარტნიორთა პროგრამის წევრობის შეჩერება.

გახსოვდეთ, რომ YouTube-ის ყველა კონტენტზე ვრცელდება საზოგადოების წესდება, მიუხედავად იმისა, შეცვლილია იგი თუ სინთეტიკური.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
13587818113671337673
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false