NFL Sunday Ticket-ის სტუდენტური გეგმის მიღება

Looking to sign up for NFL Sunday Ticket? We’re running a presale offer (ending 2/28) for the next season of NFL Sunday Ticket as a Primetime Channel via YouTube, or as an add-on via YouTube TV. Learn more. If you’re an existing customer, you can confirm your auto-renew status and billing date for YouTube here and for YouTube TV, here.

YouTube-ზე NFL Sunday Ticket პაკეტი გთავაზობთ ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) რეგულარული სეზონის კვირა შუადღის იმ თამაშებს, რომლებიც თქვენს რეგიონში ადგილობრივი მაუწყებლების მიერ არ გადაიცემა. მატჩები იწყება კვირას, 10 სექტემბერს.

უფლებამოსილ სტუდენტებს YouTube Primetime არხებზე NFL Sunday Ticket-ის შეძენა 199$-ად შეუძლიათ, 10$-ის დამატებით კი, შეძლებენ მის NFL RedZone-სთან გაერთიანებას. NFL Sunday Ticket პაკეტის სტუდენტური გეგმების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ YouTube Primetime არხებზე, თუმცა შეძენის შემდეგ, ყურებას შეძლებთ YouTube-ზე ან YouTube TV-ზე.

YouTube-ზე NFL Sunday Ticket პაკეტით შეგიძლიათ, უყუროთ NFL-ის რეგულარული სეზონის კვირა შუადღის არასაბაზრო მატჩებს. სტუდენტური გეგმით შეძლებთ: 

  • ,რეგულარული სეზონის, CBS-სა და FOX-ზე გადაცემული კვირა შუადღის იმ მატჩების ყურებას, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი თქვენს ტერიტორიაზე. თუ New England Patriots-ის ჩიკაგოში მცხოვრები გულშემატკივარი ხართ, შეგიძლიათ „Pats“-ების კვირის იმ თამაშებს უყუროთ, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი ადგილობრივ ქსელებში.
  • წინასასეზონო მატჩები, სეზონის შემდგომი მატჩები, ადგილობრივი და ეროვნული ლიგის მატჩები არ შედის NFL Sunday Ticket-ში.
  • სტუდენტური გეგმა არ მოიცავს ოჯახთან გაზიარებას და შემოიფარგლება მხოლოდ ერთ მოწყობილობაზე გამოყენებით, ერთდროულად ერთი სტრიმინგის ყურების შესაძლებლობით.

ამ სტატიაში შეიტყობთ მეტს NFL Sunday Ticket-ის სტუდენტური გეგმის შესახებ, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და სხვა ინფორმაციის ჩათვლით.

NFL Sunday Ticket-ის სტუდენტური გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისობა

NFL Sunday Ticket-ის სტუდენტ წევრად რეგისტრაციისთვის უნდა:

NFL Sunday Ticket-ის შესაძენად და მისი გამოყენებით YouTube-ზე საყურებლად არ არის აუცილებელი, აშშ-ის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხებოდეთ, მაგრამ ამისთვის აშშ-ში უნდა იყოთ.

NFL Sunday Ticket-ის მომდევნო სეზონებისთვის შესაძენად უნდა დაადასტუროთ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

NFL Sunday Ticket-ის სტუდენტური გეგმის შეძენა

მიჰყევით მოცემულ ნაბიჯებს NFL Sunday Ticket-ის სტუდენტური გეგმის შესაძენად:

  1. თქვენს კომპიუტერში ან მობილურ ბრაუზერში გადადით მისამართზე youtube.com.
  2. გადადით NFL-ის არხის გვერდზე და შემდეგ აირჩიეთ NFL Sunday Ticket-ის შეძენა. შესაძლოა, თქვენს Google ანგარიშში შესვლა დაგჭირდეთ.
    შენიშვნა: დაიმახსოვრეთ, რომელ ელფოსტას გამოიყენეთ შესასვლელად, რადგან ელფოსტის იგივე მისამართი დაგჭირდებათ შემდგომში თქვენი სტუდენტის სტატუსის დასადასტურებლად. რადგან დომენის ადმინისტრატორები გარკვეულ შეზღუდვებს აწესებენ .edu ანგარიშებზე, გირჩევთ, გამოიყენოთ პერსონალური ელფოსტის მისამართი, მაგალითად, @gmail.com. .edu ანგარიშის გამოყენების შემთხვევაში არ მოითხოვება სტუდენტის სტატუსის დადასტურება.
  3. NFL Sunday Ticket-ის პაკეტების ვარიანტების ქვეშ აირჩიეთ შესაბამის სტუდენტებს შეუძლიათ სტუდენტური გეგმით დაზოგვა.
    1. შესაბამის სტუდენტებს, რომლებმაც უკვე დაადასტურეს თავისი სტატუსი SheerID-ს მეშვეობით, გამოუჩნდებათ NFL Sunday Ticket ფასდაკლებული ტარიფით. აირჩიეთ, გსურთ თუ არა NFL RedZone-ის NFL Sunday Ticket-თან ერთად შეძენა და შემდეგ განაგრძეთ შეძენის დასასრულებლად.
    2. სტუდენტებს, რომლებსაც არასდროს ან ბოლო 11 თვეში არ დაუდასტურებიათ თავისი სტუდენტის სტატუსი, მოეთხოვებათ სტუდენტის სტატუსის დაუყოვნებლივ დადასტურება. დადასტურების დასაწყებად:
      1. აირჩიეთ გაგრძელება.
      2. შეიყვანეთ სრული სახელი, ელფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი და სტუდენტის ინფორმაცია, მათ შორის, ქვეყანა ან რეგიონი, რომელშიც მდებარეობს თქვენი სასწავლო დაწესებულება, და დაწესებულების სახელი, და შემდეგ აირჩიეთ ჩემი სტუდენტის სტატუსის დადასტურება.
    3. დადასტურებული სტუდენტები:
      1. თუ SheerID-თ მყისიერად დაგიდასტურდათ სტუდენტის სტატუსი, გამოგიჩნდებათ შეტყობინება „წარმატებულია!“, სანამ ანგარიშსწორების ეტაპზე გადახვალთ.
      2. აირჩიეთ, გსურთ თუ არა NFL RedZone-ის NFL Sunday Ticket-თან ერთად შეძენა და განაგრძეთ შეძენის დასრულება.
    4. ჩარიცხვის დადასტურების საჭიროების მქონე სტუდენტები:
      1.  თუ SheerID-მა მყისიერად ვერ დაადასტურა თქვენი სტუდენტის სტატუსი, თქვენ მოგეთხოვებათ დამატებითი დოკუმენტების (მაგ., სტუდენტის ID ბარათი მოქმედების ვადის მითითებით, სწავლის განრიგი ან სწავლის ღირებულების გადახდის ქვითარი) ატვირთვა, რომ დაადასტუროთ ჩარიცხვა.
      2. ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვის შემდეგ SheerID განიხილავს თქვენს განაცხადს. აშშ-ის სტუდენტები გადაწყვეტილებას მიიღებენ ელფოსტით, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში. აშშ-ის გარეთ არსებული სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები გადაწყვეტილებას მიიღებენ ელფოსტით 48 საათის განმავლობაში.
        1. სტუდენტის სტატუსის დადასტურების ელფოსტაში აირჩიეთ გაგრძელება, რომ დაბრუნდეთ youtube.com-ზე. აირჩიეთ, გსურთ თუ არა NFL RedZone-ის NFL Sunday Ticket-თან ერთად გამოყენება და შემდეგ განაგრძეთ შეძენის დასასრულებლად.
        2. თუ თქვენი სტუდენტის სტატუსის დადასტურება ვერ მოხერხდა, SheerID დაგიკავშირდებათ

NFL Sunday Ticket-ის სტუდენტური გეგმის მიღება

შეძენის დასრულების შემდეგ ქვითარს ელფოსტით მიიღებთ.

გადადით მისამართზე youtube.com/purchases ნებისმიერ დროს, რომ თქვენს წევრობასთან დაკავშირებულ დეტალებს გაეცნოთ.

შეიტყვეთ მეტი NFL Sunday Ticket-ის სტუდენტური გეგმის შესახებ

შემიძლია NFL Sunday Ticket-ის სტუდენტური გეგმის ფასდაკლების ვაუჩერით შეძენა?

არა, სტუდენტურ გეგმებზე ფასდაკლება არ ვრცელდება.

რატომ ვერ შევძლებ, სხვა გამომწერების მსგავსად, მივიღო ულიმიტო სტრიმინგი სახლში ან ოჯახთან გაზიარება?

NFL Sunday Ticket-ის სტუდენტური გეგმა განკუთვნილია სტუდენტების მიერ ინდივიდუალური გამოყენებისთვის. სახლში ულიმიტო სტრიმინგების ან ოჯახთან გაზიარებისთვის საჭიროა NFL Sunday Ticket-ის სტანდარტული წევრობა.

რატომ ვერ ვყიდულობ NFL Sunday Ticket-ის სტუდენტურ გეგმას YouTube აპში ან ჩემი სერვისის პროვაიდერისგან?

სტუდენტური გეგმების შეძენა ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ youtube.com-ზე YouTube Primetime არხების მეშვეობით. თუ მობილურ მოწყობილობას იყენებთ, სტუდენტური გეგმა შეიძინეთ მობილური ბრაუზერით.

YouTube-ზე ჩემი NFL Sunday Ticket-ის წევრობა განახლდება მომდევნო სეზონებზე?

არა, თქვენი NFL Sunday Ticket-ის სტუდენტური გეგმა ერთჯერადი შენაძენია. თქვენი წევრობა არ განახლდება ავტომატურად შემდეგ სეზონზე.
წევრობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით მისამართზე youtube.com/purchases.

შემიძლია NFL Sunday Ticket-ის YouTube-ზე გაუქმება ან მისი საფასურის დაბრუნების მოთხოვნა?

არა, NFL Sunday Ticket-ის გაუქმება ან მისი საფასურის დაბრუნების მოთხოვნა შეუძლებელია.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
1091458770243152308
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false