YouTube Create-ის გამოყენების ან მასში პროექტის მართვის დაწყება

ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის მქონე ვიდეოებისა და Shorts-ის შექმნა მარტივია YouTube Create-ის დახმარებით. ჩამოტვირთეთ აპი და შეიტყვეთ ახალი პროექტის შექმნის შესახებ.

NEW: YouTube Create App

YouTube Create ხელმისაწვდომია Android ტელეფონებზე, რომლებსაც აქვთ მინიმუმ 4G ოპერატიული მეხსიერება. ეს აპი, შესაძლოა, ხელმისაწვდომი იყოს სხვა მოწყობილობებზე მომავალში.

ახალი პროექტის შექმნა გსურთ?

  1. გახსენით YouTube Create და შედით თქვენი YouTube ანგარიშით.
  2. მთავარ ეკრანზე შეხებით აირჩიეთ პლუსი  ახალი პროექტის დასაწყებად.
  3. გალერეიდან აირჩიეთ ფოტოები, ვიდეოები ან წარსულში დაიმპორტებული მედია, თქვენს პროექტს რომ დაამატოთ.
    • შენიშვნა: შეხებით აირჩიეთ ისარი გალერეის გვერდით ეკრანის თავში, რათა დააიმპორტოთ მედია თქვენს მოწყობილობაში არსებული სხვა აპებიდან. ერთ პროექტში რამდენიმე სურათისა და ვიდეოს დამატება შეგიძლიათ.
  4. შეხებითი აირჩიეთ იმპორტი, რათა დაამატოთ ფოტოები და ვიდეოები თქვენს პროექტს.

პროექტს რომ შექმნით, გამოიყენეთ რედაქტირების ხელსაწყოები თქვენი ვიდეოს გასაუმჯობესებლად.

არსებული პროექტის პოვნა, მართვა და წაშლა

  1. გახსენით YouTube Create აპი და შედით თქვენს ანგარიშში.
  2. ბოლოდროინდელი პროექტების გვერდზე შეხებით აირჩიეთ მენიუ '' იმ პროექტის გასწვრივ, რომლის მართვაც გსურთ. თუ სიაში სასურველ პროექტს ვერ ხედავთ, შედით სხვა ანგარიშით.
  3. ვარიანტებიდან აირჩიეთ მოქმედება:
    • გადარქმევა: მიანიჭეთ თქვენს პროექტს ახალი სათაური
    • დუბლირება: შექმენით თქვენი პროექტის ასლი
    • წაშლა: წაშალეთ პროექტი
  4. დაადასტურეთ ცვლილებები
შეგიძლიათ, შეხებით აირჩიოთ პლუსი  პროექტების სიიდანაც, ახალი პროექტი რომ შექმნათ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
5244784702695401471
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false