კვლევის ანალიზის გაგება

YouTube ანალიტიკაში არსებული კვლევის ჩანართში შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ეძებენ თქვენი აუდიტორია და მნახველები YouTube-ზე. კვლევის ჩანართში მოცემული ანალიზი დაგეხმარებათ მნახველებისთვის საინტერესო ვიდეოების იდეების მოფიქრებაში.

კვლევის ჩანართის სანახავად:

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან აარჩიეთ ანალიტიკა.
  3. შეხებით აირჩიეთ ჩანართი კვლევა.
  4. ძიების ზოლში ჩაწერეთ საძიებო ფრაზა. საძიებო ფრაზის შესანახად, შეხებით აირჩეთ შენახვა.

საძიებო ფრაზის შენახვის შემდეგ, შეგიძლიათ იხილოთ მოცემული თემის ირგვლივ მნახველთა აქტივობა.

  • აუდიტორიის ბოლო აქტივობა: გიჩვენებთ რამდენად პოპულარულია მოცემული თემა თქვენს აუდიტორიაში.
  • YouTube-ზე მოძებნილი: გიჩვენებთ მოცემულ თემასთან დაკავშირებულ პოპულარულ ძიებებს YouTube-ზე.
  • YouTube-ზე ნანახი: გიჩვენებთ მოცემული თემასთან დაკავშირებულ პოპულარულ ვიდეოებს, რომლებსაც მნახველებმა უყურეს YouTube-ზე.

შენიშვნა: ამ ეტაპზე ანალიზი შემოიფარგლება მხოლოდ ინგლისური საძიებო ფრაზებით და მოიცავს შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ინდოეთის, ავსტრალიისა და კანადის მნახველებს. 

რას აჩვენებს კვლევის ჩანართი

ძიებები YouTube-ზე

ეს ჩანართი აჩვენებს ბოლო 28 დღის განმავლობაში კონკრეტულ საძიებო ფრაზასთან დაკავშირებულ ყველაზე პოპულარულ ძიებებს. გაანალიზებულია არა მხოლოდ თქვენს აუდიტორიის მონაცემები, არამედ ძიებები მთელი YouTube სივრცის მასშტაბით.

  • თითოეული საძიებო ფრაზის გასწვრივ იხილავთ დონეს (დაბალი, საშუალო, მაღალი), რომელიც აფასებს, რამდენად პოპულარულია ეს ფრაზა.
  • ზოგიერთი საძიებო ფრაზის გასწვრივ შეგხვდებათ აღნიშვნა კონტენტის ხარვეზი. შეიტყვეთ მეტი კონტენტის ხარვეზების შესახებ.
  • უფრო კონკრეტული მონაცემების სანახავად, შეგიძლიათ მონაცემების გაფილტვრა კონტენტის ხარვეზების, გეოგრაფიის ან ენის მიხედვით.

შენიშვნა: თუ ძიების შედეგები არ გამოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს თქვენი აუდიტორიის ინტერესების შესაფასებლად საკმარისი მონაცემები.

თქვენი მნახველების ძიებები

ეს ჩანართი აჩვენებს თქვენს აუდიტორიასა და მსგავსი არხების მნახველებს შორის ყველაზე პოპულარულ ძიებებს ბოლო 28 დღის განმავლობაში.

  • თითოეული საძიებო ფრაზის გასწვრივ არის ძიების პოპულარობის აღმნიშვნელი რეიტინგი: დაბალი, მაღალი, საშუალო.
  • ზოგიერთი საძიებო ფრაზის გასწვრივ შეგხვდებათ აღნიშვნა კონტენტის ხარვეზი. შეიტყვეთ მეტი კონტენტის ხარვეზების შესახებ.
  • უფრო კონკრეტული მონაცემების სანახავად, შეგიძლიათ მონაცემების გაფილტვრა კონტენტის ხარვეზების, გეოგრაფიის ან ენის მიხედვით.

შენიშვნა: თუ ძიების შედეგები არ გამოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს თქვენი აუდიტორიის ინტერესების შესაფასებლად საკმარისი მონაცემები.

შენახული

ამ ჩანართში ნახავთ თქვენ მიერ შენახულ საძიებო ფრაზებს. Google ტრენდებში გადასასვლელად, გააუქმეთ საძიებო ფრაზის შენახვა, ან გაგზავნეთ მოხსენება საძიებო ფრაზის შესახებ, დაწკაპუნებით აირჩიეთ „მეტი“ '' .

უყურეთ და გაეცანით ინფორმაციას ძიების ანალიზის შესახებ

კომპიუტერზე ძიების ანალიზის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ შეიტყოთ YouTube შემქმნელების არხზე განთავსებული შემდეგი ვიდეოდან:

Understand Search Insights: Research Tab in YouTube Analytics

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
7361534575331587170
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false