თქვენს ვიდეოზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესების გასაჩივრება

ჩვენს საზოგადოების წესდებაში აღწერილია YouTube-ზე დაშვებული და დაუშვებელი კონტენტის ტიპები. ის წარმოადგენს სახელმძღვანელო წესების ნაკრებს, რომლებიც ყველა ვიდეოში უნდა იყოს დაცული. აღნიშნული მითითებების დამრღვევი ვიდეოები ამოიშლება. ზოგიერთი ვიდეო არ არღვევს ჩვენს წესებს, მაგრამ შეიძლება შეუფერებელი იყოს 18 წელს მიუღწეველი მნახველებისთვის. ამგვარ ვიდეოებს ასაკობრივად შევზღუდავთ. კონტენტის ასაკის მიხედვით შეზღუდვისას ვითვალისწინებთ შემდეგ საკითხებს:

  • ძალადობა
  • შემაწუხებელი სურათები
  • სექსუალური ხასიათის კონტენტი
  • სიშიშვლე
  • სახიფათო ან უკანონო საქმიანობების დემონსტრაცია

როცა ვიდეო ასაკობრივად შეზღუდულია, მის დაკვრამდე ეკრანზე გაფრთხილება ჩნდება. 18 წელს მიღწეულ მნახველებს შეუძლიათ კონტენტის ნახვა განაგრძონ. მნახველების მიერ ამგვარი ვიდეოების შემთხვევით აღმოჩენის შესაძლებლობის შესამცირებლად ისინი არ გამოჩნდება YouTube-ის გარკვეულ სექციებში. ასაკობრივად შეზღუდული ვიდეოების ნახვა შეუძლებელია მესამე მხარის უმეტეს ვებსაიტზე. ასეთი ვიდეოები, დაკვრის შემთხვევაში, მნახველებს YouTube-ზე გადმოამისამართებს.

ვიდეოზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესების გასაჩივრება

თუ თქვენს ვიდეოზე ასაკობრივი შეზღუდვა დაწესდა, ამის გასაჩივრება შეგიძლიათ.

YouTube Studio აპი Android-ისთვის

  1. გახსენით YouTube Studio აპი .
  2. ქვედა მენიუდან შეხებით აირჩიეთკონტენტი .
  3. შეზღუდვის მქონე ვიდეოზე შეხებით აირჩიეთ შეზღუდვა.
  4. შეხებით აირჩიეთ ხარვეზების განხილვა.
  5. შეხებით აირჩიეთ შესაბამისი პრეტენზია.
  6. შეიყვანეთ გასაჩივრების მიზეზი და დაწკაპუნებით აირჩიეთ გაგზავნა.

თქვენს ვიდეოზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესების გასაჩივრება

თუ თქვენი ვიდეო ასაკის მიხედვით შეიზღუდა, შეგიძლიათ მისი გასაჩივრება.

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუში დაწკაპუნებით აირჩიეთ კონტენტი.
  3. გადადით ვიდეოზე, რომლის გასაჩივრებაც გსურთ. 
  4. „შეზღუდვების“ სვეტში დააწკაპუნეთ შეზღუდვის ტიპზე. დაწკაპუნებით აირჩიეთ აპელაცია
  5. შეიყვანეთ გასაჩივრების მიზეზი და დაწკაპუნებით აირჩიეთ გაგზავნა.

შენიშვნა: თქვენი ვიდეოს ასაკობრივად შეზღუდვის გასაჩივრება შეგიძლიათ მხოლოდ ერთხელ.

საჩივრის წარდგენის შემდეგ

YouTube-ის გუნდი განიხილავს თქვენს მოთხოვნას და მიიღებს შესაბამის ზომებს.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
17112409627768130740
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false