ამოჭრილი კადრების შექმნა და მართვა

შეგიძლიათ ვიდეოს ან პირდაპირი სტრიმინგის მცირე ნაწილის გადაღება და სხვებთან გაზიარება სოციალურ არხებზე ან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით, როგორიცაა ელფოსტა ან ტექსტი. კლიპები საჯაროა და მათი ყურება შეუძლია ნებისმიერს, ვისაც აქვს წვდომა კლიპზე და ასევე შეუძლია ორიგინალური ვიდეოს ყურება. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენს მიერ შექმნილი კლიპები და თქვენს ვიდეოებზე გაკეთებული კლიპები თქვენი კლიპების ბიბლიოთეკის გვერდზე. ვიდეოს შემქმნელებს შეუძლიათ მართონ კლიპები, რომლებიც მათ ვიდეოებზეა შექმნილი YouTube Studio-ში.

ჩანიშვნა: ვიდეოებდან კადრის ამოჭრა ნაგულისხმევად ჩართულია. შიტყვეთ როგორ გამორთოთ ის.

YouTube ამოჭრილი კადრები

ამოჭრილი კადრის შექმნა და გაზიარება

ამოჭრილი კადრების ხანგრძლივობა 5-დან 60 წამამდეა და ციკლურად იკვრება ორიგინალური ვიდეოს ყურების გვერდზე.

  1. YouTube-ში შესვლა
  2. გადადით ვიდეოზე, რომლის კადრის ამოჭრაც გსურთ.
  3. აირჩიეთ მენიუ ''and then  კლიპის ამოჭრა
  4. დაამატეთ თქვენი ამოჭრილი კადრის სათაური (მაქსიმუმ 140 სიმბოლო).
  5. აირჩიეთ ვიდეოს ის მონაკვეთი, რომლის კლიპის ამოჭრაც გსურთ. თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ (მაქსიმუმ 60 წამი) ან შეამციროთ (მინიმუმ 5 წამი) თქვენი შერჩევის ხანგრძლივობა სლაიდერის გადათრევით.
  6. დააწკაპუნეთ ამოჭრილი კადრის გაზიარებაზე.
  7. აირჩიეთ ვარიანტი ამოჭრილი კადრის გაზიარებისთვის:
    • ჩააშენეთ: თქვენ შეგიძლიათ ჩააშნოთ ვიდეო ვებსაიტში.
    • სოციალური ქსელები: თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენი ამოჭრილი კადრი სოციალურ ქსელში, როგორიცაა Facebook ან Twitter.
    • ლინკის დაკოპირება: თქვენ შეგიძლიათ დააკოპიროთ ბმული თქვენს ამოჭრილ კადრზე, რომ ჩასვათ სხვაგან.
    • ელფოსტა: შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენი ამოჭრილი კადრი თქვენს კომპიუტერში არსებული ელფოსტის ნაგულისხმევი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.

ჩანიშვნა: ამოჭრილი კადრების ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ იპოვოთ თქვენს მიერ შესრულებული კლიპები.

თქვენ მიერ შექმნილი ამოჭრილი კარების ამოშლა

  1. YouTube-ში შესვლა
  2. გადადით ბიბლიოთეკის განყოფილებაში.
  3. შეეხეთ თქვენს ამოჭრილი კადრებს.
  4. იპოვეთ ამოჭრილი კადრები, რომლის წაშლა გსურთ და აირჩიეთ მენიუ ''.
  5. შეეხეთ „კლიპის წაშლის‟ ოფციას.

ჩანიშვნა: ამოჭრილი კადრის წაშლა მას YouTube-დან წაშლის. მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ წვდომა ამოჭრილი კადრის URL-ზე და შემქმნელებს, რომლებსაც აქვთ ორიგინალური ვიდეო, რომელზეც კლიპი გადაიღეს, მასზე წვდომა აღარ ექნებათ.

არ მისცეთ მაყურებელს თქვენი შინაარსის ამოჭრილი კადრის უფლება

შეგიძლიათ თქვენს აუდიტორიას ხელი შეუშალოთ თქვენი ვიდეოს ამოჭრილი კადრის შექმნასა და გაზიარებაში.

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან დაწკაპუნებით აირჩიეთ პარამეტრები.
  3. აირჩიეთ არხიand then გაფართოებული პარამეტრები.
  4. ამოჭრილი კადრების განყოფილებაში მოხსნათ მონიშვნა მიეცით მნახველს ჩემი მასალების გადაღების შესაძლებლობა.

ჩანიშვნა: თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ მომხმარებლები თქვენი არხების სიაში „დამალული მომხმარებლების‟ სიაში, რათა მათ არ შექმნან ამოჭრილი კადრები თქვენი ვიდეოებიდან ან პირდაპირი სტრიმინგებიდან. გარდა ამისა, შეგიძლიათ დაამატოთ სიტყვები დაბლოკილი სიტყვების სიაში, რათა არ მოხდეს მათი გამოყენება თქვენი ვიდეოებიდან ამოჭრილი კადრებისა და პირდაპირი სტრიმინგების სათაურებში.

თქვენი ვიდეოებიდან ამოჭრილი კადრების მართვა

YouTube Studio გაძლევთ საშუალებას, მართოთ თქვენი ვიდეოებიდან ამოჭრილი კადრები.

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუში დაწკაპუნებით აირჩიეთ კონტენტი.
  3. აირჩიეთ ვიდეოს სათაური ან ესკიზი.
  4. მარცხენა მენიუდან დაწკაპუნებით აირჩიეთ ამოჭრილი კადრები .
  5. აქედან შეძლებთ თქვენი ამოჭრილი კადრების ნახვას, დაკვრას, გაზიარებას, დამალვასა და მოხსენებას.

„საზოგადოების პოპულარული ამოჭრილი კადრების“ განყოფილების მართვა

თქვენი არხის მთავარ გვერდზე შეგიძლიათ განათავსოთ პოპულარული ამოჭრილი კადრები თქვენი ვიდეოებიდან. ამოჭრილი კადრები შეიძლება იყოს თქვენ ან თქვენი მნახველების მიერ შექმნილი. მთავარ გვერდზე დამატების შემდეგ ამოჭრილი კადრები საჯაროდ ხელმისაწვდომია და ორგანიზებულია პოპულარობის მიხედვით და ატვირთვის დროის მიხედვით.

  1. შედით YouTube Studio-ში.
  2. მარცხენა მენიუდან დაწკაპუნებით აირჩიეთ მორგება .
  3. განყოფილებაში „რჩეულთა სექცია“ დაწკაპუნებით აირჩიეთ სექციის დამატება .
  4. „საზოგადოების პოპულარული ამოჭრილი კადრების ჩართვა ან გამორთვა. 
  • მინიშნება: შეგიძლიათ, შეცვალოთ თაროს პოზიცია მისი ზევით ან ქვევით გადაწევით.

ხშირად დასმული კითხვები (FAQs)

არ მესმის, როგორ შევქმნა ამოჭრილი კადრები YouTube-ზე.

ამოჭრილი კადრების შესაქმნელად ვიდეოდან ან პირდაპირი სტრიმინგიდან YouTube-ზე:

  • Შებრძანდით.
  • შექმენით ამოჭრილი კადრები შესაბამისი არხიდან, რომელიც გამოიწერეთ. არხს ასევე შეუძლია გამორთოს ამოჭრილი კადრების შექმნა მის კონტენტზე.

ამოჭრილი კადრების შექმნა შეუძლებელია:

  • 2 წუთზე მოკლე ვიდეოები
  • ბავშვებისთვის შექმნილი ვიდეოები
  • პირდაპირი სტრიმინგები DVR-ის გარეშე
  • პირდაპირი სტრიმინგები 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში
  • პრემიერები ჯერ კიდევ პირდაპირ ეთერშია
  • ახალი ამბების არხებიდან შექმნილი ვიდეოები

ვის შეუძლია ჩემს მიერ შექმნილი ამოჭრილი კადრების ნახვა?

ამოჭრილი კადრები საჯაროა და მათი ყურება და გაზიარება შეუძლია ნებისმიერს, ვისაც აქვს წვდომა ამოჭრილ კადრზე თუ მას ასევე შეუძლია ორიგინალური ვიდეოს ყურება. შემქმნელებს, რომლებსაც აქვთ ორიგინალური ვიდეო, აქვთ წვდომა ამ ვიდეოზე დამზადებულ ყველა ამოჭრილ კადრრბზე მათ ბიბლიოთეკის გვერდზე და YouTube Studio-ში და შეუძლიათ ამ ვიდეოს ამოჭრილი კადრების ყურება და გაზიარება. გარდა ამისა, ამოჭრილი კადრების ნახვა შესაძლებელია YouTube-ზე ძიების, აღმოჩენისა და ანალიტიკის ზოგიერთ ზედაპირზე, რომლებიც მნახველებისა და შემქმნელებისთვის არის ხელმისაწვდომი.

რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი ჩემს მიერ შექმნილი ამოჭრილი კადრები?

თუ ორიგინალი ვიდეო წაიშალა ან გადაყვანილია პირად რეჟიმზე, ამ ვიდეოდან ამოჭრილი კადრები არ იქნება ხელმისაწვდომი. თუ ვიდეო დაყენებულია გამოუქვეყნებელზე, ამ ვიდეოს ამოჭრილი კადრები კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.

თუ ორიგინალური ვიდეო არღვევს ჩვენი საზოგადოების წესდებას, მაშინ ამ ვიდეოდან შექმნილი კლიპები წაიშლება.

მე შევქმენი ამოჭრილი კადრები პირდაპირი სტრიმინგიდან, რომელიც არ მუშაობს.

ამოჭრილი კადრები ნაჩვენები იქნება პირდაპირი ტრანსლაციის დასრულების და ვიდეოს სახით ატვირთვის შემდეგ. თქვენ არ შეგიძლიათ შექმნათ ამოჭრილი კადრები პირდაპირი გადაცემიდან DVR-ის გარეშე ან პირდაპირი ტრანსლაციებიდან, რომლებიც უფრო გრძელია, ვიდრე DVR-ის მუშაობის დრო. შეიტყვეთ, როგორ ჩართოთ DVR პირდაპირი სტრიმინგები.

თუ პირდაპირი სტრიმინგი გაგრძელდება DVR-ის ქრონომეტრაჟზე მეტხანს, მაშინ ვიდეოდან ამოჭრილი ყველა კადრი, რომელიც სცდება DVR-ის სამუშაო დროს, არ დაიკვრება პირდაპირი ტრანსლაციის დასრულებამდე და ორიგინალური ვიდეოს გამოქვეყნებამდე.

შესაძლებელია თუ არა მოკლე ვიდეოს შექმნა კლიპებიდან?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ ამოჭრილი კადრების რემიქსი, სანამ კლიპის ორიგინალური ვიდეოს რემიქსიც შესაძლებელია. რემიქსის ყველა ხელსაწყო, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომია ვიდეოსთვის, ასევე ხელმისაწვდომია ამ ვიდეოს ნებისმიერი ამოჭრილი კადრისთვის, შეიტყვეთ მეტი აქ.

შემქმნელებს, რომლებსაც აქვთ ორიგინალური ვიდეო ამოჭრილი კადრები, შეუძლიათ მთელი ვიდეო გადააკეთონ მოკლე ვიდეოდ, შეიტყვეთ მეტი აქ.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
15843758838854600657
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false