რა არის Mechanical Licensing Collective (MLC)?

These features are only available to partners who use YouTube Studio Content Manager.

2018 წლის ოქტომბერში შეერთებულ შტატებში მიღებული მუსიკის მოდერნიზაციის აქტით (MMA), აშშ-ს მუსიკალური ინდუსტრია ცვლის ციფრული მუსიკის ლიცენზირების ფორმას, რათა დარწმუნდეს, რომ საავტორო უფლებების მფლობელები (მათ შორის სიმღერის ავტორები, კომპოზიტორები, სიმღერის ტექსტის ავტორები და გამომცემლები) მიიღებენ საავტორო ჰონორარს. 

2021 წლის იანვარში ახალი არაკომერციული ორგანიზაცია – The Mechanical Licensing Collective (MLC) – შეერთებულ შტატებში დაიწყებს საავტორო უფლებების მფლობელების მიერ სხვა პირებზე ბლანკეტური ლიცენზიების გაცემას შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ინტერაქტიული აუდიო სტრიმინგისა და ჩამოტვირთვის სერვისებისთვის (ციფრული სერვისის პროვაიდერები ანუ DSP-ები). 

საავტორო უფლებების მფლობელების მიერ სხვა პირებზე გაცემული ლიცენზიებით აღნიშნულ პირებს ეძლევათ იმ მუსიკალური ნაწარმოებების რეპროდუცირებისა და გავრცელების ნებართვები, რომლებიც ჩართულია აუდიო ჩანაწერებში. MLC ასევე შეაგროვებს საავტორო ჰონორარებს DSP-ებისგან, YouTube-ის ჩათვლით და გადაუხდის საავტორო უფლებების მფლობელებს.

YouTube და DSP საზოგადოება (წარმოდგენილი არაკომერციული ორგანიზაცია Digital Licensee Coordinator ან „DLC“-ს მიერ) ერთგულად მუშაობენ მოდერნიზაციის აქტის (MMA) იმპლემენტაციასა და MLC-ს წარმატებაზე. MLC-ს ოპერაციების სრული დაფინანსებისა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მონაცემებსა და ანგარიშგებაზე მუშაობის გარდა, DSP-ები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ MMA-ს იმპლემენტაციაში. MLC-ს და DLC-ს აქვთ საერთო მიზანი - ზუსტად და დროულად მიაწოდონ საავტორო ჰონორარი საავტორო უფლებების მფლობელებს. 

ამ ცვლილებით წარმოიშობა ახალი პასუხისმგებლობები მუსიკალური საზოგადოების ყველა წევრისთვის იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი საავტორო უფლებების შესახებ მონაცემები ორგანიზებული და განახლებული იყოს. MLC ქმნის საავტორო უფლებების შესახებ მონაცემთა ბაზას სახელწოდებით „The MLC Portal“. საავტორო უფლებების მფლობელებს ურჩევენ ეწვიონ MLC-ს საიტს იმისათვის, რომ გაიგონ, თუ როგორ მიმდინარეობს MLC-ს პროცესი, იხილონ პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე , დარეგისტრირდნენ განახლებების მისაღებად და მრავალი სხვა მიზნისთვის.

ციფრული სერვისის პროვაიდერებისთვის (DSP-ები) რეკომენდებულია ეწვიონ Digital Licensee Coordinator-ის საიტს DLC-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის.

დაგეხმარათ ეს?

როგორ შეგვიძლია მისი გაუმჯობესება?
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
13332389118397929021
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
59
false
false