აუდიოჩანაწერების მართვა თქვენს ვებსა და აპებში აქტივობაში

თქვენ შეგიძლიათ, რომ განსაზღვროთ, შეინახოს თუ არა Google-მა ხმოვანი და აუდიო აქტივობა Google სერვერზე თქვენს Google ანგარიშზე Google Search-თან, ასისტენტთან და Maps-თან ინტერაქციისას. თქვენი ხმა და აუდიოჩანაწერები დაეხმარება Google-ს აუდიოს ამოცნობის ტექნოლოგიების შემუშავებასა და გაუმჯობესებაში ისევე, როგორც იმ Google სერვისების დახვეწაში, რომლებიც აღნიშნულ ტექნოლოგიას იყენებს.

ხმოვანი და აუდიო აქტივობის ეს პარამეტრი გამორთულია, სანამ თავადვე არ აირჩევთ მის ჩართვას.

მნიშვნელოვანია: სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, აუდიოჩანაწერები შეიძლება სხვაგან შეინახოს.

ხმოვანი და აუდიო აქტივობის ჩართვა და გამორთვა

  1. გადადით თქვენს Google ანგარიშზე.
  2. ზედა მარცხენა ნაწილში დაწკაპუნებით აირჩიეთ მონაცემები და კონფიდენციალურობა.
  3. „ისტორიის პარამეტრების“ ქვეშ დაწკაპუნებით აირჩიეთ ვებსა და აპებში აქტივობა.
  4. „ხმოვანი და აუდიო აქტივობის დართვის“ გვერდით უჯრა მონიშნეთ ან მოხსენით მონიშვნა.

როცა ხმოვანი და აუდიო აქტივობის პარამეტრი გამორთულია, Google Search-თან, ასისტენტთან და Maps-თან ინტერაქციის აუდიოჩანაწერები არ შეინახება Google სერვერზე თქვენს Google ანგარიშში (მაშინაც კი, როცა შესული ხართ). თუ ხმოვანი და აუდიო აქტივობის ამ პარამეტრს გამორთავთ, აქამდე შენახული აუდიოჩანაწერები არ წაიშლება. თქვენი აუდიოჩანაწერების წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

თქვენი აუდიოჩანაწერების პოვნა ან წაშლა

თქვენი აუდიოჩანაწერების პოვნა

მნიშვნელოვანია: სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, აუდიოჩანაწერები შეიძლება სხვაგან შეინახოს.

  1. გადადით თქვენს Google ანგარიშზე.
  2. ზედა მარცხენა ნაწილში დაწკაპუნებით აირჩიეთ მონაცემები და კონფიდენციალურობა.
  3. „ისტორიის პარამეტრების“ ქვეშ დაწკაპუნებით აირჩიეთ ვებსა და აპებში აქტივობა and then აქტივობის მართვა. ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ:
    • თქვენი წარსული აქტივობების სიის ნახვა: აუდიო ხატულის Speak მქონე ერთეულები შეიცავს ჩანაწერს.
    • ჩანაწერის დაკვრა: აუდიოს გვერდით Speak დაწკაპუნებით აირჩიეთ დეტალები and then ჩანაწერის ნახვა and then დაკვრა Play.

რამდენიმე აუდიო ჩანაწერი: თქვენ შესაძლოა დაინახოთ რამდენიმე აუდიო ჩანაწერი, რომელიც დაკავშირებულია მოქმედებასთან, თუ აუდიო დაამუშავა Google-ის ჩაშენებული ასისტენტით მოქმედმა ერთზე მეტმა მოწყობილობამ. ამ ვიდეოს ჩვენ იმ ტექნოლოგიის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელმა მოწყობილობამ უნდა გიპასუხოთ.

თუ შეგხვდებათ შეტყობინება „ტრანსკრიპტი მიუწვდომელია“, მაშინ, შესაძლოა, რომ აქტივობის დროს ფიქსირდებოდა ზედმეტად ხმამაღალი ფონური ხმაური.

Google ანგარიშში შენახული აუდიოს ჩამოტვირთვა შეგიძლიათ Google Takeout-ის მეშვეობით. შეიტყვეთ, როგორ ჩამოტვირთოთ თქვენი აუდიო და Google-ის სხვა მონაცემები.

მინიშნება: უსაფრთხოების გასაძლიერებლად შეგიძლიათ დადასტურების დამატებითი ეტაპის მოთხოვნა „ჩემს აქტივობაში“ ისტორიის სრულად სანახავად.

წაშალეთ აუდიოჩანაწერები თქვენს ვებსა და აპებში აქტივობიდან

მნიშვნელოვანია: სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, აუდიოჩანაწერები შეიძლება სხვაგან შეინახოს.

წაშალეთ თითოეული ერთეული ცალ-ცალკე

  1. გადადით თქვენს Google ანგარიშზე.
  2. ზედა მარცხენა ნაწილში დაწკაპუნებით აირჩიეთ მონაცემები და კონფიდენციალურობა.
  3. „ისტორიის პარამეტრების“ ქვეშ დაწკაპუნებით აირჩიეთ ვებსა და აპებში აქტივობა and then აქტივობის მართვა. ამ გვერდზე სიის სახით ნახავთ თქვენს წარსულ აქტივობას. აუდიო ხატულის Speak მქონე ერთეულები შეიცავს ჩანაწერს.
  4. წასაშლელი ერთეულის გვერდით აირჩიეთ: მეტი More and then წაშლა.

ყველა ერთეულის ერთიანად წაშლა

მნიშვნელოვანია: ამ საფეხურების შესრულებით, წაიშლება თქვენი ვებსა და აპებში თქვენი ყველა აქტივობის, არა მხოლოდ ის ერთეულები, რომლებიც აუდიოჩანაწერებს შეიცავს.

  1. გადადით თქვენს Google ანგარიშზე.
  2. ზედა მარცხენა ნაწილში დაწკაპუნებით აირჩიეთ მონაცემები და კონფიდენციალურობა.
  3. „ისტორიის პარამეტრების“ ქვეშ დაწკაპუნებით აირჩიეთ ვებსა და აპებში აქტივობა and then აქტივობის მართვა. ამ გვერდზე სიის სახით ნახავთ თქვენს წარსულ აქტივობას. აუდიო ხატულის Speak მქონე ერთეულები შეიცავს ჩანაწერს.
  4. თქვენი აქტივობის ზემოთ დაწკაპუნებით აირჩიეთ წაშლა and then ნებისმიერი დრო.
  5. შეასრულეთ ეკრანზე მოცემული ინსტრუქცია.

თქვენი აუდიოჩანაწერების ავტომატურად წაშლა

მნიშვნელოვანია: ამ საფეხურების შესრულებით ჩაირთვება ავტომატური წაშლის პარამეტრი თქვენი ვებსა და აპებში აქტივობის ყველა ერთეულისთვის, არა მხოლოდ იმ ერთეულებისთვის, რომლებიც აუდიოჩანაწერებს შეიცავს.

  1. გახსენით კომპიუტერზე თქვენი Google ანგარიში.
  2. ზედა მარცხენა ნაწილში დაწკაპუნებით აირჩიეთ მონაცემები და კონფიდენციალურობა.
  3. „ისტორიის პარამეტრების“ ქვეშ დაწკაპუნებით აირჩიეთ ვებსა და აპებში აქტივობა და შემდეგ აქტივობის მართვა.
  4. თქვენი აქტივობის ზემოთ, ძიების ზოლში, აირჩიეთ მეტი More და შემდეგ აქტივობის შენახვა შემდეგი ხნით.
  5. დააწკაპუნეთ ღილაკზე, რომელიც შეესაბამება პერიოდს, რომლის განმავლობაშიც გსურთ თქვენი აქტივობის შენარჩუნება, არჩევანის დასამახსოვრებლად კი — და შემდეგ შემდეგი და შემდეგ დადასტურება.

Google-მა შესაძლოა წაშალოს თქვენი ჩანაწერები Google სერვერებიდან თქვენ მიერ არჩეულ დროზე ადრე მაშინვე, როცა ისინი აღარ იქნება საჭირო Google-ის აუდიოს ამოცნობის ტექნოლოგიებისა და მის მიერ გამოყენებული სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით. მაგალითად, დროთა განმავლობაში, ზოგიერთი ენისთვის შესაძლოა ნაკლები რაოდენობის აუდიოჩანაწერები იყოს საჭირო.

ხმოვანი და აუდიო აქტივობის ამ პარამეტრის შესახებ

როცა Google სერვისებს ესაუბრებით, თქვენი აუდიოს დასამუშავებლად და პასუხის გასაცემად Google იყენებს თავის აუდიოს ამოცნობის ტექნოლოგიებს მაგალითად, თუ შეეხებით მიკროფონის ხატულას ხმით მოსაძებნად, Google-ის აუდიოს ამოცნობის ტექნოლოგიები ნათქვამს სიტყვებად და ფრაზებად გარდაქმნის, შემდეგ კი მოძებნის Search საძიებელში, რომ ყველაზე შესაფერისი შედეგები მოგაწოდოთ.

ვებსა და აპებში აქტივობა თქვენს Google ანგარიშში ინახავს თქვენს ქმედებებს Google-ის საიტებზე, აპებსა და სერვისებში. მას შეუძლია დაურთოს დაკავშირებული ინფორმაცია, მაგალითად, მდებარეობა. გარკვეული ინტერაქციები შეიძლება არ შეინახოს.

ხმოვანი და აუდიო აქტივობის ეს არასავალდებულო პარამეტრი საშუალებას გაძლევთ, შეინახოთ აუდიოჩანაწერები ვებსა და აპებში თქვენი აქტივობის მეშვეობით, Google Search-თან, ასისტენტთან და Maps-თან ინტერაქციისას. ხმოვანი და აუდიო აქტივობის ეს პარამეტრი გამორთულია, სანამ თავადვე არ აირჩევთ მის ჩართვას.

ეს პარამეტრი მოქმედებს ყველგან, სადაც შესული ხართ Search-ში, ასისტენტსა და Maps-ში, მაგალითად, ასისტენტში როგორც Google ასისტენტის აპში, ისე Google Home გონიერ დინამიკში.

აუდიოჩანაწერების გამოყენების წესი

Google იყენებს ამ პარამეტრის მიერ შენახულ აუდიოჩანაწერს აუდიოს ამოცნობის ტექნოლოგიების და იმ Google სერვისების (მაგალითად, Google ასისტენტის) განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით, რომლებიც მას იყენებს.

აუდიოჩანაწერის შემოწმების პროცესი

აუდიოტექნოლოგიის ზოგიერთი ტიპის გაუმჯობესების შემთხვევაში, ამ პარამეტრის ჩართულ მდგომარეობაში Google სერვერზე შენახული აუდიომონაცემების ნიმუშები ანალიზდება გამოცდილი სპეციალისტების მიერ მოსმენის, ტრანსკრიფციისა და შენიშვნების დართვის მეშვეობით. აღნიშნულის მეშვეობით Google სერვისები უკეთ გაარჩევს აუდიომონაცემებს, მაგალითად, როცა ვიღაც საუბრობს ხმაურიან გარემოში ან რომელიმე კონკრეტულ ენაზე. ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს, რომ ამ პროცესში დავიცვათ თქვენი კონფიდენციალურობა (მაგალითად, თქვენი აუდიომონაცემების განცალკევებით თქვენი ანგარიშიდან, როცა მათ სპეციალისტები აანალიზებენ).

ეს პროცესი ეხმარება ამა თუ იმ სერვისს, უკეთ გაიგოს, რას ეუბნებიან ადამიანები მას. მაგალითად, Google-მა დახვეწა მეტყველების ავტომატური ამოცნობა ისეთი ენებისთვის, რომლებზეც მწირი მონაცემები მოიპოვება. ეს მოხერხდა მონაცემებით მდიდარ ენებზე არსებული ტრანსკრიბირებული აუდიომონაცემების გამოყენების მეშვეობით, რა დროსაც მოხდა ცალკეული მოდელის დახვეწა, რამაც რეალურ დროში მეტყველების მრავალენოვანი ამოცნობის საშუალება მოგვცა.

ხმოვანი ტექნოლოგიები

მნიშვნელოვანია: ეს ინფორმაცია ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ჩართულია ხმოვანი და აუდიო აქტივობა 2022 წლის 6 ივნისის შემდეგ.

Google-ის ზოგიერთ აუდიოტექნოლოგიას (მაგალითად, Voice Match-ს) შეუძლია ამოიცნოს მსგავსი ხმები, გაარჩიოს ისინი ერთმანეთისგან ან გაძლიერდეს უნიკალური ხმის მეშვეობით. თუ Google ასისტენტით Voice Match-თან ერთად სარგებლობთ და ჩართული გაქვთ ხმოვანი და აუდიო აქტივობის ეს პარამეტრი, Google-მა შეიძლება დროებით დაამუშაოს თქვენი ხმის მოდელი თქვენ მიერ შენახული აუდიოდან, Google-ის ხმოვანი ტექნოლოგიებისა და Google-ის იმ სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით, რომლებიც იყენებენ მათ. შეიტყვეთ, როგორ მუშაობს თქვენი ხმა სხვა პარამეტრებთან.

ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს, რომ ამ პროცესში დავიცვათ თქვენი კონფიდენციალურობა. მაგალითად, როცა თქვენი ხმის მოდელი იქმნება შენახული აუდიოს მეშვეობით, ის განცალკევდება თქვენი ანგარიშიდან, დროებით დამუშავდება ჩვენი აუდიოს ამოცნობის ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით, შემდეგ კი წაიშლება. ხმის თითოეული ნიმუშის დამუშავებას 7 დღემდე სჭირდება. ზოგ იურისდიქციაში შეიძლება ხმის მოდელები ჩაითვალოს ბიომეტრიულ მონაცემებად.

როცა ხმოვანი და აუდიო აქტივობის ეს პარამეტრი ჩართულია

როცა თქვენი ვებსა და აპებში აქტივობისთვის ხმოვანი და აუდიო აქტივობის ეს პარამეტრი ჩართულია, Google თქვენს Google ანგარიშში შეინახავს აუდიოჩანაწერებს Google Search-თან, ასისტენთან და Maps-თან თქვენი ინტერაქციისას.

აუდიომონაცემები ინახება, როცა თქვენი მოწყობილობა ამოიცნობს გააქტიურების ბრძანებას. მოწყობილობებს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვაგვარი აქტივაციის მხარდაჭერა (მაგალითად, „Ok Google“ — მოკლე ფრაზა ჩასართავად, საუბრების გაგრძელება ან მიკროფონის ღილაკზე შეხება). ზოგიერთი მოწყობილობა აუდიოს რამდენიმე წამის წინსწრებით იწერს, რათა მოახერხოს მოთხოვნის სრულად აღქმა.

აუდიო შეიძლება ჩაიწეროს მაშინაც, როცა თქვენი მოწყობილობა არასწორად ამოიცნობს გააქტიურებას, მაგალითად, ხმაურს, რომელიც დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც „Ok Google“. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენს სისტემებს, რათა შევამციროთ არასასურველი გააქტიურების შემთხვევები.

თუ მოწყობილობას ინტერნეტთან კავშირის გარეშე იყენებთ, აუდიო თქვენს Google ანგარიშში, შესაძლოა, შენახულ იქნას ონლაინ რეჟიმზე დაბრუნების შემდეგ.

როცა ხმოვანი და აუდიო აქტივობის ეს პარამეტრი გამორთულია

თუ ხმოვანი და აუდიო აქტივობის ამ პარამეტრს გამორთავთ, Google აღარ შეინახავს აუდიოჩანაწერებს თქვენს Google ანგარიშში Google-ის სერვერებზე, თქვენს ვებსა და აპებში აქტივობასთან ერთად, Google Search-თან, ასისტენტსა და Maps-თან ინტერაქციისას. Google მაინც დაამუშავებს თქვენს აუდიოს, რომ გიპასუხოთ, როცა Google სერვისებს ესაუბრებით.

ხმოვანი და აუდიო აქტივობის პარამეტრის გამორთვით ასისტენტის ცალკეული აუდიო პარამეტრები არ გამოირთვება.

როცა ხმოვანი და აუდიო აქტივობის პარამეტრი გამორთულია, Google არ გამოიყენებს წარსულში შენახულ აუდიოს, როცა ეს პარამეტრი ჩართული იყო Voice Match-ის მსგავსი ხმოვანი ტექნოლოგიების გაუმჯობესებისას. ადრე შენახული აუდიო შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ხმოვანი ტექნოლოგიების გასაუმჯობესებლად, სანამ არ წაშლით მას.

შეგიძლიათ ადრე შენახული აუდიოჩანაწერის წაშლა ვებსა და აპებში აქტივობაში მისამართზე: activity.google.com.

სხვა სივრცეები, სადაც შეიძლება თქვენი ჩანაწერები შეინახოს

ხმოვანი და აუდიო აქტივობის ეს პარამეტრი ზეგავლენას არ ახდენს:

  • აუდიოზე, რომელიც შენახული და მართულია სხვა Google სერვისების მიერ, როგორიცაა Google Voice და YouTube.
  • თქვენს მოწყობილობაზე ისეთი მიზეზით შენახულ აუდიოზე, როგორიცაა თქვენი პერსონალური Voice Match-ის დაყენება და რეგულირება, ან თქვენს მოწყობილობაზე აუდიო ტექნოლოგიების სხვაგვარად პერსონალიზება.

მანქანური სწავლების სხვა პროცესები, რომლებიც ამ პარამეტრის მიერ არ კონტროლდება, შეიძლება გამოყენებულ იქნას აუდიოს ამოცნობის ტექნოლოგიების გასაუმჯობესებლად ფედერაციული სწავლების ან ეფემერული დასწავლის დროს.

შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ აუმჯობესებს Google მეტყველების მოდელებს.

დაკავშირებული რესურსები

ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
17291399638037908435
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
70975
false
false