ვებსა და აპებში თქვენი აქტივობის პოვნა და მართვა

ვებსა და აპებში აქტივობა ინახავს თქვენს ძიებებსა და აქტივობას Google-ის სხვა სერვისებიდან Google ანგარიშში. თქვენ მიიღებთ მეტად მორგებულ გამოცდილებას; მათ შორისაა:

  • დაჩქარებული ძიება
  • უფრო სასარგებლო აპები
  • კონტენტის რეკომენდაციები

ვებსა და აპებში აქტივობის გამორთვა, ან ძველი აქტივობის წაშლა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

მინიშნება: თუ თქვენი Google ანგარიში დამსაქმებელმა ან საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეგიქმნათ, შეიძლება თქვენი ადმინისტრატორისთვის ვებსა და აპებში აქტივობის ჩართვის თხოვნა მოგიხდეთ, რათა თქვენმა ორგანიზაციამ ეს სერვისი გამოიყენოს.

ვებსა და აპებში აქტივობის ჩართვა ან გამორთვა

  1. თქვენს კომპიუტერში გახსენით აქტივობის მართვის საშუალებების გვერდი. შესაძლოა, თქვენს Google ანგარიშში შესვლა დაგჭირდეთ.
  2. ჩართეთ ან გამორთეთ ვებსა და აპებში აქტივობა.
  3. როცა ვებსა და აპებში აქტივობა ჩართულია:
    • შეგიძლიათ, მონიშნოთ გრაფა „Chrome-ის ისტორიისა და აქტივობის დართვა Google-ის სერვისებით მოსარგებლე ვებსაიტებიდან, აპებიდან და სერვისებიდან“.
    • სურვილისამებრ, შეგიძლიათ მონიშნოთ გრაფა: „ხმოვანი და აუდიო აქტივობის დართვა“.
  4. ვებსა და აპებში აქტივობის გამორთვის დროს:
    • აირჩიეთ გამორთვა, შემდეგ კი — გამორთვა ან აქტივობის გამორთვა და წაშლა.
    • თუ აირჩევთ აქტივობის გამორთვას და წაშლას, მიჰყევით ნაბიჯებს, რომ აირჩიოთ და დაადასტუროთ, რომელი აქტივობის წაშლა გსურთ.

მინიშნება: ზოგიერთ ბრაუზერსა და მოწყობილობას, შესაძლოა, ჰქონდეს მეტი პარამეტრი, რომლებიც აისახება აღნიშნული აქტივობის შენახვის გზებზე.

ჩემს Google აქტივობაში ვებსა და აპებში აქტივობის პოვნა და წაშლა

თქვენი ვებსა და აპებში აქტივობის პოვნა და წაშლა შეგიძლიათ ჩემს Google აქტივობაში

მინიშნება: უსაფრთხოების გასაძლიერებლად შეგიძლიათ დადასტურების დამატებითი ეტაპის მოთხოვნა „ჩემს აქტივობაში“ ისტორიის სრულად სანახავად.

 

რა ინახება ვებსა და აპებში აქტივობის სახით

თქვენი ძიებებისა და სხვა აქტივობის შესახებ ინფორმაცია

როცა ვებსა და აპებში აქტივობა ჩართულია, Google-ის მიერ ინახება ინფორმაცია, როგორიცაა:

  • ძიებები და აქტივობები Google პროდუქტებსა და სერვისებში, როგორიცაა Maps და Play.
  • თქვენს აქტივობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მაგალითად, ენა, რეკომენდატორი, აპს იყენებთ თუ ბრაუზერს, ან მოწყობილობის ტიპი.
  • რომელ რეკლამას აწკაპუნებთ ან რას ყიდულობთ რეკლამის განმთავსებლის საიტზე.
  • თქვენს მოწყობილობაში არსებული ინფორმაცია (მაგ., აპების ან კონტაქტების ბოლო ძიებები).
  • ასისტენტთან ინტერაქცია, Google ასისტენტის თქვენგან დამოუკიდებელი აქტივაციის ჩათვლით.

შენიშვნა: აქტივობა შეიძლება შეინახოს მაშინაც კი, როცა ხაზგარეშე რეჟიმში ხართ.

ინფორმაცია თქვენ მიერ იმ საიტების, აპებისა და მოწყობილობის დათვალიერებისა და მათზე განხორციელებული სხვა ტიპის აქტივობის შესახებ, რომლებიც Google სერვისებს იყენებს

ვებსა და აპებში აქტივობის ჩართვის შემთხვევაში, შეგიძლიათ ისეთი დამატებითი აქტივობის დართვა, როგორიცაა:

  • იმ საიტებსა და აპებში განხორციელებული ქმედებები, რომლებსაც Google-თან სარეკლამო პარტნიორობა აკავშირებს
  • იმ საიტებსა და აპებში განხორციელებული ქმედებები, რომლებიც Google სერვისებს იყენებს, მათ შორის, აპების მიერ Google-თან გაზიარებული მონაცემები
  • თქვენი Chrome დათვალიერების ისტორია
  • Android-ის გამოყენების და დიაგნოსტიკური ინფორმაცია (მაგ, ბატარეის დონის ან სისტემის შეცდომების შესახებ)

Google-ს აღნიშნული ინფორმაციის შენახვის საშუალება რომ მისცეთ:

  • ვებსა და აპებში აქტივობა ჩართული უნდა იყოს.
  • მონიშნული უნდა იყოს გრაფა: „დაერთოს Chrome-ის ისტორია და აქტივობა ვებსაიტებზე, აპებსა და მოწყობილობებზე, რომლებიც იყენებს Google-ის სერვისებს“.

თქვენი Chrome-ის ისტორია ინახება მხოლოდ მაშინ, როცა შესული ხართ Chrome-ში და ისტორიის სინქრონიზაცია ჩართულია. შეიტყვეთ მეტი Chrome-ში შესვლის შესახებ.

შენიშვნა: თუ საზიარო მოწყობილობას იყენებთ, ან სისტემაში ერთზე მეტი ანგარიშით შეხვალთ, აქტივობა შეიძლება შეინახოს თქვენს ნაგულისხმევ ანგარიშში იმ ბრაუზერიდან ან მოწყობილობიდან, რომელსაც იყენებთ.

აუდიოჩანაწერები

როცა ვებსა და აპებში აქტივობა ჩართულია, თქვენს აქტივობას შეგიძლიათ დაურთოთ აუდიოჩანაწერები Google Search-თან, ასისტენტთან და Maps-თან ინტერაქციებიდან. შეიტყვეთ აუდიოჩანაწერების შესახებ.

Google-ს აღნიშნული ინფორმაციის შენახვის საშუალება რომ მისცეთ:

  • ვებსა და აპებში აქტივობა ჩართული უნდა იყოს.
  • მონიშნული უნდა იყოს გრაფა „ხმოვანი და აუდიოჩანაწერების დართვა“.

თქვენი შენახული აქტივობის გამოყენების ხერხები

შეიტყვეთ მეტი Google-ის მიერ თქვენი შენახული აქტივობის გამოყენებისა და მისი კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ.

Google-ის მიერ საძიებო ფრაზებისადმი ზოგადი მოპყრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ხშირად დასმულ შეკითხვებს კონფიდენციალურობის დებულებასთან დაკავშირებით.

ვებსა და აპებში აქტივობის მოქმედების პრინციპი, როცა გასული ხართ სისტემიდან

ძიებასთან დაკავშირებული აქტივობის მეშვეობით თქვენი საძიებო/სარეკლამო შედეგების მორგება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სისტემიდან გასული ხართ. ძიების ამგვარი მორგება რომ გამორთოთ, კონტენტის ძიება და დათვალიერება შეგიძლიათ კონფიდენციალურ რეჟიმში. შეიტყვეთ კონფიდენციალურად ძიებისა და დათვალიერების შესახებ.

ბრაუზერის ისტორია

რომ მართოთ, შეინახავს თუ არა თქვენი მოწყობილობა თქვენს აქტივობას: 

  1. გადადით აქტივობის მართვის საშუალებების გვერდზე.
  2. მონიშნეთ გრაფა „Chrome-ის ისტორიისა და აქტივობის დართვა Google-ის სერვისებით მოსარგებლე ვებსაიტებიდან, აპებიდან და სერვისებიდან“. 

თქვენმა ბრაუზერმა შეიძლება შეინახოს თქვენი ძიებებიც და დათვალიერებული ვებსაიტებიც. შეიტყვეთ, როგორ წაშალოთ თქვენი ისტორია შემდეგ ბრაუზერებში:

დაკავშირებული რესურსები

ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
11143863185062266569
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
70975
false
false