თქვენი მდებარეობის ისტორიის მართვა

 

In the coming months, the Location History setting name will change to Timeline. If Location History is turned on for your account, you may find Timeline in your app and account settings.

მდებარეობის ისტორია Google ანგარიშის პარამეტრია, რომელიც ქრონოლოგიასა და პირად რუკას ქმნის, რითაც გეხმარებათ, დაიმახსოვროთ: 

  • მონახულებული ადგილები
  • მარშრუტები ამა თუ იმ წერტილამდე
  • თქვენი მოგზაურობები

გარდა ამისა, აღნიშნული პარამეტრი უზრუნველყოფს თქვენზე მორგებულ ფუნქციებს Google-ის სხვადასხვა პროდუქტში, თქვენ მიერ მონახულებული ადგილების საფუძველზე.

როცა მდებარეობის ისტორია ჩართულია (მაშინაც კი, თუ Google-ის აპები არ გამოიყენება), თქვენი მოწყობილობის ზუსტი მდებარეობა რეგულარულად ინახება:

  • თქვენს მოწყობილობებში 
  • Google-ის სერვერებზე

Google-ის ფუნქციების საყოველთაო გაუმჯობესების მიზნით, თქვენი მონაცემები, შესაძლოა, გამოვიყენოთ:

  • ინფორმაციის საჩვენებლად მდებარეობებთან დაკავშირებული ისეთი გაუპიროვნებული მონაცემების საფუძველზე, როგორიცაა:
    • პოპულარული პერიოდები
    • გარემოსთან დაკავშირებული ანალიტიკა
  • თაღლითობისა და არასათანადო გამოყენების შემთხვევების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად.
  • Google სერვისების (მათ შორის, სარეკლამო პროდუქტების) გასაუმჯობესებლად და განსავითარებლად.
  • ბიზნესების დასახმარებლად იმის დადგენაში, თუ რამდენად ეწვევიან ადამიანები მათ მაღაზიებს რეკლამების გამო (თუ ჩართული გაქვთ ვებსა და აპებში აქტივობა).
    • ბიზნესებს ვუზიარებთ მხოლოდ გაუპიროვნებულ პროგნოზებს და არა პერსონალურ მონაცემებს.
    • აღნიშნული აქტივობა, შესაძლოა, მოიცავდეს ინფორმაციას თქვენი მდებარეობის შესახებ თქვენი მოწყობილობის მიახლოებითი ზონიდან და IP-მისამართიდან გამომდინარე.

შეიტყვეთ მეტი Google-ის მიერ მდებარეობის მონაცემების გამოყენების შესახებ.

მდებარეობის ისტორიასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელი:

  • მდებარეობის ისტორია გამორთულია ნაგულისხმევად. მის გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ჩართავთ მდებარეობის ისტორიას.
  • მდებარეობის ისტორიის გამორთვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თქვენი Google ანგარიშის აქტივობის მართვის საშუალებების მეშვეობით.
  • თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ და მართოთ თქვენი მდებარეობის ისტორია. თქვენ შეგიძლიათ:
    • თქვენ მიერ მონახულებული ადგილების შემოწმება Google Maps-ის ქრონოლოგიაში.
    • თქვენი მდებარეობის ისტორიის ნებისმიერ დროს რედაქტირება ან წაშლა.
გაითვალისწინეთ: აქ მოცემული ზოგიერთი ეტაპის გავლა შესაძლებელია მხოლოდ Android 8.0-სა და უფრო ახალ ვერსიებზე. შეიტყვეთ, როგორ შეამოწმოთ თქვენი Android-ის ვერსია.

მდებარეობის ისტორიის ჩართვა ან გამორთვა

თქვენი ანგარიშისთვის მდებარეობის ისტორიის გამორთვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. თუ სამსახურის ან სასწავლებლის ანგარიშს იყენებთ, აღნიშნული პარამეტრის გააქტიურება შეუძლია თქვენს ადმინისტრატორს. გააქტიურების შემთხვევაში, მდებარეობის ისტორიით სარგებლობას სხვა მომხმარებლების მსგავსად შეძლებთ.

  1. გადადით თქვენი Google ანგარიშის „მდებარეობის ისტორიის“ სექციაზე.
  2. აირჩიეთ, დაშვებული იყოს თუ არა თქვენი ანგარიშისთვის ან მოწყობილობებისთვის მდებარეობის ისტორიის შეტყობინება Google-ისთვის.
    • თქვენი ანგარიშის და ყველა მოწყობილობის შემთხვევაში: ზედა ნაწილში ჩართეთ ან გამორთეთ მდებარეობის ისტორია.
    • მხოლოდ კონკრეტული მოწყობილობის შემთხვევაში: ჩართეთ ან გამორთეთ მოწყობილობა სექციაში „ეს მოწყობილობა“ ან „ამ ანგარიშთან დაკავშირებული მოწყობილობები“.

როცა მდებარეობის ისტორია ჩართულია

თქვენი მდებარეობის პროგნოზირებისთვის Google-ს შეუძლია გამოიყენოს:

  • სიგნალები, როგორიცაა Wi-Fi და მობილური ქსელები
  • GPS
  • სენსორების ინფორმაცია

თქვენი მოწყობილობის მდებარეობა, შესაძლოა, პერიოდულად გამოყენებულ იქნას ფონურ რეჟიმშიც. როცა მდებარეობის ისტორია ჩართულია (მაშინაც კი, თუ Google-ის აპები არ გამოიყენება), თქვენი მოწყობილობის ზუსტი მდებარეობა რეგულარულად ინახება:

  • თქვენს მოწყობილობებში
  • Google-ის სერვერებზე

როცა სისტემაში შესული ხართ თქვენი Google ანგარიშით, ის ინახავს თითოეული იმ მოწყობილობის მდებარეობის ისტორიას, რომელშიც ჩართულია პარამეტრი „ამ ანგარიშთან დაკავშირებული მოწყობილობები“. ამ პარამეტრის პოვნა შეგიძლიათ თქვენი Google ანგარიშის მდებარეობის ისტორიის პარამეტრებში.

სურვილისამებრ, შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელმა მოწყობილობებმა დაამატოს მდებარეობის მონაცემები მდებარეობის ისტორიას. თქვენი პარამეტრები არ შეიცვლება თქვენი მოწყობილობის მდებარეობის სხვა სერვისებისთვის, როგორიცაა, მაგალითად:

როცა მდებარეობის ისტორია გამორთულია

თქვენი მოწყობილობა არ შეინახავს თავის მდებარეობას თქვენს მდებარეობის ისტორიაში.

  • თქვენს ანგარიშში, შესაძლოა, გქონდეთ მდებარეობის ისტორიის ძველი მონაცემები. მისი წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ხელით.
  • თქვენი პარამეტრები არ შეიცვლება თქვენი მოწყობილობის მდებარეობის სხვა სერვისებისთვის, როგორიცაა, მაგალითად:
  • თუ ვებსა და აპებში აქტივობის მსგავსი პარამეტრები ჩართულია, მდებარეობის ისტორიას კი გამორთავთ, ან წაშლით მდებარეობის მონაცემებს მდებარეობის ისტორიიდან, თქვენმა Google ანგარიშმა, შესაძლოა, მაინც შეინახოს მდებარეობის მონაცემები, თქვენ მიერ სხვა Google საიტების, აპებისა და სერვისების გამოყენების ფარგლებში. ეს აქტივობა შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას თქვენი მდებარეობის შესახებ თქვენი მოწყობილობის ზოგადი სივრციდან და IP-მისამართიდან გამომდინარე.

მდებარეობის ისტორიის წაშლა

თქვენი მდებარეობის ისტორიის ინფორმაციის მართვა და წაშლა შეგიძლიათ Google Maps ქრონოლოგიის მეშვეობით. ისტორიის წაშლა შესაძლებელია მთლიანად ან ნაწილობრივ.

მნიშვნელოვანია: ქრონოლოგიიდან მდებარეობის ისტორიასთან დაკავშირებული ინფორმაციის წაშლის შემდეგ მას ვეღარ იხილავთ.

Google Maps აპის გამოყენებით

მდებარეობის ისტორიის მთლიანად წაშლა

  1. თქვენს Android მოწყობილობაზე გახსენით Google Maps აპი Maps.
  2. ზედა მარცხენა ნაწილში შეხებით აირჩიეთ: მენიუ და შემდეგ თქვენი ქრონოლოგია Timeline.
  3. ზედა მარჯვენა ნაწილში შეხებით აირჩიეთ: მეტი და შემდეგ პარამეტრები და კონფიდენციალურობა.
  4. „მდებარეობის პარამეტრების“ სექციაში შეეხეთ მდებარეობის ისტორიის მთლიანად წაშლას.
  5. შეასრულეთ ეკრანზე მოცემული ინსტრუქცია.

მდებარეობის ისტორიის ნაწილის წაშლა

  1. თქვენს Android მოწყობილობაზე გახსენით Google Maps აპი Maps.
  2. ზედა მარცხენა ნაწილში შეხებით აირჩიეთ: მენიუ და შემდეგ თქვენი ქრონოლოგია Timeline.
  3. შეხებით აირჩიეთ: მეტი და შემდეგ პარამეტრები და კონფიდენციალურობა.
  4. „მდებარეობის პარამეტრების“ სექციაში შეეხეთ მდებარეობის ისტორიის ნაწილის წაშლას.
  5. შეასრულეთ ეკრანზე მოცემული ინსტრუქცია.

მდებარეობის ისტორიიდან კონკრეტული დღის წაშლა

  1. თქვენს Android მოწყობილობაზე გახსენით Google Maps აპი Maps.
  2. ზედა მარცხენა ნაწილში შეხებით აირჩიეთ: მენიუ და შემდეგ თქვენი ქრონოლოგია Timeline.
  3. შეეხეთ კალენდრის ჩვენებას Show calendar.
  4. აირჩიეთ, რომელი დღის წაშლაც გსურთ.
  5. შეხებით აირჩიეთ: მეტი და შემდეგ დღის წაშლა.
  6. შეასრულეთ ეკრანზე მოცემული ინსტრუქცია.

მდებარეობის ისტორიიდან გაჩერების წაშლა

  1. თქვენს Android მოწყობილობაზე გახსენით Google Maps აპი Maps.
  2. ზედა მარცხენა ნაწილში შეხებით აირჩიეთ: მენიუ და შემდეგ თქვენი ქრონოლოგია Timeline.
  3. შეეხეთ კალენდრის ჩვენებას Show calendar.
  4. აირჩიეთ დღე იმ გაჩერებით, რომლის წაშლაც გსურთ.
  5. აირჩიეთ გაჩერება, რომლის წაშლაც გსურთ და შემდეგ წაშლა Delete .
  6. შეასრულეთ ეკრანზე მოცემული ინსტრუქცია.
ვებ-ბრაუზერის გამოყენებით

მდებარეობის ისტორიის მთლიანად წაშლა

  1. ვებ-ბრაუზერიდან გახსენით თქვენი Google Maps ქრონოლოგია.
  2. შეეხეთ წაშლას Delete .
  3. შეასრულეთ ეკრანზე მოცემული ინსტრუქცია.

მდებარეობის ისტორიიდან კონკრეტული დღის წაშლა

  1. ვებ-ბრაუზერიდან გახსენით თქვენი Google Maps ქრონოლოგია.
  2. აირჩიეთ, რომელი წლის, თვის ან დღის წაშლაც გსურთ.
  3. შეეხეთ წაშლას Delete .
  4. შეასრულეთ ეკრანზე მოცემული ინსტრუქცია.

მდებარეობის ისტორიიდან გაჩერების წაშლა

  1. ვებ-ბრაუზერიდან გახსენით თქვენი Google Maps ქრონოლოგია.
  2. აირჩიეთ, რომელი წლის, თვის ან დღის წაშლაც გსურთ.
  3. წასაშლელი გაჩერების გვერდით შეხებით აირჩიეთ: მეტი Moreდა შემდეგ გაჩერების ამოშლა დღიდან.
  4. შეასრულეთ ეკრანზე მოცემული ინსტრუქცია.

თქვენი მდებარეობის ისტორიის ავტომატურად წაშლა

შეგიძლიათ აირჩიოთ, ავტომატურად წაიშალოს მდებარეობის ისტორია, რომელიც არის 3 ან 18 თვეზე ძველი.

Google Maps აპის გამოყენებით

  1. თქვენს Android მოწყობილობაზე გახსენით Google Maps აპი Maps.
  2. ზედა მარცხენა ნაწილში შეხებით აირჩიეთ: მენიუ და შემდეგ თქვენი ქრონოლოგია Timeline.
  3. ზედა მარჯვენა ნაწილში შეხებით აირჩიეთ: მეტი და შემდეგ პარამეტრები და კონფიდენციალურობა.
  4. გადადით „მდებარეობის პარამეტრების“ სექციაზე.
  5. შეეხეთ მდებარეობის ისტორიის ავტომატურად წაშლას.
  6. შეასრულეთ ეკრანზე მოცემული ინსტრუქცია.

ვებ-ბრაუზერის გამოყენებით

  1. ვებ-ბრაუზერიდან გახსენით თქვენი Google Maps ქრონოლოგია
  2. ქვედა ნაწილში დაწკაპუნებით აირჩიეთ: პარამეტრები Settings icon და შემდეგ მდებარეობის ისტორიის ავტომატურად წაშლა
  3. შეასრულეთ ეკრანზე მოცემული ინსტრუქცია. 

რა მოხდება მდებარეობის ისტორიის ნაწილობრივ ან მთლიანად წაშლის შემდეგ

მდებარეობის ისტორიის ნაწილობრივ ან მთლიანად წაშლის შემდეგ Google-ის სერვისებში ზოგიერთმა პერსონალიზებულმა ფუნქციამ შეიძლება უარესად ან საერთოდ არ იმუშაოს. მაგალითად:

  • Google Photos-ის ალბომებმა, რომლებიც ავტომატურად იქმნება თქვენ მიერ მონახულებული ადგილების საფუძველზე
  • თქვენ მიერ მონახულებულ ადგილებზე დაფუძნებულმა რეკომენდაციებმა
  • რეალურ დროში მიღებულმა ინფორმაციამ სახლისკენ ან სამსახურისკენ დაძვრის საუკეთესო დროის შესახებ, რომ თავიდან აიცილოთ გადატვირთული საგზაო მოძრაობა

მნიშვნელოვანია: თუ ჩართული გაქვთ ვებსა და აპებში აქტივობის მსგავსი სხვა პარამეტრები, მდებარეობის ისტორიის დაპაუზების ან მდებარეობის ისტორიიდან გარკვეული მონაცემების წაშლის შემთხვევაში, თქვენს Google ანგარიშში შეიძლება მაინც შეინახოს მდებარეობის მონაცემები Google-ის სხვა საიტების, აპებისა და სერვისების გამოყენებისას. მაგალითად, მდებარეობის მონაცემები შეიძლება შეინახოს Search-სა თუ Maps-ში გარკვეული აქტივობის განხორციელებისას, როცა ჩართული გაქვთ ვებსა და აპებში აქტივობის პარამეტრი, ან დაერთოს თქვენს ფოტოებს, რაც დამოკიდებულია თქვენი კამერის აპის პარამეტრებზე.

მდებარეობის ისტორიის გამოყენების მონაცემები და დიაგნოსტიკა

მდებარეობის ისტორიის ჩართვის შემთხვევაში თქვენმა მოწყობილობამ შეიძლება გაუგზავნოს Google-ს ამ ფუნქციის მუშაობასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკური ინფორმაცია. თუ მდებარეობის ისტორიას გამორთავთ, გამოყენებისა და დიაგნოსტიკური ინფორმაციის გაზიარება ნებაყოფლობითი იქნება.

აღნიშნული ინფორმაცია გამოყენებული იქნება Google-ის კონფიდენციალურობის დებულების შესაბამისად.

რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება გაზიარდეს თქვენი მოწყობილობიდან

მდებარეობის ისტორიის გაუმჯობესების ხელშეწყობით მიზნით, თქვენმა მოწყობილობამ შეიძლება Google-ს გაუგზავნოს დიაგნოსტიკური ინფორმაცია. გაგზავნილი ინფორმაცია შეიძლება, მაგალითად, მოიცავდეს:

  • მონაცემებს მობილურ და Wi-Fi ქსელებთან, GPS-თან და Bluetooth-თან კავშირის ხანგრძლივობისა და ხარისხის შესახებ
  • მდებარეობის მიმდინარე პარამეტრებს
  • ანგარიშებს გადატვირთვებისა და ავარიულად გათიშვების შესახებ
  • მდებარეობის ისტორიის ჩასართავად ან გამოსართავად გამოყენებულ აპებს
  • ბატარეის დონეს
როგორ იყენებს Google გაზიარებულ ინფორმაციას

გამოყენებასთან დაკავშირებული და დიაგნოსტიკური ინფორმაცია ხელს უწყობს Google-ს აპების, პროდუქტებისა და Android-მოწყობილობების გაუმჯობესებაში. მაგალითად, აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება Google-ს, გააუმჯობესოს შემდეგი მაჩვენებლები:

  • ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა: ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაზე იხარჯება ბატარეის ყველაზე მეტი ენერგია, დაეხმარება Google-ს, შეამციროს მისი მოხმარება ყველაზე ხშირად გამოყენებული ფუნქციების მიერ.
  • მდებარეობის სიზუსტე: მოწყობილობის მდებარეობის სენსორებისა და პარამეტრების მეშვეობით Google უფრო ზუსტად დაადგენს მდებარეობას, რომელიც აუცილებელია აპებისა და სერვისების გამართული მუშაობისთვის.

შეიტყვეთ მეტი მდებარეობის სხვა პარამეტრების შესახებ

ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
9495250072529886293
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
70975
false
false