მართეთ Google საფულის აპში დამატებული გადახდის მეთოდები

თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ, გადაალაგოთ ან წაშალოთ, ასევე, მეტსახელი დაარქვათ Google საფულეში დამატებულ სადებეტო ბარათებს, საკრედიტო ბარათებსა და გადახდის სხვა მეთოდებს.

გადახდის მეთოდის რედაქტირება

გადახდის მეთოდის რედაქტირება შეუძლებელია Google საფულის აპში, თუმცა მისი რედაქტირება შეგიძლიათ ონლაინ.

თქვენ შეგიძლიათ დაარედაქტიროთ ბარათის მოქმედების ვადა, (CVC), ანგარიშის სახელი ან თქვენი მისამართი. თუ სახელს ან მისამართს ვერ ცვლით, დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს.

  1. Go to wallet.google.com.
  2. Click Payment methods.
  3. Choose the payment method that you want to update.
  4. Click Edit.

მინიშნება: ვადაგასული ბარათის მოქმედების ვადის გასვლის თარიღის ან ბარათის დადასტურების კოდის (CVC) რედაქტირებისას, ბარათის გასწვრივ, დააწკაპუნეთ ღილაკზე „შესწორება“. შემდეგ შეიყვანეთ თვე (თთ), წელი (წწ) და ბარათის დადასტურების კოდი (CVC).

Learn how to manage payment methods on the Google Wallet website.

ავტომატურად განახლებული ბარათები

თუ Google საფულეში შენახული თქვენი ბარათი დაიკარგა, დაზიანდა, მოიპარეს ან ვადა გაუვიდა, თქვენმა ბანკმა შესაძლოა ავტომატურად განაახლოს ის აპში მას შემდეგ, რაც ახალ ბარათს შეგიქმნიან. Google საფულეში თქვენი ბარათის განახლების შემდეგ, მისი გამოყენება შეგიძლიათ თქვენს მოწყობილობაზე Google საფულით უკონტაქტო გადახდებისთვის მაშინაც კი, როცა ფიზიკური ბარათი ჯერ არ გაქვთ.

მინიშნება: ონლაინ გადახდებისთვის, შესაძლოა დაგჭირდეთ Google ანგარიშში თქვენ შესახებ ინფორმაციის განახლება მას შემდეგ, რაც თქვენს ფიზიკურ ბარათს მიიღებთ.

გადახდის მეთოდების გადალაგება

თქვენს საფულეში გადახდის ბარათების რიგითობის შესაცვლელად:

  1. გახსენით Google საფულის აპი
  2. ეკრანის ზედა მხარეს, მარჯვენა უკიდურეს წერტილში, გადაფურცლეთ მარცხნივ მანამ, სანამ გადახდის ყველაზე ბოლო მეთოდს არ ნახავთ.
  3. შეხებით აირჩიეთ ბარათების მიმდევრობის რედაქტირება .
  4. რიგითობის შესაცვლელად: ხანგრძლივად შეეხეთ ბარათს, შემდეგ კი გადაათრიეთ ის.
    • ბარათები, რომლებიც სიის ზედა ნაწილში ჩანს, Google საფულეშიც პირველი გამოჩნდება.

მინიშნება: თქვენი გადახდის ნაგულისხმევი მეთოდი არ შეიცვლება ბარათების გადალაგების შემდეგ. შეიტყვეთ, როგორ შეცვალოთ თქვენი გადახდის ნაგულისხმევი მეთოდი.

საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ამოშლა

  1. გახსენით Google საფულის აპი..
  2. იპოვეთ გადახდის მეთოდი, რომლის წაშლაც გსურთ.
    • თუ ის პირველი ბარათი არ არის, გადაფურცლეთ მარცხნივ ვიდრე მას არ იპოვით.
  3. შეეხეთ ბარათს.
  4. მარჯვენა ზედა კუთხეში შეეხეთ „მეტი“ More და შემდეგ ამოშალეთ გადახდის მეთოდი.

გადახდის მეთოდისთვის მეტსახელის დარქმევა

გადახდის ბარათის ადვილად იდენტიფიცირებისთვის, როდესაც ყიდულობთ Chrome-ში, YouTube-სა ან Play Store-ში, შეგიძლიათ ბარათს მეტსახელიც დაამატოთ.

  1. გახსენით Google საფულის აპი..
  2. იპოვეთ გადახდის ის მეთოდი, რომელსაც გსურთ მეტსახელი დაარქვათ.
    • თუ ის პირველი ბარათი არ არის, გადაფურცლეთ მარცხნივ ვიდრე მას არ იპოვით.
  3. შეეხეთ ბარათს.
  4. ეკრანის ქვედა კიდეზე, შეეხეთ: დეტალები.
  5. ქვედა კიდეზე შეეხეთ მეტსახელის დამატება.
  6. შეასრულეთ ეკრანული ინსტრუქცია.

მინიშნება: თქვენი ნაგულისხმევი სახელი შეიძლება იყოს მხოლოდ ასოები და 25 სიმბოლოზე ნაკლები.

გადახდის მეთოდის მეტსახელის წაშლა

  1. გახსენით Google საფულის აპი..
  2. იპოვეთ გადახდის თქვენთვის სასურველი მეთოდი.
    • თუ ის პირველი ბარათი არ არის, გადაფურცლეთ მარცხნივ ვიდრე მას არ იპოვით.
  3. შეეხეთ ბარათს.
  4. ეკრანის ქვედა კიდეზე, შეეხეთ: დეტალები.
  5. ქვედა კიდეზე, შეეხეთ გადახდის მეთოდის მეტსახელს.
  6. ამოშალეთ ბარათის მეტსახელი.
  7. შეეხეთ: შენახვა.

 

მაინც გჭირდებათ დახმარება?

თუ პრობლემა არ აღმოიფხვრა ან შეკითხვების გაქვთ, იკითხეთ საზოგადოებაში ან დაგვიკავშირდით.

 

ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
მთავარი მენიუ
1482073276671252806
true
ძიების დახმარების ცენტრი
true
true
true
true
true
280
false
false